მას მაგიური ძალა აქვს და დამანგრევლად მოქმედებს ადამიანებზე, თუმცა ზოგიერთისთვის ცრურწმნაა და ამიტომ ხშირად გაიგონებთ " წყევლა მაწყევარსაო".. თუმცა ფაქტები და მეცნიერული კვლევები სხვა რამეს მოწმობს.
მეცნიერებმა წყევლის მაგიური ძალის ასახსნელად აპარატი შექმნეს, რომელიც წყევლის დროს გამოყენებული სიტყვებს ელექტრომაგნიტურ ტალღად გარდაქმნის, შედეგი სენსაციური აღმოჩნდა, სიტყვების რენტგებული შუქი 300 000 რენტგენის ტოლია და რადიაციულ დასხივებას უდრის. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წყევლა ინფორმაციულ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, პირდაპირ ურტყამს მის გენურ სისტემას და ბიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს.
წყევლა ჩემთვის უსიამოვნო შეგრძნებასა და რატომღაც, თავწაკრულ ქართველ დედაბერთან ასოცირდება.... თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ ეს ქართული ფენომენია, რადგან პირველი წყევლა ჯერ კიდევ ბიბლიამ შემოგვინახა. უფალმა ადამი და ევა დაწყევლა სამოთხიდან განდევნისას: ევამ შვილები შობოს და ეს იყოს მისთვის მარადიული განსაცდელი, ადამმა თავისი ოფლით მოიყვანოს პური და ეს იყოს მისი სარჩოო. ეს წყევლა კაცობრიობის მთელ მოდგმაზე გადმოვიდა.
ასევე უფალმა დაწყევლა თავისი რჩეული ერი"მდგმურად იქნება შენი შთამომავლობა სხვის ქვეყანაში, დამორჩილებული და დაჩაგრული ეყოლებათ ოთხას წელიწადს." ეს წყევლაც აუხდათ ებრაელებს....
ისტორიამ მრავლად შემოგვინახაუამრავი ფაქტი რომელიც წყევლის შედეგად სხვადასხვა დროს სხვადასხვა სამეფო დინასტიას დაატყდა თავს, ასევე ძველი ხალხები, როდესაც მტერს ვერ ამარცხებდნენ წყევლას მიმართავდნენ, იცოდნენ რომ კრულვას ზებუნებრივი ძალა ჰქონდა....
უამრავ ისტორიულ ფაქტს შორის ერთი გაცილებით შემაძრწუნებელი მეჩვენა, რომელიც წყევლას უკავშირდება:
170 წლის მანძილზე ამერიკის პრეზიდენტებს გაურკვეველი ბედისწერა სდევნიდათ. მისტიკოსები, კულტურის, ტრადიციებისა და რელიგიის მკვლევართა არმია უცნაურ შემთხვევათა საბედისწერო ჯაჭვის კვლევისას საბოლოოდ საოცარ დასკვნამდე მივიდა, რომ ამერიკის პრეზიდენტებს ინდიელთა წყევლა სდევნიდათ. საქმე კი ის გახლდათ, რომ 1830 წელს პრეზიდენტმა ჯექსონმა ინდიელთა გადასახლების შესახებ დადგენილება მიიღო. ინდიელებმა სასამართლოში იჩივლეს და პროცესიც მოიგეს.ამის მიუხედავად პრეზიდენტმა მათი დეპორტაცია განაგრძო. 60 000 ინდიელი გადაასახლეს. 1832 წელს ამერიკის პრეზიდენტი შეიცვალა, მაგარმ ინდიელების მიმართ მათი პოლიტიკა არ შეცვლილა, ისევ მოხდა სისხლიანი შეტაკება ამერიკელებსა და ინდიელებს შორის.ინდიელთა მეთაური ოცეოლა გენერალმა ჯე– ჰასმა ტყვედ ჩაიგდო, იგი ციხეში გარდაიცვალა. მაშინ კი უხუცესთა საბჭომ საშინელ წყევლას მიმართა, რომელსაც უკიდურეს გაჭირვებაში სპეციალური რიტუალით ასრულებდნენ. შეაჩვენეს ამერიკის ყველა პრეზიდენტი, რომელთა არჩევნებში გამარჯვება ნულზე დამთავრებულ წელს დაემთხვეოდა, იგი თავის პოსტს ცოცხალი არ დატოვებდა. ინდიელტა წყევლა ყველა პრეზიდენტს აუსრულდა:
1840 წელს ფილტვების ანთებით მოულოდნელად გარდაიცვალა უილიამ ჰარისონი, 1860წელს აბრაამ ლინკოლნი მოკლეს თეატრში, 1881წელს ჯეიმს პარფილდი გარდაიცვალა, 1900 წელს მაკ–კლინიც მოკლეს ... არაერთ პრეზიდენტზე დაახლოებით 20 წლის ინტერვალით თავდასხმა და მკვლელობა ხორციელდებოდა. მათ კი ყველას ნულოვან წელს არჩევნებში გამარჯვება აერთიანებდათ. ამ გამოთვლით სიკვდილის საფრთხე არაერთ პრეზიდენტს ემუქრება, ინდიელთა წყევლის ძლეამოსილება კი არ ჩერდება.
ეს რაც შეეება წყევლის გლობალურ ისტორიას, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით პერიფერიებში დღემდე უამრავ ოჯახს შორის არის კონფლიტები დაწყევლის ნიადაგზე, ხშირა ფატალური შედეგითაც კი დამთავრებულა შვილის ან ახლობლის დაწყევლით დაწყებული კონფლიქტები. საწყევლი სიტყვები ერთგვარ ფოლკლორის ნიმუადაც კი იქცა საუკუნეების მანძილზე , გალექსილ წყევლასაც შეხვდებით: " არ გეღირსოს თვალზე რული და ცხოვრება გქონდეს კრული"... "კრულვა შენს სახელს სატრფოვ ცბიერო"... ყველა კუთხის წყევლას თავისი დამახასიათებელი ხშირდ კურიოზული სიტყვები აქვს, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და არც მიზნშეწონილად მიმაჩნია უკეთური წყევლის გამეორება, თუმცა ყველა კუთხის მაწყევარის მიზანი ერთია, შური იძიოს "მტერზე"!
საინტერესოა ეზოთერიკოსები როგორ ხსნიან წყევლის მაგიურ ძალას.ამ თემაზე "ქართული სიტყვა" ესაუბრა ეზოთერიკოს თამაზ დარახველიძეს:
_ მართლა ასე საშიშია წყევლა?
_ ნამდვილად ცუდი რამაა, ეს არის ენერგოთავდასხმა ადამიანზე. როცა ერთი ადამიანი მეორეს უგზავნის ნეგტიურ ენერგიას, ხშირად ეს დამანგრევლად მოქმედებს, არღვევს მის ბიოველს, გამოცდილებაც ცხადყოფს რომ დაწყევლილი პიროვნება და ოჯახი ვერ ხარობს, ამიტომ ადამიანი უნდა ერიდოს საწყევლად არ გაიხადოს საქმე.
_ არსებობს ხალხური გამოთქმა "დედა რომ პირით იწყევლება, მაშინ ძუძუები ილოცებიანო" მართალია?
_ უწყინარი წყევლა არ არსებობს ვინც არ უნდა იწყევლებოდეს. ვინც იწყევლება მისი ქვეცნობიერი აუცილებლად გაბოროტებულია. დედამ მითუმეტეს არ უნდა დაწყევლოს შვილი. ადამიანი რომელიც თუნდაც გაუცნობიერებლად იწყევლება აუცილებლად მისახედია, რადგან სიყვარულით დაწყევლა არ არსებობს.
_არც ის არის მართალი, რომ ამბობენ წყევლა მაწყევარს უბრუნდებაო?
_ წყევლის "გაკეთება" ადვილი არაა, თან საშიშია,რადგან სხვისკენ მიმართული ცუდი ენერგია შეიძლება უკან დაუბრუნდეს დამწყევლელს, ხშირად სიბოროტე, გაბრაზება და მხოლოდ ემოციური ფონი არაა საკმარისი რომ "მიზანში ამოიღო" დაწყევლის ობიექტი, ამიტომ მიმართავენ მჩხიბავებს, ადამიანებს ვისაც ამ საქმეში ხელი აქვთ გაწაფული. წყევლა არის ყველაზე უარესი ჯადო, როგორც თავად პარაფსიქოლოგებიც აღიარებენ ნებისმიერი ჯადო უფრო ადვილად მოსახსნელია, ვიდრე წყევლა.ის ადამიანი რომელიც ვიღაცას უკეთებს წყევლას და ფულს იხდის ამაში, ჰგონია რომ თავად დაცულია . თუმცა უკუჯაჭვი მაინც არსებობს რადგან შემსრულებელი იყენებს დამკვეთის ნეგატიურ ენერგიას(გაბოროტება, შური ბოღმა). თან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვამპირიზმს, გათვალვას, ჯადოსაც კი ადვილად გებულობენ, დაწყევლის ამოცნობა ძნელია.
_ როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი რომ მასზე ან მის ახლობლებზე.
წყევლის მაგია მოქმედებს?
_ სირთულის მიუხედავად წყევლას აქვს დამახასიათებელი თვისებები: უბედურების ჯაჭვი ახლობლებში, მეუღლეების ხშირი ცვლა, უეცარი მძიმე დაავადება, ასევე ხშირია შემთხვევები როცა ყველაფერი კარგად ეწყობა ადამიანს, თუმცა საბოლოოდ ყოველთვის ეფუშება საქმე...მხოლოდ ამ მახასითებლებით შეიძლება ბევრმა ჩათვალოს თავი დაწყევლილად, თუმცა ეს შეილება არ იყოს წყევლის შედეგი და იყოს კარმული დანაშაული, ანუ ქრისტიანული ახსნა რომ მოვუძებნოთ, ეს არის საკუთარი შეცდომებისა და ცოდვების არ აღიარება, არ დანახვა. ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი არის ცოდვბისაგან განწმენდა."
P.S. წყევლის სიმძიმის მიუხედავად ქრისტიანულ სამყაროში მის დამამარცხებლად მხოლოდ ეკლესიას მიიჩნევენ, წყევლის მოხსნასაც მაღალ იერარქიულ საფეხურზე მდგომ სასულიერო პირთა პრეროგატივაა, თუმცა მას თან უნდა ერთვოდეს დამაწყევარის მონანიება, ამ უკანასკნელებს კი ბოროტ ძალებთან აიგივებენ, სურთ კი მათ მონანიება? ვინ იცის?!
No comments:
Post a Comment