Monday, May 23, 2011

ნისიების ქართული ფენომენი_ "ღატაკებს ვერც რევოლუცია შველით!"

ზოგჯერ ასეც ხდება:):)

   პრეზიდენტი მუდმივადსაუბრობს მომავალ ბედნიერებაზე და მშვენიერ აწმოზე, ხშირად გაიგონებთ სხვადასხვა ტრიბუნიდან სიტყვებს"
"ახლა სხვა საქართველო იქმნება, სადაც სიღარიბის და უბედურებისთვის აღარავინ იქნება განწირული".... სიღარიბის დაძლევის ლოზუნგი ისევ აქტუალური ა, რადგან ევროკავშირში შესვლა ეკონომიკურად სტაბილურ გარემოსაც ითვალისწინებს, მიშა ხომ გაპრეზიდენტების დღიდან მიისწრაფვის ევროკავშირისაკენ!
 პრეზიდენტის უკვე მრავალგზის ნაცნობი ფრაზები მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის არაფრის მთქმელია, არ სჯერათ სერიოზული ცვლილებების, რომელიც თითეული ჩვენთაგანის ცხოვრების დონეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს..
ჯერ კიდევ ვადამდელი საპრეზიდერნტო და საპარლამენტო არჩევნებისას,  ხელისუფლებამ წინა პლანზე წამოწია ადამიანთა მძიმე ყოფა და ლოზუნგი "საქართველო სირარიბის გარეშე" კარგ პიარად გამოიყენა!  გატარებულმა რეფორმებმა, რაღა თქმა უნდა, ვერ შეძლო სერიოზული ცვლილებების მიღწევა, რომელიც აისახებოდა ღატაკ ფენაზე. ქუჩაში რომ გაივლი უამრავი უპატრონო ბავშვი, გამათხოვრებული ახალგაზრდა და უსახლკარო ღარიბი მოხუცი შეგხვდება, ეს იმდენად თვალში საცემია, რომ ამას მთავრობაში მყოფი პირებიც კი აცნობეირებენ და უმეტესწილად უცხოელების თვალისასახვევად სწრაფად უნდათ სიტუაციის შეცვლა... მაგრამ ეს არც ისე ადვილია, გარდა იმისა რომ ქუჩააა სავსე ღატაკებით, თქვენი ყურადღება იმ ადამიანებზე მინდა გადავიტანო, ვისაც სახლი და თავშესაფარი აქვთ , მაგრამ გაჭირვების კვალი მათ ყოველდღიურობას ნათლად ეტყობა.
 მრავალგზის "ვაის გაყრილი და ვუის შეყრილი" ჩვნი ქვეყნის მოსახლეობა მუდმივად შიშში ცხოვრობს...შეიძლება მოულოდნელად სამსახური დაკარგოს და პურიც ვერ იყიდოს ადამიანმა...მაგრამ ტოლერანტობა და ერთმანეთის გვერდში დგომა როგორღაც მაინც შეგვძლებია ქართველებს. 90-იანი წლებიდან დაწყებული, დღემდე მოყოლებული უამრავი ოჯახი გადარჩა შიშილსა და დაღუპვას ე.წ. ნისიების წყალობით!
 ვერ გეტყვით რამდენად ქართული ფენომენია ნისია, ქართველებმა კი კარგად ავითვისეთ! ყოველი მეორე მომხმარებელი და მარკეტი ვალებით გადის ფონს.
რაც არ უნდა ამტკიცოს პრეეზიდენტმა რომ შემცირდა გაჭირვებული ადამიანების რაოდენობა, საპირისპიროს ამტკიცებს "ქართული სიტყვის" კვლევა სასურსათო მარკეტებში, ნისიების მაგალითზე ყველაზე უკეთ ჩანს ჩვენი მოსახლეობის მძიმე ყოფა.
 რამოდენიმე მაღაზიაში ჩავატარე კვლევა, ზოგგან პირდაპირ დავუსვი კითხვა თუ ვის რამდენი და რა მიქონდა ვალად, ერთ პატარა მაღაზიაში კი ექპერიმენტსაც მივმართე, გამყიდველს კარგად არ ვიცნობდი, უბრალოდ იცოდა რომ იქვე უბანში ვცხოვრობდი, მივედი და პური ვთხოვე ვალად...
_ რამდენი გინდა შვილო?
_ ორი პური მინდა, ფულს ორ დღეში მოგიტანთ!
_ კარგი შვილო პურზე უარს როგორ გეტყვი, თუ არ მომიტან ორი პური არ დამაქცევს!
_ ბევს ატანთ?
_შვილო პურს ვერ დავუკავებ ადამიანს, უცხოს ვერიდები, მაგრამ უბანში შეძლებისდაგვარად ვუმართავ ხელს ყველას, ხომ ხედავ ძალიან პატარა მაღაზიაა, თუ ვალზე არ გავატან ისე სულ არაფერი გამოვა, დიდ მარკეტში წავა და ფულით იქ იყიდის, უფრო დიდი არჩევანია.
