ჩემი "სომხობა" სარეკლამო ხასიათისაა!
ფოტორეპორტიორების საქმესა და "რელიგიის კანონთან" დაკავშირებულ აჟიოტაჟზე "ქართული სიტყვა"ფოტოჟურნალისტს იური მეჩითოვს ესაუბრა.
_ ბატონო იური, ფოტოჟურნალისტების მხარდასაჭერად გამართული აქციებში აქტიურად მონაწილეობთ. ესე იგი, გჯერათ, რომ ეს ბიჭები უდანაშაულონი არიან?
_ ბრალდება სრულიად უაზროა, რადგან ფოტოგრაფიის საქმიანობას არანაირი კანონი არ ზღუდავს და ისიც ყველამ ვიცით, თუ როგორ მოიპოვებენ ძალოვანი უწყებები აღიარებას. არ მჯერა იმ მთავრობის, რომელიც პირად ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს! ჩემს დაპატიმრებულ კოლეგებს ვიცნობ და მათი ჯაშუშობის იმ უბრალო მიზეზის გამო არ მჯერა, რომ მათ საიდუმლო მასალებზე ხელი არ მიუწვდებოდათ. კარგად ვიცი, თუ რა მოხდა რეალურად _ ეს ადამიანები 26 მაისის მსხვერპლნი არიან! ხელისუფლებამ 26-ში სასაკლაო მოაწყო და საკუთარი მოსახლეობა გაწირა!
ჟურნალისტები, რომლებმაც გადაიღეს და გაავრცელეს ეს შემზარავი ფოტოსურათები, ჯაშუშებად შერაცხეს. არადა, ამ ადამიანებმა აგვისტოს ომის თავს სწირავდნენ, საკუთარი სიცოცხლის ფასად იღებდნენ ომის ამსახველ საშინელ სცენებს.
_ გეთანხმებით, მაგრამ 26 მაისის სასაკლაოს ამსახველი ფოტოების გავრცელების უფლება პრეზიდენტის პირად ფოtოგრაფსაც ჰქონდა?
_ ირაკლი გედენიძე მონა ხომ არაა? ის აგრეთვე სააგენტო როიტერის სტრინგერი არის. რატომ არ უნდა გადაეღო 26 მაისის კადრები, მით უმეტეს, მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ მსოფლიოსთვის სიმართლე ენახებინა! მისი მხრიდან ეს მოქალაქეობრივი ვალიც იყო!.. ხალხს ამ უსუსური არგუმენტებით მათ ჯაშუშობას ვერ დააჯერებენ. რაღაცებს სთხზავენ და რაც მეტს შეთხზავენ, მეტად გაებმებიან. უკვე მარაზმში არიან!
_ ბატონო იური, მოდით, გულახდილად მითხარით, "რელიგიოურმა კანონმა" სოხმებს რა პრივილეგია მისცა?
_ ის აურზაური, რაც ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ ატყდა, ჩემთვის გასაგებია, რადგან იურიდიულად გაუმართავი დოკუმენტია. მერე ეს კანონი დაჩქარებული წესით ქართულ ეკლესისთან, პატრიარქთან შეუთანხმებლად მიიღეს. ჯერ კანონი მხოლოდ 5 კონფესიას ეხებოდა, მერე ყველა გაათანაბრეს და ასე შემდეგ. რადგან ყველაფერი გარეგინ მეორეს ვიზითს მოყვა, ამან ბუნებრივად გამოიწვია ანტისომხური გრძნობები, რაც ძალზე სამწუხაროა. რაც შეეხება მართმადიდებლობასთან სხვა კონფესიების გათანაბრებას, ეს რეალურად ჩემის აზრით ვერც მოხდება იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართმადიდებელია.
_ მაპატიეთ და, რომელი აღმსარებლობის ბრძანდებით?
