Saturday, June 4, 2011

მდუმარე მანიფესტი_ "ბრბოდან" საზოგადოებამდე!


 26 მაისის ღამის მოვლენებიდან ორ დღეში ქართულმა საზოგედოებამ ძალადობის წინააღმდეგ მანიფესტაცია მოაწყო.
აქციის დაანონსება მხოლოოდ სოციალური ქსელ "ფეისბუითა" და რამოდენიმე დამოუკიდებელი მედიასასუალებით მოხდა, აქციის ორგანიზატორები რომელთა შორისაც იყვნენ : ”საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა”,მედია–კავშირი "ობიექტივი", ქართული აკადემია"," ყოფილი პოლიტ. პატიმრები", "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" , ინფორმაციიის სიმწირის გამო ნამდვილად არ ელოდნენ ამდენ ადამიანს რუსთაველის ძეგლთან!
ხალხმა შეკრება დათქმულ დროზე ადრე დაიწყო, ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახავდით ყველა პროფესიაასა და მსოფხედველობის ადამიანს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ჩანდნენ შორი–ახლოს, როგორც თავად ამბობდნენ, ამჯერად მოქალაქეობრივი სტატუსით!
აქციაზე არ იგრძნობოდა არც ფულისა და არც "სხვა ქვეყნის" სუნი, აპარატურაც კი არ ქონდათ გამართული აქციის ორგანიზტორებს, ამიტომ მეგაფონით გააცნო ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას ტექსტი ,რომელიც ევროკავშირის ელჩს, ევროსაბჭოს, დიპ. კორპუსსა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს გაეგზავნებათ.
მიმართვაში უფლებათადამცველებიგმობდნენ ხელისუფლების ქმედებას, 26 მაისის ღამეს , დარბევა შეფაფასებულია," როგორც სასტიკი სადამსჯელო, უკანონო ღონისძიება, საკუთარი მოქალაქეების მიმართ" , ასევე წამოყენებულია მოთხოვნები: "გამოიძიონ 26 მაისის მოვლენები, დამნაშავეები დასაჯონ, გაათავისუფლონ უკანონო პატიმრები და გამოქვეყნდეს ინფორმაცია გაუჩინარებულების შესახებ."

მიმართვის წაკითხვის შემდეგ გადაწყდა მდუმარე მსვლელობის მოწყობა რუსთაველის გამზირზე!
 წლების მანძილძე თბილისს უამრავი საპროტესტო აქცია ახსოვს, თუმცა ეს იყო პირველი საზოგადოებრივი აქტიურობა ლიდერების გარეშე, ადამიანები, ვინც პარლამენტისკენ მიემართებოდნენ არ ეძებდნენ თავიანთ რიგებში გმირსა და წინამძროლს , რომლის მოწოდებებსაც გაჰყვებოდნენ, არც "კუნთმაგრობა" იყო აქტუალური მანიფესტანთტა რიგებში...
....მსვლელობას წინ ტრანსპარანტები მოუძღვის – არა ძალადობას, Free Media… ხალხი გზადაგზა უერთდება დემონსტრაციას.
მსვლელობის მონაწილეები გზადაგზა ჩერდებიან და ახალშემოერთებულებს ელოდებიან. მათ შორის ყველა ასაკის ადამიანები არიან, მრავლად ჩანან ახალგაზრდები.
ჩემს გვერდით რატი ამაღლობელს ვამჩნევ.
რატი ამაღლობელი: "დღეს არის ადამიანის ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის მცდელობა! ნელ– ნელა ვპოულობთ დაკარგულ და გარდაცვლილ ადამიანებს! ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ვერ ხერხდება ადამიანების მოზებნა შესაბამისი ორგანოების მიერ? ეს ხომ სასაცილოა?! ადამიანები არიან გამქრალნი, არ ვიცით რამდენია მსხვერპლი?! პროტესტი არის მიმართული სრულიად არაადეკვატური, სრულიად არაბუნებრივი, ძალადობისა და შურისძიების წინააღმდეგ , რომელიც განახორციელა ხელისუფლებამ, საკუთარო მოსახლეობის მიმართ . ეს ხდება უკვე არაერთი წელია! საკმარისია!"
... რამდენიმე წუთში იფარება რუსთაველის გამზირი ხალხით, წყდება მოძრაობაც, მდუმარების მსვლელობას დროდადრო მხოლოდ ტაშის ხმა არღვევს, რითაც მანიფესტანტები ხალხის ახალ–ახალ ნაკადს ესალმებიან!
პარლამენტიდან ვარდების მოედნამდე ქუჩა სავსეა არა უბრალოდ "ბრბოთი", როგორც აქამდე ხდებოდა ხალხის მოხსენიება, არამედ საზოგადოებრივად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებით!
მსვლელობა პარლამენთთან ჩერდება!

