Friday, May 20, 2011

ჟურნალისტური ექსპერიმენტი _სკანდალური სიმართლე ქართულ კლუბებზე!



ჟურნალისტისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფაქტებს, კარგი მასალისათვის თითეული ჩვენთაგანი მზადაა თამამად ჩაებას ექსპერიმენტში. მიზანი კი ამა თუ იმ დარგში მიმდინარე პროცესების უფრო მძაფრად შეგრძნებაა, სირთულეების საკუთარ თავზე გამოცდა, რათა შემდეგ რეალურად გადმოვცეთ ქვეყანაში არსებული ყოველდღიურობა.
სამსახურის შოვნა რომ ძალიან რთულია დღესდღეობით, ეს არაა ახალი ამბავი. თითქოს ახალგაზრდები პრივილეგირებულად ვითვლებით, "ჩარეცხილებთან" შედარებით, თუმცა საჯარო სამსახურში "მოწყობა" ჩვეულებრივი ახალგაზრდისთვის რომელსაც არ ჰყავს "პატრონი" დიდი იშვიათობაა. ამ პრობლემას სამთავრობო დონეზეც ხშირად განიხილავენ, როგორც აცხადებენ, არაა რთული ახალგაზრდისათვის სამუშაოს შოვნა. თუმცა უმეტყესად, მიიღებ განათლებას, უმაღლესში სასწავლებლად გადაიხდი ათასობით ლარს, მაგრამ პროფესიით ვერ საქმდები. იძულებული ხდები ძალები სხვა პროფესიაში მოსინჯო...
მეც გადავწყვიტე, დროებით ჩემი პროფესია გვერდზე გადამედო და სამსახურის მაძიებელთა რიგებს შევერთებოდი. ინტენსიურად დავიწყე სამსახურის ძებნა, მოვიძიე უამრავი ვაკანსია (ძირითადათ საოფისე სამსახურების სიმრავლე შეინიშნებოდა დასაქმების ვებ-გვერდებზე). სადაც დავრეკე თითქმის ყველამ დამიბარა გასაუბრებაზე. იქ მისულს თითქოს საქმიანი გარემო დამხვდა, ისხდნენ გამსაუბრებლები და სერიოზული სახეებით იღებდნენ მოქალაქეებს.
ჩემი რიგიც მოვიდა, წარმატებით გავიარე გასაუბრება, ტესტიც შევავსე და უმაღლესი ქულა მომილოცეს, დასასრულს კი შემაპარეს, " ჩვენი ტრანსნაციონალური კომპანია კადრების გადამზადების მიზნით, ჩაგიტარებთ ორ კვირიან ტრეინინგს, 30 ლარი უნდა გადაიხადოთ, თუ მისაღებია პირობები ხელხელშეკრულებას გაგიფორმებთ"...(ანალოგიური ვიათარება იყო თითქმის ყველგან).
რა თქმა უნდა, მივხვდი რომ ეს აფიორა იყო, გადავიხდიდი 30 ლარს, გავივლიდი ტრენინგს, ( ანუ მასწავლიდნენ როგორ " დამებოლებინა" სამსახურის მსურველთა დიდი რიგი და რამდენ ხელშეკრულებასაც გავაფორმებდი, იქედან პროცენტს ავირებდი).
ყველა ასეთი კომპანია იწყებდა საუბარს იმით, რომ "ჩვენ არ გვჭირდება რეკლამა, ჩვენი რეკლამა აქ დასაქმებული ადამიანები არიანო"...ვინც გაებმება ამ სატყუარაში მერე სხვას გააბამს და ასე კეთდება ფული საოფისე სამსახურში....
არჩევანი არც ისე დიდი იყო.... სამუშაო კი აუცილებლად უნდა მეშოვნა, მე ხომ პროფესიის შეცვლას ვაპირებდი. გაზეთში რამდენიმე ვაკანსია შემოვხაზე, ძირითადათ მომსახურების სფეროში (ბარ-რესტორნებსა და გასართობ ცენტრებში) ასეთ ადგილებში, როგორც ამბობენ, ახალგაზრდებისავის სამსახურის შოვნა შედრებით იოლია. რამდენიმე ვარიანტს შორის ერთი მისამართიც ეწერა, ეს უფრო რეალური ჩანდა და ასე აღმოვჩნდი "პეროვსკაიაზე", ერთ-ერთ ღამის კლუბში.