 მოხუცს მადლობა გადავუხადე და სხვა მაღაზიისკენ გავაგრძელე გზა, დიდ მარკეტში შევედი სადაც ფასებიც უფრო დაბალია. გაირკვა რომ ნისიად არაფერს იძლეოდნენ სურსათის სექციაში. მარკეტის მეპატრონემ განმიცხადა:
_ თავიდანვე როცა გავხსენით ეკლესიაში წავედით სანთელი დავანთეთ და დავიფიცეთ, რომ ვალს არ გავცემდით, ვიცით ძალიან უჭირს ხალხს და იმიტომ მოდის ვალზე, მაგრამ მწარე გამოცდილებამ მიგვიყვანა იმ ზომამდე, რომ არავის ვენდოთ.
 მარკეტში ხილ-ბოსტანის სექციაში ნაცნობ გამყიდველთან მივედი, ჩემთვისაც ბევრჯერ მოუმართავს ხელი და ვიცოდი ბევრს ატანდა ვალზე , მაგრამ მაინც ვკითხე:
_ დათო, ბევრი მოდის ნისიაზე?
_ კი ძალიან ბევრს მიაქვს ვალად!
_ მაგრამ ყველას ხომ ვერ გაატანთ?
_ძირითადად უბნელებს, ძნელია იმუშაო ისე რომ არ გასცე ნისიად, უფრო ნაკლები მყიდველი მეყოლება, გამყიდველი რომ ვიყო მხოლოდ და ჩემი არ იყოს ვერ გავრისკავდი, მაგრამ რადგან ჩემია ვატან ბევრს, კი ვიცი ნისია მკვდარი ფულია მაგრამ, ისეთი სახით გთხოვენ შეუძლებელია უარი უთხრა,
_ მაქსიმუმ რა თანხის პროდუქტს ატანთ?
_ ასი ლარისაც წაუღიათ ერთად, ზოგს ნელ-ნელა მიაქვს და 150 ლარამდეც ადის, შემდეგ ხელფასზე მიხდიან.
_აბრუნებენ დროზე?
_ მეტ-ნაკლებად, ზოგი 2-3 თვე აგვიანებს, ზოგს საერთოდ აღარ მოაქვს. თბილისის ძველი უბანია და უმეტესად ღარიბი ხალხი ცხობრობს.
_ ძირითადად რა მიაქვთ ვალზე?
_ კარტოფილი, ლობიო. ბადრიჯანი, უფრო საჭმელი. ხილი მაინც დესერტია და ბევრისათის არაა ხელმისაწვდომი!
_ მაგრამ თანხა ხომ გჭირდება ახალი პროდუქტის საყიდლად?
_ კი, ახლაც ბაზარში ვარ წასასვლელი, მაგრამ საკმარისი თანხა არ მაქვს, ამიტომ მეც უნდა ვისესხო... ასე ხდება, მეც ვსესხულობ, სხვასაც ვასესხებ და გაგვაქ ეს ცხოვრება!
 ერთ-ერთი სექცია მარკეტში ჰიგიენურ საშუალებებს, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და კოსმეტიკას უკავია, როგორც გაირკვა ნისია აქაც აქტუალურია, სექციის მეპატრონე ირაკლი გულწრფელად მესაუბრა ვალებზე:
_ ერთ წელია აქ გადმოვედი, ადრე სხვაგან მქონდა მაღაზია, ვალები იქაც ბევრი იყო. 3000 ლარი კიდევ ამოსაღები დამრჩა როცა დავხურე... ეხლა უკვე ძალიან ვფრთხილობ, ვცდილობ იმას მივცე ვინც რეალურად მომტანია, ბევრი ღარიბი ადამიანი მოდის, ძირითადად საპონი, ფხვნილი და ოჯახისათვის აუცილებელი ნივთი მიქვთ. მაგრამ თმის საღებავებსა და კოსმეტიკასაც არ იკლებს ბევრი. მათზე ვერ ვიტყვი, რომ ღატაკები და ძალიან გაჭირვებულები არიან, მაგრამ გარკვეული ვადით საშუალო შემოსავლიან მომხმარებელსაც მიაქვს "პოსლეზე".... სწოედ ახლა 200 ლარის საქონელი წაიღო ერთ-ერთმა მომხმარებელმა და ლეპტოპი დამიტოვა "ზალოკში", ასეთი რამ ხშირად ხდება ტელეფონებსაც მიტოვებენ! პირადობითაც ითხოვენ უცხოები წაღებას, მაგრამ პირადობის აღება 3 ლარი ჯდება და ასეთ ადამიანს 100 ლარის პროდუქტს ვერ გავატან. ძირითადად ნაცნობებს ვუმართავ ხელს!....
 კიდევ შევედი რამდენიმე საშუალო სიდიდის მაღაზიაში, რადგან ფაქტია, სუპერ და ჰიპერმარკეტები ღარიბი ხალხისთვის არ არის, ნისიად იქ არავინ არაფერს მოგცემს. შედარებით მცირე მაღაზია-მარკეტები კი ძირითადად უბნის მოსახლეობაზე მუშაობს და თითქმის ყველგან ერთი და იგივე სურათია: ერთ ოჯახზე დაწერილი ვალი 500 ლარამდეც კი აღწევს, ზოგს ხელფასის იმედად გამოაქვს ნისია, ბევრს კი ღმერთის იმედად.