_ საკუთარ თავს ეკლესიურად არ მივიჩნევ, არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ ვარ. ფორმულა მაქვს, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი და მერე, ადამიანებმა _ რელიგიები. მაგრამ მე არ უარვყოფ ღმერთს, როგორც შემქმნელს და დიდ პატივს ვცემ ყველას ვისაც ნამდვილად ღმერთის სწამს და ვის გულშიც სიყვარული სუფევს. საერთოდ, ჯობია, აზროვნება დავიწყოთ და ბავშვივით არ მოვიქცეთ... რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩვენ ქართველები და სომხები არ ვიცნობთ ერთმანეთის კულტურას.გაცილებით მეტი ვიცით შორეულ ქვეყნების შესახებ. ის სადავო საკითხებიც, რომელიც ჩვენს შორისაა, ძმების ჩხუბს უფრო ჰგავს. ისტორიულად ძალიან ბევრი გვაქვს საერთო, თორემ ქართველები და სომხები უცხოები რომ იყვნენ, გასაყოფი რა ექნებოდათ?! გვაქვს ჩუქჩასთან რამე გასაყოფი? _ არა და იმიტომ, რომ შორსაა.
_ მაგრამ, "ძმობა" იმას არ ნიშნავს, საქართველოს ტერიტორიები მიითვისო. არ მეთანხმებით?
_ ტერიტორიებზე საკითხი არ დგას. ის 6 სომხური ეკლესია, რომელზეცაა საუბარი, როგორც მე ვიცი ნამდვილად სომხურია, მაგრამ როცა ამის უბრალოდ `დაშვება~ მეცნიერსაც არ უნდა და წარმოუდგენლად მიაჩნია, ეს უკვე გაუგებარია. ჩვენ თვალწინ ეს უპატრონოდ ქცეული, „სადავო“ ეკლესიები ინგრევა.. ამ ეკლესიების მოვლა სახელმწიფოს ვალია და თუ სომხებს მივცემთ საშუალებას, რომ თავისას მოუარონ, მოუვლიან. იურიდიული სტატუსიც სწორედ ამიტომ სჭირდებოდათ, რომ რესტავრაცია და მოვლა-პატრონობა შესძლებოდათ. საბოლოოდ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ყველა ძეგლი - სომხური ეკლესია, სინაგოგა თუ მეჩეთი ჩვენი სიმდიდრეა, ჩვენს ქვეყანას ამშვენებს!
_ 6 ტაძრის გარდა, როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, სომხებს პრეტენზია 300-მდე ქართულ ეკლესიაზე აქვთ, მათ შორის, მცხეთის ჯვარზე. ამაზე რას იტყვით?
_ რატომ სამასი, ზოგი 600 ასახელებს, საუბარი კი სულ 6 ეკლესიაზეა. თუ ვიღაც ექსტრემისტი იტყვის, მცხეთის ჯვარი სომხურია და რუსთაველიც სომეხიაო, ეს სიგიჟეა. არის ერთ მხარეს სიგიჟე სომხური, რომ ყველაფერი სომხურია, მეორე მხარეს _ სიგიჟე ქართული, რომ სომხების არაფერია. საბავშვო ბაღია! მე არ ვაწერ ხელს არც ქართულ და არც სომხურ სიგიჟეს. ერთსაც ვიტყვი: სომხების მიერ აშენებულიც არ ნიშნავს, რომ ძეგლი სომხურია. სომხები, როგორც წესი, კარგი მშენებლები იყვნენ. ძეგლზე ერთი და ორი სომხური წარწერაც რომ იყოს კუთვნილების დასტურად ვერ გამოდგება. მოკლედ, მხოლოდ გიჟი თუ იტყვის, მცხეთის ჯვარი სომხურიაო.
_ და ამ სიგიჟეს რა უნდა დავუპირისპიროთ?
_ ობიექტური მიდგომა... თავისუფალი აზროვნება მაშინ იწყება, როცა ჭეშმარიტების ძიებაში ხარ. ქართველს უკეთია "ქართული სათვალე" და
ასეთივე სათვალე აქვთ სომხებსაც და ისინიც მხოლოდ თავიანთი გადმოსახედიდან იყურებიან. ამიტომ ჭეშმარიტება უნდა დაადგინოს ნამდვილმა მეცნიერმა, რომელიც ნებისმიერი სათვალებისაგან თავისუფალია. თუ ჩვენ არ შეგვიძლია მიუკერძოებლები ვიყოთ, მოვიპატიჟოთ უცხოელი მეცნიერები და ერთად ვიმსჯელოთ ყველაფერზე. ოღონდ ნუ ჩავრთავთ ამ საქმეში ანგარებიან ხალხს, ვისაც უყვარს მღვრია წყალში თევზის ჭერა...