ძირითადათ ასეთ ადგილებში მუშაობენ ადამიანები, ვისაც მძიმე ფინანსური და ოჯახური მდგომარეობა აქვთ. ამიტომ გასაუბრებისას აქცენტი გავაკეთე ჩემს გაჭირვებაზე. ავუხსენი, რომ რომ "დიპლომირებული" განათლებით არავინ დაინტერესდა და მსურდა ელემენტარულად თავის გატანის მიზნით მათთან დამეწყო მუშაობა.
გასაუბრებისას ჩემსა და მენეჯერს შორის დაახლოებით ასეთი დიალოგი შედგა:
_ რა გამოცდილება გაქვთ?
_ ამ სფეროში არავითარი!
_ მიმტანად გინდათ მუშაობა?
_ სხვა ვაკანსია რა გაქვთ?
_ ჭურჭლის მრეცხავი, დამლაგებელი და გარდერობში მდგომი გოგონა გვჭირდება კიდევ!
_ მიმტანად არასოდეს მიმუშავია და ალბათ ვერ შევზლებ, მაგრამ აუცილებლად უნდა დავიწყო მუსაობა, ქირა მაქვს გადასახდელი, თან შიმშილით ხომ არ მოვკვდები?!
_ არც ისე რთულია მიმტანობა, გარეგნობა ხელს გიწყობთ, მთავარია კლიენტს უხეშად არ მიმართო, გაუღიმო და რამე თუნდაც ცუდად გითხრას ენა არ შეუბრუნო.
_ ფორმები გაქვთ? რა უნდა ჩავიცვა?
_ აუცილებლად მოკლე უნდა ეცვას მიმტანს, კომპლესი ხომ არ გაქვთ?
_ ზოგადად ცხოვრებაში არა, მაგრამ ვერ ვხედავ ამის საჭიროებას , მე ხომ აქ სამუშაოდ უნდა მოვიდე. არ მინდა ზედმეტად მივიქციო ყურადღება, ამიტომ მირჩევნია გარდერობში დავდგე.
_კარგით, თქვეენი გადასაწყვეტია. რაც შეეხება ამნაზღაურებას, ღამეში 8 ლარია. (საღამოს 6-დან დილის 6-მდე).
_ კარგით სხვა გზა არ მაქვს, ვერაფერი ვიშოვნე, თუმცა ძალიან დაბალი ანაზღაურებაა.
კლუბი გახსნისათვის ემზადებოდა, მე დამსვეს "გარდერობის გოგოდ". ერთი კვირის მანძილზე ყოველდღიურად მიბარებდნენ, მივიდოდით მომავალი პერსონალი და უსაქმურად ვისხედით. ამ გაურკვეველმა დაბარებებმა ძალიან გამაღიზიანა და პროტესტი გამოვთქვი, თუმცა მენეჯერმა( რომელიც სულ რამდენჯერმე ვნახე ფხიზელი მუშაობის პროცეში) ხმამაღლა მიყვირა, რომ შემეძლო საერთოდ წავსულიყავი თუ არ მომწონდა სიტუაცია, შემცვლელს მოიპოვიდნენ. (თურმე ეს შეკრებები ერთი თვის განმავლობაში ტარდებოდა, კოლექტივის ახლოს გაცნობის მიზნით... "ქასთინგიც" კი ჩატარებულა თითეულ ვაკანსიაზე, მაგრამ ბევრმა ვერ გაუძლო იქ არსებულ სიტუაციას და ჩემი მისვლის დროს უკვე სამი მიმტანიღა იყო შემორჩენილი, მათთვის აღარ იყო პრობლემა: სახლში როდის გამოუშვებდნენ, მთელი დღე აშიმშილებდნენ თუ ვითომ ხუმრობით, შეურაცხყოფას მიაყენებდნენ).
ძალიან დამთრგუნა მოსამზადებელმა ერთმა კვირამ, მინდოდა იქედან უკანმოუხედავად გამოვქცეულიყავი, მაგრამ ისიც კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ როლი ბოლომდე უნდა მომერგო.