  "ნისია სხვისიაო," " ვინც ამოიღებს იმისიაო", წლების მანძილზე უამრავი ხუმრობა დაგროვდა ამ ფენომენზე, ქალბატონი რომელიც ვალების შესახებ მესაუბრა ერთგვარ ექსპერტადაც შეიძლება ჩაითვალოს, მას მაღაზიაში მუშაობის 20 წელზე მეტი სტაჟი აქვს, თავის თავზე გამოცადა გაჭირვების სიმძიმე და მისი მონათხრობიც უდავოდ საინტერესოა ამ თემასთან დაკავშირებით:
_ ომის შემდეგ, 90-იან წლებში მთელ საქართველოს ძალიან გაუჭირდა, საჭმელი ყველაზე დიდი ფუფუნება იყო, რადგან წარმოება გაჩერდა და სამსახურები დავკარგეთ თავის გადარჩენის მიზნით მცირე ბიზნესი წამოვიწყე, ახლანდელ ფულზე რომ გადავიანგარაიშო დაახლოებით 100 ლარიც არ მქონდა, ვცდილობდი თავიდან დამეწყო ყველაფერი, იმერეთში, ხარაგაულის რაიონში ვცხოვრობდი, ეს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რაიონია, თან არც საკუთარი მიწა არ მქონდა რომ დამემუშავებინა. 10 წლის მანზილზე ოჯახს პატარა მაღაზიით ვინახავდი , ნისიების გარეშე რაიონში ხომ საერთოდ წარმოუდგენელია მუშაობა. იქ ყველას ვიცნობ, ბევრი ახლობელია ან ნათესავი და ხელი უნდა მოუმართო ,რომ არ დაგემდურონ... ნისიების, გაუსტუმრებელი და გაპრობლემებული თანხების გამო იძულებული გავხდი დამეხურა მაღაზია და დედაქალაქში წამოვსულიყავი. 5 წელი საბურთალოზე და ხუთიც ვერაზე ვიმუშავე მარკეტში გამყიდველად. ვერა ისეთი უბანია შეუძლებელია არ გასცე ნისია, თბილი ხალხია, კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა პიროვნულ დონეზე მოსახლეობასთან, ყველამ ძალიან შემიყვარა. მეპატრონეც ვერელი იყო და კარგად იცოდა რომ ნისიის გარესშე საკუთარ უბანში ვერ იმუშავებდა, ამიტომ ნებართვა მქონდა გამეცა ვალად პროდუქტი. თუმცა დღითიდრე მატულობდა ვალი და შესაბამისად გაჭირვებული ადამიანების რიცხვი!!! ღარიბებს ვერც რევოლუციამ გვიშველა. მაღაზიასაც ზალიან გაუჭირდა არსებობა...
 ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია როცა ადამიანი პურს გთხოვს და ვერ აძლევ, ბევრს ჩუმადაც ვატანდი, წარმოვიდგენდი რომ ჩემ შვილებსაც არ ქონოდათ პური და ელემენტარული საჭმელი, ბევრი აღარც აბრუნებდა... ახალგაზრდები კიდევ ათას რამეს ითხოვდნენ: სასმელს, შოკოლადებს, თუ უარს ეტყოდი ბევრი შეურაცხყოფაზეც გადმოდიოდა გაბრაზებულ გულზე. მიუხედავად იმისა რომ ვერა ელიტარულ უბნად ითვლება, ბევრს აქაც ძალიან უჭირს, მე ქირას ვიხდი, მათ შეიძლება სახლი აქვთ თუმცა ბევრი ჩემზე მშიერია. ამდენი გაჭირვებული ხალხის ყურებამ ძალიან დამღალა, ვალებიც გაიზარდა, გადავწყვიტე საერთოდ უარი მეთქვა ამ საქმეზე, მაღაზიიდან წამოვედი და ოჯახში დავიწყე მუშაობა... დიდხანს ვერც მარკეტმა გააგრძელა ვაჭრობა, მეპატრონე და მე კიდევ დიდხანს დავრბოდით ვალების ამოსაღებად. ბევრმაც ბოლომდე შეირჩინა თანხა. რა ქნას ხალხმაც, არ აქვთ ახლაც ფული და როგორ გადაიხადონ?! ღმერთმა ქნას რომ აღარ იყოს ღარიბი ხალხი ჩვენს ქვეყანაში, ყველას გვქონდეს წინსვლისა და კარგად ცხოვრების საშუალება.
 პრეზიდენტის სიტყვები რამდენად იმედიანად გეჩვენებათ ვერ გეტყვით, თუმცა ბოლოსდაბოლოს მართლაც ხომ არ დადგა დრო რომ დამთავრდეს ჩვენ ქვეყანაში დუხჭირი ცხოვრება, და ერთეულებს კი არა, ყველას ჰქონდეს ბედნიერების შეგრძნება, რეალურად "აღარავინ იყოს განწირული შიმშილისა და უბედურებისათვის"....

No comments:

Post a Comment