Wednesday, April 20, 2011

რატომ ეშინიათ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტების?

რატომ ეშინიათ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტების?

ამ ამბის დაწერა ერთმა სრულიად უწყინარმა ამბავმა გადამაწყვეტინა, მოკლედ, ერთ–ერთმა ჩემმა რესპოდენტმა ინტერვიუზე შეხვედრის ადგილად ეროვნული ბიბლიოთეკა დამინიშნა, ბიბლიოთეკის მე–3 კორპუსში პრეზენტაცია იყო დაგეგმილი, რაზე საუბრითაც თავს არ შეგაწყენთ, ამ პრეზენტაციის შემდეგ კი ჩემს რესპოდენთან სრულიად აპოლიტიკურ თემაზე ინტერვიუს ჩაწერას ვაპირებდი...მკითხველის ვადაგასული ბარათი სახლში დავტოვე, მივიჩნიე რომ არ შემიშვებდნენ ძველი საბუთით, ვიცოდი რომ ასეთ დროს დროებით საშვს აძლევენ შენობაში შესასვლელად... დაცვამ, რა თქმა უნდა, უსაბუთოდ არ გამატარა და დროებითი საშვის ასაღებად გამიშვა, მითხრა რომ პრობლემა არ იყო... გვერდით შენობაში შევედი საშვზე... მაგრამ როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყოდა " ვერ მომართვეს", ბიბლიოთეკაში მისვლის მიზეზი რომ განვუმარტე მოულოდნელად უარი მტკიცეს .
განმიმარტეს, მხოლოდ თანამშრომელთან შესვლისას შემეძლო დროებითი საბუთით მესარგებლა, სამაგიეროდ თურმე ორი წლის წინანდელი მკითხველის ძველი ბარათი ისევ ძალაშია?!
მოკლედ, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა მთელი არმია ჩაერთო ასეთ პრიმიტიულ ამბავში. ვერ გადაეწყვიტათ, შევეშვი თუ არა შენობაში, ხან რა მოიმიზეზეს ხან რა, როცა განვუმარტე კიდევ ერთხელ რომ ამჟამად მათი წიგნები არ მაინტერესებდა და სამკითხველოში საერთოდ არ ვაპირებდი შესვლას, მაშინ ერთ–ერთ თანამშრომელს წამოცდა: „თქვენ ,ჟურნალისტები, ისეთ რაღაცეებს წერთ გვეშინია რამეში არ გაგვხვიოთო"...ანუ რეალურად ბიუროკრატიული პროცედურები მიზეზი იყო...ჟურნალისტი რომ არ ვყოფილიყავი ალბათ უპრობლემოდ შევიდოდი .პარადოქსია მაგრამ ფაქტია,რომ თანამშრომლებს ყველაფრის ეშინიათ!...
მე ხომ უბრალოდ პრეზენტაციაზე დასწრება მინდოდა?!ისე ,ძველად ეროვნული ბიბლიოთეკა აზრების გაცვლისა და ინტელექტუალთა თავშეყრის ადგილი იყო, ახლა კი ჟანდარმერიადაა ქცეული.
წესით ისეთ არაპოლიტიკურ დაწესებულებაში როგორიც ბიბლიოთეკაა რატომ უნდა ეშინოდეთ ჟურნალისტების? ნეტავ რას მალავენ? არადა ცუდი განზრახვით რომ მივსულიყავი როგორ ფიქრობთ, ასე ღიად ვეცდებოდი შესვლას....

No comments:

Post a Comment