Friday, April 15, 2011

„გიჟები“ გიჟების წინააღმდეგ!.....

ის დრო წარსულს ჩაბარდა როცა არაადეკვატურ ადამიანს „ასათიანის“ გზას მიასწავლიდნენ, ასათიანის ქუჩაზე მდებარე ფსიქიატრიული ცენტრი, ნარკოლოგიური და ამავე ქუჩაზე მდებარე რამდენიმე შენობა გაიყიდა, ე.წ. საგიჟეთის კარს უკვე ბოქლომი ადევს! საინტერესოა რა ბედი ეწიათ იქ მყოფ ავადმყოფებს? როგორც გავარკვიე , მათი ნაწილი კერძოდ კი მე-4 განყოფილების პაციენტები იქვე მდებარე ადმინისტრაციულ კორპუსში გადაიყვანეს, თუმცა დროებით, ივლისის ბოლომდე, რადგან ეს კორპუსიც უკვე გასხვისებულია...დანარჩენი პაციენტების ასავალ_დასავალზე კი რა გითხრათ?! აქეთ-იქეთ მიმოფანტეს.....
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში აქამდე ფუნქციონირებდა 7 ფსიქიატრიული საავადმყოფო, 2 თავშესაფარი და ფსიქიატრიული განყოფილება ციხის ცენტრალურ კლინიკაში. 15-15 საწოლი იდგა სამ ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში.სულ რეგისტრირებული იყო 1400 საწოლი. მათ შორის 50 ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.საავადმყოფოებში დასაქმებული ექიმების რიცხვი შეადგენდა 180, ექთნების 240, დამხმარე პერსონალის – 520 ადამიანი.
აქამდე ფსიქიურ ჯანმრთელობაზე გაწეული ხარჯი (დონორი ორგანიზაციების და შიდამეურნეობების დანახარჯების გარეშე) შეადგენდა ჯანდაცვაზე გაწეული მთლიანი დანახარჯის 0,9%-ს. შედარებისთვის: ევროპაში საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 5,8%-ს. თანხაზე რომ ვიანგარიშოთ, ერთ მოქალაქეზე ფსიქიატრიულ სამსახურებზე საბიუჯეტო დანახარჯი შეადგენდა დაახლოებით 1, 67ლარს (1 აშშ დოლარი). პრევენციაზე და ფსიქიური ჯანმრთელობის მხარდაჭერაზე ბიუჯეტში თანხები არ იყო გათვალისწინებული. ეს რაც შეეხება თუ რა იყო აქამდე. შესაშური მონაცემები ნამდვილად არაა, თუმცა აღნიშნულ სექტორში დასაქმებული მომსახურე პერსონალისა და ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების ბედი ბუნდოვანია. ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ რომ „რეფორმის ამოცანებია მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება დაფინანსებისა და მომსახურების მიწოდების ეფექტური მოდელების დანერგვის გზით“ ...თუმცა ძნელად სავარაუდოა მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი იყოს ის ახალი პროექტი რომელსაც ამ სექთორში დაწყებული რეფორმა სთავაზობს.ამ ახალი იდეის ავტორების თქმით, „ფსიქიატრიული საწოლების მრავალპროფილურ საავადმყოფოებში ინტეგრაციის შედეგად აღარ იარსებებს მონოპროფილური ფსიქიატრიული დაწესებულებები. სულ რეფორმის შედეგად საქართველოში შეიქმნება 1465 ფსიქიატრიული ტიპის საწოლი. 1000 საწოლი განკუთვნილი იქნება მწვავე შემთხვევების სამკურნალოდ. ეს დაწესებულებები გადანაწილდება მრავალფროფილურ კლინიკებში გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კრიტერიუმის გათვალისწინებით.“
ამ გაუგებარ ცვლილებებზე ყველაზე მეტად პაციენტთა ახლობლები ნერვიულობენ, ისეთივე ბუნდოვანია დაფინანსების საკითხი, როგორც თავად ეს ახალი ინიციატივა.... ფაქტი კი ერთია, მოგებული მხოლოდ სახელმწიფო რჩება, შენობების გასხვისება ხომ ჰობად ექცა ეკონომიკის სამინისტროს... სანდო ინფორმატორს თუ დავეყრდნობით, თავად პრეზიდენტიც ყოფილა „ასათიანის“ პაციენტი, იმ ინციდენტისას თურმე ექიმებს საგანგებოდ ჩაურაზეს ურდულები, თუმცა ერთ-ერთმა მადგანმა დაინახა არაადევატურ მდგომარეობაში მყოფი პრეზიდენტი და მხოლოდ პირად საუბრებში მოყვა ეს ფაქტი. ამ ახალი ინიციატივით პრეზიდენტს შეუძლია კრიზისისას ნებისმიერ საავადმყოფოს მიმართოს, პარადოქსია თუმცა თურმე გიჟებიც ხვდებიან რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე,ამიტომ ხუმრობენ კიდეც“ თავისნაირები მაინც დაგვინდონო“...
მოკლედ, ამ აურზაურს ნამდვილად შეიძლება ეწოდოს,გიჟები გიჟების წინააღმდეგ!

No comments:

Post a Comment