როგორც იქნა კლუბი საზეიმოდ გაიხსნა... მეც გამოპრანჭული ვეგებებოდი მოწვეულ სტუმრებს. ჩემი "პოსტი" გარდერობთან მოხერხებული ადგილი იყო, რათა კარგად დავკვირვებოდი სტუმრებისა თუ მეპატრონეების ქცევებს... უამრავ მოწვეულ სტუმარს შორის ძირითადათ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ჭარბობდნენ, ( მათ გარეშე ხომ უკვე წარმოუდგენელია "ქართული ტუსოვკები")....ელიტაც ეძალება ასეთ ადგილებს....მე კი ჩემ "პოსტს" ვამაგრებ და მზად ვარ ვემსახურო ყველას, თავაზიანად გავუღიმო, მე ხომ დასაქმებული ვარ ბედნიერი უნდა ვიყო! (თუმცა მთელმა დღემ ისე ჩაიარა ლუკმა არავინ გვაღირსა, როგორია შეასრულო ბედნიერის როლი, როცა გული მიგდის შიმშილით?).. მაგრამ ჩვენ ხომ მში"ერი" და ბედნი"ერი" ერი ვართ?!....
... გარდერობთან სულ ხალხრავლობაა ერთმანეთსაც არ, რომ აცდიან დავუკიდო სამოსი და კუთვნილი ნომერი მივცე, თავად ცდილობენ ჩემს ფუნქციაში შემოჭრას, ორ წუთს ვეღარ ითმენენ, რა ქნან?! მათაც ეჩქარებათ "გახურება"...
ზოგიერთი მარკებით მაბარებდა პიჯაკს ან ჩანთას, "არ აგერიოს 2000 ევრო მაქვს მიცემული..მერე პასაუხს შენ აგებო".. მეც ჩემ როლს კარგად მოვერგე და მათ "მარკებს" თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდი...
სწორედ იქ დგომისას მივხვდი რომ ცნობადი ბრენდები ადამიანობაზე მეტად ფასეული იყო.
ძალიან დაძაბულო ვიდექი მთელი ღამე ჩემ კუთვნილ ადგილას, ისეთი ხმაური და "გახურებული ტუსოვკა" იყო, რომ სტუმრების ნაწილმა ცნობიერება დაკარგა, ნომრების ადგილსამყოფელიც კი ვეღარ გაიხსენა. მე დამიწყეს ჩხუბი და ხელის გაშვერა საკიდისაკენ "ისსაა ჩემი პიჯაკი და მომეციო"! ... იქნებ სხვისი ძვირადღირებული მარკა მოეწონა და ის წაეღო რა უნდა გამეგო? ...მთელი რამე ასეთ ბრძოლაში გავატარე, გარდერობისკენ უკვე შიშით ვტრიალდებოდი, რომ ზედმეტად არავინ შემხებოდა მიბრუნებისას, სტუმარი ან მასპინძელი....
რომც შეგეხონ ვერაფერს იტყვი, ისეთი სისტემაა, რომ ყველა სხვაგვარად გიყურებს ("ანუ ოჯახის გოგო აქ არ იმუშავებს") თუ არ მოგწონს რომ გეხებიან აქ არ უნდა გაჩერდეო გეტყვიან...
როგორც მიმტანებზე დაკვირვებისას აღმოვაჩინე, ხშირ შემთხვევაში კლუბში ან ბარში მომუშავე ახალგაზრდა გოგოს რომ არც თუ ისე კარგი თვალით უყურებენ არაა მხოლოდ ქართული მენტალიტეტის ბრალი, მიმტანების უმრავლესობა ფონს ამისთვის თვითონ ქმნის... იქმნის იმიჯს რომ ადვილად "შესაბმელია"... ვინც დიდი ხანი მუშაობს ამ სფეროში მან კარგად იცის მლიქვნელობა...ასეთი ტიპის ახალგაზრდები არც კლიენტებთან და არც პერსონალთან ახლო ურთიერთობაზე ამბობენ უარს, მათთვის მიმტანობა არაა მხოლოდ სამსახური, პირადი ცხოვრებისთვის ალბათ დრო აღარ რჩებათ და სამსახურის ხარჯზე ცდილობენ გართობას.
