Thursday, April 21, 2011

"უშნო face-ები" სოციალურ ქსელებში და ახალგაზრდული გარჩევების ბუმი...

ჩვეულებისამებრ სოციალურ ქსელში "ვიქექებოდი", შემთხვევით ჩემი "ფრენდის" მეგობრებში ისეთ რაღაცას გადავაწყდი,რომ სუნთქვა შემეკრა.
მოკლედ არც თუ ისე სიმპატიური ბავშვების სურათბი, ვიღაცას ერთად შეუკრეფია და ირონიული სახელიც "ოცდამესამეს ტკივილიც უწოდებია", ოცდამესამე რა თქმა უნდა სკოლაა, ტკივილად კი ე.წ. ლამაზმანებს შეუხედავი თანასკოლელები მიაჩნიათ,ამიტომ ყველას შეუძლია დასცინოს ფოტოდან მომზირალი მოზარდის "უშნო ფეისს" სურათებს ქვემოთ კი იწყება ლანძღვა– გინება, საქმის გარჩევა, თუ ვინაა ამ უღირსი იდეის ავტორი....
....შემიყოლა ამ ამბავმა, საერთოდ ქართულ ინტერნეტსივრცეში ძალიან მოდურია" ყველაზე ლამაზები", "ყველაზე ძერსკი ნაროდი" და ა.შ
გავიფიქრე რომ სპეციალური ჯგუფებიც იქნებოდა შექმნილი,"უშნოებეისთვის" მხოლოდ ინტერესის გამო ავკრიფე "ყველაზე მახინჯები"... და თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ რამდენი ჯგუფი, აღმოჩნდა ასეთი დასახელებით....ძირითადად მოზარდების ფოტოებით იყო კვლავ აჭრელებული ალბომები, კომენტარებში კი გაუთავებელი დაცინვა...რასაც მოსდევდა მუქარა...
სად აღარ იბარებენ საქმის გასარჩევად ერთმანეს "თინეიჯერები". ერთმანეთს სხვადსხვა ორგანოს გამოშიგვნით ემუქრებიან... ჯგუფის შემქმნელი თავის მინაწერებით კიდევ უფრო აღიზიანებს ფოტოზე გამოსახულ ბავშვებს.
ე.წ "ყველაზე მახინჯებში" ნახავთ კომფლიქტს ეთნიკურ ნიადაგზე, ერთ_ერთ ფოტოზე ასეთ რამეს წავაწყდი, ეწერა" უმახინჯესი სომხის გოგონა და სახელი და გვარი, რამაც დიდი ორომტრიალი გამოიწვია!
სოციალური გვერდების ჯგუფებში ასევე აქტუალურია "ულვაშებიანი გოგონების" თემა. ერთს მეორის მოგრეხილი და დიდი ცხვირი არ მოსწონს, სხვა კი დამცინავს ფოტოშოპით "შებათქაშებაში" დებს ბრალს. მოკლედ დიდი აურზაურია....
ინტერნეტსივრცეში დაწყებული კონფლიქტები უმეტესწილად რეალობაში გრძელდება. გახშირებულია განსაკუტრებით თინეიჯერ გოგონებს შორის დაპირისპირება, რომელიც ხშირად დაჭრით ან მკვლელობით მთავრდება, ერთ–ერთი მიზეზი კი როგორც აღმოჩნდა ფიზიკურ ნაკლზე დაცინვაა.
ფსიქოლოგ თათია ჩიტიშვილის თქმით, ერთმანეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება უმეტესწილად გარდატეხის ასაკის ბრალია
" სქესობრივი მომწიფების ასაკში ორგანიზმში არსებითი ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური გარდაქმნები მიმდინარეობს, რის გამოც მოზარდებს ხასიათიც ეცვლებათ, აგრესიულები და ჭირვეულები ხდებიან. ამ ასაკობრივ უცნაურობებს გოგონებში 9 წლიდან უნდა ველოდეთ და, სავარაუდოდ, 16 წლამდე გასტანს, ხოლო ბიჭებში 13-დან 15 წლამდეა მოსალოდნელი
გარდატეხის ასაკს ყველა სხვადასხვაგვარად ხვდება, ბევრ მათგანს სახეზე და ტანზე გაჩენილი გამონაყარი დეპრესიაში აგდებს , ისინი ცდილობენ თანატოლებთან კონტაქტი გაწყვიტონ,რადგან ეშინიათ დაცინვის. ჩაკეტვამ და სტრესმა შეიძლება მოზარდი სუიციდამდეც კი მიიყვანოს. ზოგი მეტისმეტად თვითდაჯერებულია, თუ მას გარდატეხის ასაკის პრობლემები არ ეტყობა გარეგნილად ხშირად სხვის მიმართ ამჟღავნებს აგრესიას, ზემოდან უყურებს მასზე ვიზულურად დაბლა მდგომს, დასცინის, ამიტომ ხშირად ხდება ამ პერიოდში კონფლიქტები ამ ნიადაგზე.
_ძალიან იმატა კომფლიტებმა, განსაკუტრებით მოზარდ გოგონებში, როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ გარდატეხის ასაკს უნდა დავაბრალოთ?
_ რა თქმა უნდა, მხოლოდ ასაკს ვერ დავაბრალებთ ყველაფერს. თანდათან იცვლება მენტალიტეტიც მოზარდებში...თვითდამკვიდრებას ძოგიერთი საკმაოდ ცუდი გზით ცდილობს. ამიტომ აღრზდისას უდიდესია ოჯახის ფაქტორი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ პირობებში იზრდება მოზარდი, თუ მას არავინ ასწავლის ადამიანური ღირებულებების შესახებ, მაშინ მისგან ნუ ველოდებით ლიბერალურ საქციელს ნურც თანატოლთან და ნურც ასაკით მასზე გაცილებით დიდთან. ასევე ეს პრობლემა პირდაპირ კავშირშია ზოგადი განათლების დაბალ დონესთან. მხატვრული ლიტერატურის კითხვა ხელს უწყობს თვითშეგნების ამაღლებას, ამიტომ ერუდირებული მოზარდი იშვითად დასცინის თანატოლს, ეს მრავალმა კვლევამ დაადასტურა.
ასევე ძალიან დიდი გავლენა აქვს სოციალურად მძიმე ფონს. ბევრ მოზარდზე დამთრგუნველად მოქმედებს ცხოვრების მძიმე პირობები, რაც ხშირად ნერვული სისტემის მოშლის მიზეზი ხდება.
ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ გოგონები არიან აგრესიულები, უბრალოდ ეს უჩვეულო იყო ქართული გარემოსთვისი და გაცილებით თვალშისაცემია, არანაკელებად აგრესიულები არიან ბიჭებიც.
თუმცა აღმაშფოთებელია როცა გოგო ჭრის გოგოს. მაგრამ იმდენად იწვევენ ერთმანეთს ხშირად ფსიქოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება შეუძლებელია.
თქვენც ახსენეთ, რომ ხშირად ეს ყველაფერი სოციალური ქსელებიდან იწყება, ყველამ უნდა გაითავისოს , მისმა შემქმნელებმა ადამიანების ერთმანეთთან დასაახლოვებლად შექმნეს და არა იმისათვის რომ ერთმანეთი დაჭამონ, დასაგმობია ნამდვილად ასეთი საქციელი...
არავის აქვს უფლება შეურაწყოფა მიაყენოს ღვთის შვილს, მითუმეტეს სიცოცხლის მოსწრაფებას ეცადოს.

No comments:

Post a Comment