Friday, May 20, 2011
თბილისში მანიაკი შიდსიანი შპრიცით დადის?!
საზოგადოებას ბოლო წლებია ქუჩაში გამოსვლის აღარ ეშინია, აქამდე გვეგონა, რომ "პატრული დაგიცავდა", ბოლო დროს კი ჩვენი უსაფრთხო ცხოვრებაც კი ეჭვქვეშ დადაგა!
საქმე ის გახლავთ, რომ გასულ კვირაში დღისით და მზისით რამოდენიმეგან მოხდა ძარცვის შემთხვევა! თან არ გეგონოთ რომ თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა, ან ცეცხლასროლი იარაღით იყო შეიარაღებული....
უცნობი მამაკაცი მოსკოვის პროსპექტზე, ოცხელის ქუჩაზე მდებარე კერძო აფთიაში არც მეტი არც ნაკლები, როგორც თავად ამბობდა შიდსის ვირუსიანი შპრიცით შევარდა!
როგორც "ქართულმა სიტყვამ" გაარკვია , ე.წ. შიდსით დაინფიცირებული თავდამსხმელი აფთიაქში ფულის გამოძალვის მიზნით იმ დროს შეიჭრა, როცა აფთიაქის თანამშრომელი, ახალდაქორწინებული გოგონა მარტო იმყოფებოდა. გამომძალველს მისთვის ნემსი მოუღერებია, შპრიცი წითელი სითხით , სავარაუდოდ სისხლით იყო სავსე! როგორც უცნაური მოძალადე იმუქრებოდა, თუ ფულს არ მისცემდა გოგონას , ნემსს დაარჭობდა და მასაც დააინფიცირებდა...
შეშინებულმა ფარმაცევტმა 60 ლარი მიაწოდა, მაგრამ გულმოცემულმა "შიდსით შეიარაღებულმა" ეს არ იკმარა და თავად გადაწყვიტა სალაროში არსებული ფულის შემოწმება, აფთიაქის თანამშრომლის კუთვნილ ადგილას გადახტა და 400 ლარამდე შეავსო ნადავლი!
ახალგაზრდა გოგო შოკში ძააგდო ძარცვის აქამდე უცნობმა ფორმამ და გონს რომ მოვიდა უკვე მძარცველი, ტელეფონიდან სიმ ბარათს ირებდარომ უსაფრთხოდ გაცლოდა ამ ადგილს!
მან კვალიც დაფარა, რასაც შეეხო ყველაფერი საგულდაგულოდ დაწმინდა და მშვიდად გაეცალა იქაურობას!
ეს შემთხვევა იმდენად შოკისმომგვრელი იყო რომ ფაქტის ერთადერთ თვითმხილველს მძარცველის ზუსტი აღწერაც კი გაუჭირდა!....
შემთხვევის ადგილზე მისულმა კრიმინალურმა პოლიციამ ჯერჯერობით ხელჩასაჭიდს ვერაფერს მიაგნო! კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, ანალოგიური შემთხვევა რამდენიმე დღის შემდეგ ვაკეშიც განმეორდა ამჯერად "შიდსის მუქარამ" შედეგი ვერ გამოიღო, გამოძალვა ვერ მოახერხა და ხალხმრავალ ადგილს გაეცალა!
მის კვალზე გასვლა ვერც ამჯერად მოახერხეს კრიმინალისტებმა... შანტაჟისტი "შიდსის სპრიცით "შეიარაღებული მძარცველი კვლავ თავისუფალია!
როგორც ჩვენებებიდან ირკვევა, ეს ორი ანალოგიური და ანომალური თავდასხმა ერთმა და იმავე პიროვნებამ ჩაიდინა, რადგან დაახლოებითი აღწერილობა ემთხვევა!
ასე რომ, თბილისში არაორდინალური მანიაკი დასეირნობს!
არავინ იცის ნამდვილად დაინფიცირებული იყო თუ არა შპრიცი, მაგრამ ფაქტია ნებისმიერი ჩვენგანი უძლური იქნებოდა ასეთი მუქარის წინაშე!
ამ უცნაური შემთხვევებიდან რამდენიმე დღეში, მელიქიშვილზე კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიაში შედის კვლავ უნიღბოდ მოქალაქე და ლეპტოპს "იღებს" ძალიან მშვიდად, ხელყუმბარის აფეთქების მუქარით! დამნაშავის კვალი აქაც იკარგება...
ერთი კვირის მანძილზე ზედიზედე 3 გახმაურებული ძარცვა ვფიქრობ მეტისმეტია "ვარდოსანთა" საქართველოში! უკვე დამნაშავეებს ვეღარც ციხის სისასტიკე აშინებთ დანაშაულს მოურიდებლად ჩადიან.
ფაქტია, მაძღარი ადამიანი არ ჩაიგდებს თავსსაფრთხეში, თუნდაც 400 ლარისთვის! დამშეული ადამიანი კი ყველაზე დიდ ცხოველადაც შეიძლება იქცეს შიდსიან ნემსსაც მოგიღერებს და დანას გაგირიყრის ლუკმა–პურის საშოვნელად!
ამ უცნაური ძარცვის სერიაზე, მთავრობის ერთერთმა სახემ გოგა ხაჩიძემ იუმორით გაჯერებული კომენტარი გააკეთა ,მთავრობის გონება ამ შემთხვევაშიც ინგლისური ენის გარშემო ტრიალებს და გარემოს დაცვის მინისტრმა ფეისბუქზე იხუმრა: მალე შეიძლება მძარცველები ინგლისურის შემსწავლელი კურსების ოფისებშიც შეიჭრნენ და დაჩქარებული წესით მოითხოვონ ენის შესწავლაო!
ინგლისურის შესწავლა არამგონია ასეთი ადამიანების პრიორიტეტი იყოს, მინისტრო ბატონო, მაგრამ სახლში რომ შემოგივარდნენ დამშეული ადამიანები ლუკმა– პურისათვის ეს კი ნუ გაგიკვირდებათ!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment