Thursday, April 14, 2011

გიორგი სისაურის არაჩვეულებრივი შავ–თეთრი შემოქმედება

15 წლის მეცხრეკლასელი გიორგი სისაური ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოზარდია, თუმცა ეს მხოლოდ ეთი შეხედვით, სინამდვილეში კი გიორგი განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოვებული და სწორედ ამიტომაც 55_ე სკოლაში სწავლის პარალელურად უკვე სამხატვრო აკადემიის მესამე კურსის თავისუფალი მსმენელიცაა. ამბობს, რომ აკადემიაში მხოლოდ თეორიული ცოდნის გასაღრმავებლად გადაწყვიტა ლექციებზე სიარული, რადგან რასაც ხატავს, ამის სწავლა შეუძლებელია:
" 12 წლამდე საერთოდ არ ვხტავდი, ერთ დღეს ფუნჯი ავიღე ხელში და პირდაპირ დავხატე, ყოველგვარი წინასწარ მოფიქრებული იდეის გარეშე, მაგრამ ეს ნახატები არ იყო ჩვეულებრივი:ცხენი, იარაღი ან რაიმე ნივთი, არც გადახატული პორტრეტი.... ვხატავ ფიგურებს, არ ვფიქრობ რა გამოვა საბოლოოდ, თავად იქმნება ნახატი.


_ გიორგი ასე მარტივად შეიძლება ერთ დღეს გაიღვიძო და დახატო?
_ ხშირად მიფიქრია ამაზე, როცა საერთოდ ვერ ერკვევი რამეში და უცბად გააკეთებ, ეს ნიშნავს რომ წინა ცხოვრებაში შეგეძლო.
მე მჯერა რეინკარნაციის და ვიქრობ რომ შემთხვევითი არაა, რომ ერთ დღეს გავიღვიძე დადავხატე, ეს ალბათ წინა ცხოვრებიდან გადმოყოლილი ცოდნაა, რომელმაც მოულოდნელად გაიღვიძა ჩემში. თან არ დამიწყია მარტივი ფიგურებით, საერთოდ ჩემი ნახატები აბსტრაქტულია კონკრეტული მიმდინარეობა გამიჭირდება რომ ვთქვა რაა, ერთ რამე ვიცი ჩემთვის ეს მისტიკაა, საერთოდ მაინტერესებს ეზოთერიკა.
_ შენს ასაკს თუ გავითვალისწინებთ ეზოთრიკის ინტერესი უცნაურად არ გეჩვენება?
_ მაინტერესებს და ვცდილობ გავერკვე, ბევრს ვკითხულობ ამ თემაზე, მინდა მეტი ვიცოდე. შეიძლება არ იყოს ჩემი ასაკის შესაფერისი, თუმცა მე ისეც ვხვდები რომ ყველასნაირი არ ვარ, თანატოლებისაგან განსხვავებით თავს ყველაზე კომფორტულად გართობისას კი არ ვგრძნობ, ერთი სული მაქვს როდის ავიღებ ფუნჯს ხელში და დავხატავ. ზოგჯერ როცა მისტიკურობაზე ვსაუბრობ ხალხს ეშინია და მაგიას და ბნელ ძალებთან აკავშირებს ამ ყველაფერს. ეს ალბატ იმის ბრალია რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს შესაბამისი განათლება.
_ძირითადად შავ–თეთრ ფერებში რატომ ხატავ, ფერადი საღებავები არ გაქვს ...თუ?
_არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ დღეს ადამიანებს თუ გადახედავ ძირითადად ამ ორ ფერს დაინახავ...სიკეთე, ბოროტება, ეს ორი მუდმივი ცნებაა, რომელიც ყველა დროში იჩენს თავს. მიყვარს კონტრასტი, შავი და თეთრი კი ამის საუკეთესო საშუალებაა.
_გიორგი მითხარი ნახატში ყველაფერს ნაწილებად ვშლიიო, ეს ახირებაა?
_არა, სხვაგვარად ვერ ვხატავ, პორტრეტებსაც ასე ვხატავ, ნაკვთებს ვშლი. ამიტომ ვფიქრობ რომ როცა სკოლას დავამთავრებ აკადემიაში ჩაბარებას აზრი აღარ აქვს, რა დიპლომისთვის ვისწავლო? თეორიულ ნაწილს ისედაც გავდივარ. და მე ხომ ჩვეულებრივად არ ვხატავ, რა აზრი აქ დოქი რომ დამიდონ წინ დახატეო, იმასაც დავშლი აუცილებლად. ანუ პრაქტიკაში სწავლა ზედმეტად მიმაჩნია.

აბსტრაქციის აღქმა ბევრს არ შეუძლია... სამყარო მრავალფეროვნებაა, ის რაც ხილულია, ყველა ცდილობს ამის ზუსტად გადახატვეას. ვინც სწავლობს ხატვას ისისნი მაინც ერთგვარ ჩარჩოში სხედან,ჩაკეტილები არიან. ამიტომ ჩემთვის მთავარია შევძლო ჩემს მიერ აღქმული სამყაროს სხვა თვალით გადმოცემა და არა კალკირება. ამიტომ მაქვს ის ამბიცია რომ სხვა რამ შევქმნა და ვაჩვენო სამყარო სხვაგვარად ადამიანებს. მთავარი კი ჩემთვის სამი რამ არის : აღმაფრენა, მიუკერძოებლობა შემოქმედობის უნარი.
_გიორგი, გისმენ და მგონია, ცხოვრებაგავლილი ადამიანი მელაპარაკება, არ გიჭირს თანატოლებთან ურთიერთობა?
_ ნამდვილად ვერ ვპოულობ ყველასთან საერთო ენას, თუმცა ვცდილობ ჩვეულებრივი მოზარდის ცხოვრებით ვიცხოვრო...უბრალოდ ინტერესები მაქ განსხვავებული. ვინც ხელს გამოიშვერს და დამცინებს მათი ნებაა, ასეთებთან საერთოდ არ ვკონტაქტობ . მირჩევნია ჩემს გვერდით ცოტა ადამიანი იყოს, ესმოდეთ ჩემი და გვერდში მედგნენ.
_ პერსონალური გამოფენისთვის ხარ უკვე მზად?
_ ეს ძალიან რთული თემაა,ნახატები მაქვს. თუმცა გამოფენას დარბაზი და ნახატს ჩარჩოები სჭირდებათ. სამწუხაროდ ,მივხვდი რომ ჩვენს ქვეყანაში პრიორიტეტული სხვა რამეა და არა მხატვრობა და ხელოვნება. ამიტომ არავინაა დაინტერესებული ჩემი გამოფენის გაკეთებით, მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად ჯერჯერობით არაფერი გამოდის. შარშან 14 აპრილს ვმონაწილეობდი კალიგრაფიის კონკურსში, პირცელი ადგილი ავიღე. პრეზიდენტიც მოვიდა ჩვენს სკოლაში დამპირდა რომ გამოფენას გამიკეთებდნენ, შაშკინს დაავალა... თუმცა არ შეასრულა მინისტრმა პრეზიდენტის დავალება, განათლების სამინისტროში უნდა გამოფენილიყო ჩემი კალიგრაფიული ნიმუშები და ნახატები, თავიდან ას ცალზე შევთანხმდით! ჩარჩოები უნდა ეყიდა განათლების სამინისტროს, შემდეგ თქვეს რომ სტენდებზე გამოაკრავდნენ ჩარჩოს გარეშე...საბოლოოდ ისე მოხდა რომ 4 ნახატზე ჩამოვიდნენ და მე ვთქვი უარი, 4 ნამუშევარი, ისიც განათლების სამინისტროში რათ მინდოდა.
P.S. როგორც ჩანს, ამ ფატმა დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა შემოქმედზე...სამომავლოდ ევროპისკენ უჭირავს თვალი. გული წყდება რომ ხელოვანებს საქართველოში დასამკვიდრებლად და პოპულარობის მოსაპოვებლად ჯერ უცხო ქვეყანაში აღიარების მოპოვება სჭირდებათ... არადა ამავე ქვეყანაში სულ იოლია ჯამბაზობით პოპულარული გახდე!....

No comments:

Post a Comment