_ ბატონო იური, "ქართველ სომეხს" გეძახიან. მაინც, რომელი სათვალით იყურებით თუ სათვალე მოხსნილი გაქვთ?
_ არაერთგზის მითქვამს, თხუთმეტჯერ რომ მეწეროს პასპორტში სომეხი, მე მაინც ვიქნები საქართველოს შვილი და მოვემსახურები ჩემს ქვეყანას.
ისე ვცდილობ ყოველთვის ობიექტური ვიყო, ფაქტებს დავეყრდნო და ქართველებსაც და სომხებსაც ყოველთვის სიმართლეს ვეუბნები. ეთნოფსიქოლოგია ჩემთვის ჰობია. 2005 წელს ზურაბ კიკნაძის თხოვნით ერთგვარი კვლევაც დავწერე, სადაც კარგად ჩანს ჩემი მიმართება, თვითგამორკვევა და სახელმწიფოებრივი აზროვნება. თქვენს შეკითხვაზე პასუხს ამ კვლევიდან ერთი ფრაგმენტი უფრო ამომწურავად გაგცემთ:
"საქართველოში გაზრდილი ადამიანი არის ამ მიწის შვილი, ყველაფერი, რაც ამ მიწას სტკივა, გტკივა შენ და ე.ი., მოქალაქეობრივი თვალსაზრისით, ქართველი ხარ. ცნებებია აღრეული და ესეც დიდი უბედურებაა. არ გვინდა, გავუსწოროთ თვალი სიმართლეს, რომ საქართველოში სხვადასხვა ხალხები კი არ ცხოვრობენ, არამედ, ერთიანი საქართველოს ხალხი, სადაც ეთნიკურ ქართველებთან ერთად, არიან სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. რატომ არის სიტყვა "ერი"~ უფრო კრებითი, ვიდრე _ "ეროვნება"?! მაშინ, ვინ ვარ მე? მაშ, სადაა ჩემი სამშობლო? როგორია ჩემი იდენტიფიკაცია ეთნიკური ნიშნით? ვაცხადებ: მე არ ვიცი! მე ვერ ვპოულობ ეთნიკურ უჯრედს, რომელიც უნდა შევავსო. ჩემი მოქალაქეობრივი იდენტიფიკაცია, რაღა თქმა უნდა, ქართულია და ეთნიკური ნიშნითაც, ალბათ, უფრო ქართველი ვარ, თუმცა საზოგადოების 10 წევრიდან 9-ს მიაჩნია, რომ სომეხი ვარ, თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ ჩემი "გალაღებული"არსებობა ჩვენს ქვეყანაში ბევრისთვის ქართული ტოლერანტობის კიდევ ერთი დასტურია, ე.ი. ჩემი "სომხობა"გარკვეულწილად სარეკლამო ხასიათისაა... აქვე, მინდა, აღვნიშნო თბილისური კულტურის ფენომენის შესახებ, რომელიც თავად არის პოლიეთნიკური და გავიხსენო სერგო ფარაჯანოვი, რომელიც სწორედ ამ კულტურის ნაყოფია. თბილისმა შვა იგი. სერგო ფარაჯანოვი რომ სომხეთში გაზრდილიყო, ის ვერ იქნებოდა ფარაჯანოვი. ნებისმიერი დიდი მეგაპოლისი _ თბილისი იქნება ეს, ვენეცია თუ ნიუ იორკი, ქმნის საკუთარ განუმეორებელ კულტურას."
გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, სჯობს, ერთად კარგი საქმეები ვაკეთოთ, მით უმეტეს, როცა ასეთი რეჟიმის პირობებში გვიწევს ცხოვრება. ამიტომ, საჭიროა ერთიანობა და გააზრებული წინააღმდეგობის გაწევა.

იურჯან ნუ ცდილობ ძმების გამართლებას 6 კი არა 457 ეკლესია უნდათ.
ReplyDeleteЧто касается количества армянских церквей в Грузии, то, по словам архиепископа Петросяна, в советское время на территории Грузии действовали 4 армянские церкви, на сегодняшних день - 30 церквей. А вот до 1917 года в Грузинской епархии Армянской апостольской церкви насчитывалось 457 армянских церквей.
http://news.am/rus/news/64092.html