ჩემთვის კი (ანუ ადამიანისთვის, რომელსაც პირობითად საჭმლის Fული არ მქონდა) ერთი შეხედვით არაფერი იყო იმასი ცუდი რომ, საკუთარი შრომით ფული მეშოვნა, თუნდაც 8 ლარი ღამეში.
ორი კვირის მანძილზე გაგრძელდა ექსპერიმენტი, ყოველ ღამე ვათენებდი 8 ლარისათვის...იყო დღეები რცა ადრე მთავრდებოდა და იხურებოდა კლუბი, მაგრამ 6საათამდე არავინ გვიშვებდა სახლში.
ერთი შემთხვევა განსაკუთრებით ცუდად მახსენდება, ჩემთან მოვიდა მფლობელის მეგობარი, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და ურცხვად მკითხა ფულს გადაგიხდი, რამდენი გინდა ჩემთან რომ წამოხვიდეო! თავი შევიკავე, ფურთხიც კი ვერ გავიმეტე ასეთი ადამიანისათვის, ცრემლები მახრჩობდა სიბრაზის და შეურაცხყოფისაგან... მინდოდა იქვე მეთქვა ყველაფერი...მაგრამ ისევ შევიკავე თავი, საქმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა...
ჩემს თვალწინ ხდებოდა უამრავი ცუდი რამ, ჭურჭლის მრეცხავი გოგოც გაიქცა სამსახურიდან, აქ ნორმალური ადამიანი ვერ გაძლებსო, რადგან მანაც იგემა საჯდომზე "ვითომდა შემთხვევით მოხვედრილი" უფროსის ხელი...
საკუთარი თვალით დავინახე როგორ ჩაუყარეს შემოსულ სტუმარს მოსადუნებელი წამალი ყავაში, რათა ადვილად დანებებოდა იქვე გვერდით კაბინეტში. თუმცა მოვასწარი მომავალი "მსხვერპლის" გაფრთხილება!
ფსიქოლოგიურად ძალიან დამღალა კლუბის შიგასამზარეულომ, ყოველდღიურად მიწევდა იმის მტკიცება, რომ იქ მხოლოდ ლუკმა-პურის საშოვნელად ვიყავი მისული და არა ვინმესთვის "ერთი ადგილის" გასაქნევად. თავი მართლა მონა მეგონა, შენი აზრი და პრობლემა იქ არავის აინტერესებდა. ერთადერთი რისი ინტერესიც მამაკაცებს ჰქონდათ ფიზიკური ინტერესი იყო. ბოლოსდაბოლოს ტრეფიკინგის ტოლფასია, ღამეები ათენო 8 ლარისათვის. (ჭურჭლის მრეცხავვს უფრო შრომატევადი სამუშაო და ღამეში 7 ლარი ჰქონდა).
რაღაა გასაკვირი თუ ახალგაზრდების დიდი ნაწილი ცდილობს ყველა საშუალებით წავიდეს როგორმე ქვეყნიდან (მაგალითისათვის საბერძნეთში ჭურწლის მრეცხავს ღამეში 40-50 ევრო აქვს).
ჩვენს ქვეყანაში უმეტესწილად არც სახელმწიფო ზრუნავს ახალგაზრდების რეალურად დასაქმებაზე, (ძველგაზრდებზე რომ აღარაფერი ვთქვათ) კერძო ბიზნესიც ხშირად ბოროტად იყენებს ხშირ თავის უპირატესობას პერსონალთან მიმართებაში.
ვერ ვიტყვი, რომ რაც ჩემ თავზე გამოცადე სრულად ასახავს საქართველოში მომსახურე პერსონალის მდგომარეობას... გაცილებით კარგ პირობებში არიან პრესტიჟულ რესტორნებსა და სასტუმროებში მომუშავე ადამიანები, მაგრამ ქუჩიდან შესულს იქ არავინ მიგიღებს.
ჟურნალისტური ექსპერიმენტი ძალიან მზიმე გადასატანი აღმოჩნდა, ადამიანურად დავითრგუნე. იმათ კი ვინც ექსპერიმენტისათვის არ მუშაობენ მსგავს ადგილებში, გამძლეობას ვუსურვებ! უბრალოდ, სჯობს ღირსება არ დაკარგონ და ერთად აიმაღლონ ხმა არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ!

No comments:

Post a Comment