დიდი შაბათია, შემს ბედად მზეც გამოვიდა..." ალექსანდროვის ბაღი" გადავკვეთე და მშრალი ხიდისკენ გავუყევი...დიდი იმედი არ მაქვს რომ აღდგომის წინა დღით ვინმე დამხვდება ე.წ." ძველმანების ბაზრობაზე", საბედნიეროდ შევცდი. თურმე თუ წვიმა არაა შაბათ–კვირას მშრალი ხიდის ტერიტორია სავსეა. გამონაკლისი არც უდიდესი დღესასწაულის წინა დღე აღმოჩნდა....
ინტერესით ვათვალიერებ ყველაფერს... გასაკვირია , რამდენჯერ გამივლია ხიდზე და არასდროს დავკვირვებივარ იქ მდგომი ადამიანების სახეებს, არც ნივთებისთვის შემიხედავს ასეთი ინტერესით არასდროს, არადა ყიდვა იქეთ იყოს და მართლაც ცოცხალი მუზეუმია, რას აღარ შეხვდებით აქ... განსაკუთრებულად თვალშისაცემია საბჭოთა პერიოდის დროშები, ლენინის გამოსახულებიანი წითელი სუვენირები...არც ისე იაფია 10 ლარი ღირს.
ვინტერესდები ვიღას აინტერესებს ლენინი?!
" უცხოელებს შვილო, უცხოელებს" _მპასუხობს ხანშიშესული სანდომიანი სახის ქალბატონი. " აბა ქართველი მაგას არ დაიკიდებს სახლში, ვინც მოდის ძირითადად კოლექციონერია, ან მუზეუმისთვის უნდათ....უცხოელები გვაჭმევენ ლუკმას, ეგენი რომ არ მოდიოდნენ აქამდე შიმშილით დავწყდებოდით! პენსიაში გავედი 100ლარი რას მეყოფა, სახლში უმუშევერი 37 წლის შვილი მყავს, ასაკის გამო იმას აღარავინ იღებს სამსახურში, ჭამა ხო გვინდა?"
იქვე ახლოს მდგომ მამაკაცს ასევე საბჭოთა პერიოდის ატრიბუტიკა აქვს გამოფენილი, თვალში მხვდება: მარქსის, ენგელქსის, ლენინის, სტალინის რეპროდუქციული ტილოს ნიმუშები, საკმაოდ ძველია, გაცრეცილი... ამ "მინი გამოფენის" მფლობელიც საინტერესოდ გამოიყურება, ძველი ფილმების პერსონაჟივით გამოწყობილა. ცილინდრი ახურავს, ვაჭრობაც კარგად გამოსდის, თბილისელი– სომეხია, კოლორიტული საუბრის მანერით...მიხსნის თითეული ნივთის ისტორიას!...არც მყდველების ნაკლებობას უჩივის ეს ბატონი, ამბობს რომ ხშირად მის ნახატებს ყიდულობენ კინოსტუდიები, თეატრები....შემდეგ თავიანთ ნაწარმოებებში ძველ დროს ამ ნივთებით აცოცხლებენ, ბევრი უცხოელი ყიდულობს კოლექციისთვის, მათთვის ძალიან ძვირადღირებულია ესა თუ ის ნივთი, რომელიც არ აქვთდა აქ ღმოაჩენენ მერე ფულს აღარ იშურებენ!
დავინტერესდი, რა ღირს მარქსის რეპროდუქცია?!
" ასი ლარი შვილოჯან", ლენინს ოთხმოცში მოგცემ, კიდევ მაქ ასეთი"
_ საიდან მოგაქვთ?
_ სტამბაში ვმუშაობდი სადაც ბეჭდავდნენ რეპროდუქციებს, თითო სახლში მომქონდა, ახლა კი ვყიდი, მედლებს და ძველ ფულს ვიბარებ... ჩემს იქ ყოფნაშიც დრო უქმად არ დაუკარგავს, ჩაიბარა 1სტალინის და 2ლენინის მონეტა სამივე 2 ლარად, არ მითხრა როგორ გაყიდის თავად!
გზის გაგრძელებას ვაპირებ მაგრამ ამჯერად პოლიტიკასა და მსოფლიოს ამბებზე მიბამს საუბარს!
ერთი საინტერესო მბავიც მომიყვა: თურმე სომხეთში საბჭოთა პერიოდან გამოსვლის შემდეგ, როცა მასიურად დაიწყო ძეგლების დემონტაჟი, ლენინის უშველებელი ძეგლი როგორც ხელოვნების ნიმუში ძალიან ძვირად გაუყიდიათ, მასალა არც ისე ძვირი იყო მაგრამ ჩინელები დაუნტერესებიათ სომხებს და მათთვის მიუყიდიათ მილიონად!
ვემშვიდობები ამ ენაწყლიან მოსაუბრეს... იქვე ახლოს საინტერესო ძველებური ნახშირის უთო იქცევს ჩემ ყურადღებას, ტექნოლოგიების საუკუნეში პრაქტიკულად უფუნქციო ნივთია, თუმცა ძალიან ლამაზია, ნამდვილი სამუზეუმო ექსპონანტი, ფასიც შესაფერისი აქვს_200 ლარი! იქვე დგას ანტიკვარული დასადგამი, სავაროდ ტელეფონისაა_100ლარად, პატრონი ამბობს რომ ანტიკვარულ მაღაზიებში ხშირად აქედან მიაქვთ ასეთი ნივთები,შემდეგ კი ორმაგ ფასში ყიდიან... ყველანაირ საყოფაცხოვრებო ნივთს წააწყდებით "ძველმანების ბაზრობაზე"...როგორც შევატყვე ყველაზე მეტად აქ მდგომ ადამიანებს ჩემნაირი აბეზარი არაფრისმყიდველი ადამიანები აღიზიანებთ, რომლებიც მხოლოდ ფასს კითხულობენ....სამწუხაროდ ქართველების უმეტესობა მხოლოდ ასეთიაო....მეუბნება ნაღვლიანად ქალბატონი და იმედით შეჰყურებს მხატვრების ბაღიდან ამოსულ უცხოელებს... მხოლოდ ერთმა ვერცხლის დანა–ჩანგლის გამყიდველმა მითხრა, რომ მის ნივთებს ძირითადად ქართველები ყიდულობენ, ფასი კი არც თუ ისე მცირეა, ექვს ცალ დანას 180$–ად აფასებს, მეც მეკითხება "ხომ არ გაქვთ ასეთი ნივთები მომიტანეო"...
თვალი ფოტოაპარატებისკნ გამირბის, საკმაოდ ბევრი არჩევანია, "ზენიტიდან"... "სონამდე"! ფასებიც 30 ლარიდან იწყება და 200–300მდე ადის! მყიდველს არც აქ უჩივიან, ძირითადად პროფესიონალი ფოტოგრაფები აკითხავენ მშრალ ხიდს...
ხანჯლები, წიგნები, დოქები, ძველებური შუბები,"ხრუსტალის" ვაზები, ეს ის არასრული ჩამონათვალია ნივთებისა რომელსაც გულგრილად ვერ გაუვლი გვერდს... და ისევ მონეტებიდან მომზირალი საბჭოთა პერსონაჟები,აქვე ნახავთ საბოჭოთა დიპლომებს, 47ქალთა სკოლის სკოლის მოსწავლის ბარათს, რომელიც 1941 წლით თარიღდება, ათი ლარი ღირს, ჩვეულებრივი ადამიანისათვის შეიძლება არაფერია, ვიღაცისათვის კი ძალიან ძვირად ფასობს... ძალიან ბევრი დისკებია ძველი ფილმების, მუსიკების!...არც ისე ძვირი 3–4 ლარი ღირს...
ერთ_ერთი გამყიდველი გულახდილად მელაპარაკება:აქ ვინც დგას ძირითადად ისინი ცოდნით შოულობენ ფულს, ზოგი იტყუება, შეიძლება შენ საკმაოდ ძვირადღირებული მონეტა მიუტანო, მან კი სიმართლე დაგიმალოს და იაფად ჩაიგდოს ხელში, მაგრამ ცოდნით გატყუებს! კონკრეტული ნივთის ფასი გამოშვების რაოდენობით და სიძველით განისაზღვრება, მაგალითად მაქვს 200ლარიანი მონეტა და 2 ლარიანი, ორას ლარიანი რა თქმა უნდა იშვიათი საშოვნელია და ვისაც ეს მონეტა კოლექციაში აკლია ძვირადაც იყიდის...აქ ადამიანები ცოდნით და შრომით ვშოულობთ ფულს...ერთი ბიჭია წეღან წავიდა, რომ შეხედავს შორიდან მონეტას, მარკას ან ფულს, იქვე გეტყვის რომელი წლის გამოშვებაა, ვინაა გამოსახული...დიდი ცოდნა აქვს. მონეტა ან რამე ექსკლუზიური ნივთი შეიძლება მილიონიც ღირდეს. ჩვენთან რა თქმა უნდა, იშვიათად მაგრამ ასეც ხდება... საერთოდ ასეთი ბაზრობები ყველა დიდ ქალაქშია და ტურისტებისათვის ყველგან მიმზიდველ ადგილად ითვლება! ხო და იმიტომაც არ გვერჩიან! უცხოელების ხათრი აქვთ!
_როგორც ვიცი, ადრე რაღაც პრობლემები იყო, გარემოვაჭრეებთან ერთად თქვენი აყრაც უნდოდათ?
_ აპირებდნენ, მხატვრების ბაღის მხრიდან გამოყარეს ხალხი, ახლა მხოლოდ ხიდის ერთ მხარეს ვართ, იქეთ "მაკლერები" დგანან... ჯერჯერობით აქ ვართ და არც საგადასახადოს ვუხდით ფულს, გარეთ ვდგავართ ისეც, წვიმაში ჩვენ ვერ ვმუშაობთ, სიმწრით ვშოულობთ ფულს!! უკვე დედაენის ბაღში სანაპიროს გაყოლებაზე სპეციალური "ბუტკების" დადგმას აპირებენ, უკეთესი პირობები იქნება ფულს გადავიხდით, მაგრამ კარგია, გადახურულში მაინც ვიქნებით...პარიზში ასე ყოფილა თურმე სენის სანაპიროზე!
საათს დავხედე...2 საათი გასულა რაც აქ ვარ, მეჩქარება... აღდგომისთვის უნდა მოვემზადო...მშრალ ხიდზე მდგომებს კი არსად ეჩქარებათ, ყველას არ უმართლებს...აკი წეღან ერთმა მოხუცმა კაცმა მითხრა," ჯერ პასკის ფული არ მომიგროვებია და სად უნდა წავიდეო"!!!.....
ენგელქსი არა ენგელსი :)
ReplyDeleteმაპატიე ეს ბეჭდური შეცდომაა....სამწუხაროდ ბოლომდე ვერ აღმოვფხვერი!!!!:):)
ReplyDeleterom icodet ramdeni aperisti zis mand.
ReplyDelete