საზოგადოება წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს ტრაგედიის ღამეს გარდაცვალებულთა ხსოვნას!
შემდეგ კი კონკრეტული მოთხოვნები გაისმის:
„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა დაისაჯოს ყველა ვინც 26 მაისს ძალაუფლებას გადაამეტა, გამოუშვან ყველა, ვინც დაიჭირეს, მოიძებნოს ყველა ვინც დაკარგულია და სიმართლე გვითხრან ბოლოსდაბოლოს"! - მიმართავს „წინააღმდეგობის მოძრაობის" თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი პარლამენტთან შეკრებილ ადამიანებს. თუმცა მეგაფონის ხმა ვერ აღწევს ეკანა რიგებში, მაგრამ ულიდერო აქციაზე ეს მეორეხარისხოვანია. ადამიანები ერთმანეთს გადასვცემენ ნათქვამს! არც საკუთარი აზრის გამოთქმას ერიდებიან, სხვადასხვა მხრიდან ისმის ფრაზები:
"გაიგოს ყველამ, რომ საქართველო ჩვენია და არა სააკაშვილის”....
" ვეღარ მოგვატყუებენ პოლიტიკოსები, დღეს ჩვენია ეს ტრიბუნა".
 ზოგი ხელისუფლების ქმედებას გენოციდს უწოდებს საკუთარი ხალხის მიმართ! ისმის კრიტიკა ოპოზიციის მიმართ, ერთადერთი ვის მიმართაც სოლიდარულები არიან მოქალაქეები ხალხია, რომელიც დაარბიეს, დახოცეს და გააქვრეს. გამოკვეთილად ულისამაჩუყებელია სასოწარკვეთილი დედის ვედრება, რომელიც ჟურნალისტებს შვილის ფოტოს უჩვენებს , ეხვეწება ყველას დაეხმარონ მის პოვნაში:
" 25ის შემდეგ აღარ მინახავს ბავშვი შვილო, მეტს არაფერს ვითხოვ გამოაჩინონ ჩემი შვილი, არც დაპატიმრებულების სიაშია და ვერც საავადმყოფოებში ვნახეთ, მივმართე სახალხო დამცველის ოფისსაც! როგორც გავიგე 26–ში აქციამე არ მიუღწევია , სამართალდამცავებმა აიყვანეს სანზონაში, კვალი დაკარგულია და არ ვიცი ცოცხალია თუ რა დაემართა! ასეა გამქრალი ბევრი ადამიანი და ყველა უნდა გაათავისუფლონ, ხალხი არაფერ შუაშია, აქციის ორგანიზატორები გარეთ არიან და ჩვენი შვილები რატომ უნდა აგებდნენ პასუხს?!"
ხალხის ტრიბუნად ქცეული პარლამენტის კიბეებიდან ისმის მოხუცი კაცის, დამსახურებული მასწავლებელი აღტკინებული შეძახილი:
" ეს იყო ბარბაროსობა, სირცხვილი. გენოციდი საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ალყაში მოაქციეს და უმოწყალოდ სცემდნენ ადამიანებს, განსხვავებული აზრის გამო! მე არ მომწონს რადიკალური პოლიტიკური ე.წ. ლიდერები, მათ ქმედებასაც ისევე ვგმობ, როგორც ხელისუფლების სიჯალათეს! უნდა გავაქტიურდეთ და ბოლო მოუღოთ ხალხით მანიპულირებას, ხალხმა უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე ერის მომავალი. ლოდინის დრო დამთავრდა!"
”დღეს ჩვენ თავად ვიწყებთ ბრძოლას, ჩვენ – საზოგადოებამ , თავად უნდა მივხედოთ ჩვენს თავს!"_ ესაა აქციის მთავარი ლოზუნგი.
ემოციური ფრაზები მრავლადაა, ჯერჯერობით არც რაიმე წინასწარ შემუშავებული გეგმაა, საბოლოოდ კი ხალხის აზრის გათვალისწინებით, დავით–თარხან მოურავი აცხადებს საკორდინაციო საბჭოს შექმნის იდეას კინოს სახლში, სადაც მოხდება ორგანიზება და სამოქმედო გემის ჩამოყალიბება!
თავიდან სამშაბათი გამოცხადდა შემდეგი აქციის დღედ, თუმცა საზოგადოების უმრავლესობა სკანდირებდა:" ყოველდღე, ყოველღე"...ამიტომ მომავალ დღეებშიც დაიგეგმა შეკრებები!
წინასწარ ძნელია პროცესების განსაზღვრა, თუმცა როგორც დღის ბოლოს შეფასდა : 28 მაისი იყო მართლაც" სამოქალაქო ერთობის დასაწყისი!", ერის " გამოღვიძების პირველი ნიშანი!"

აქციაზე მოქალაქეობრივი პოზიციის გამოსახატავად შეიკრიაბა ბევრი ცნობადი სახე, ისინი ტრიბუნის მიღმა აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას, აქციაზე დგომის მიზეზსა და მიზანს:
ბასა ჯანიკაშვილის თქმით, რაც 26 მაისს მოხდა, დარბევაზე მეტი იყო.
"ეს იყო ადამიანების სასტიკი ცემა. ჩიხში მოქცევა და ანგარიშსწორება, რაც კადრებიდან ნათლად ჩანს".
დავით მაღრაძემ კი განაცხადა, " აქციაზე დგას იმიტომ, რომ ჭირისუფალია სამშობლოსი იმ ძალადბა გმობს, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ასევე უერთდება აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს, სასწრაფოდ გაათავისუფლონ დაპატიმრებულები და გამოაჩინონ დაკარგულები!"

ლადო სადღობელაშვილი _ მოძრაობა "მამული, ენა, სარწმუნოება"_ ჩვენი მოძრაობა ყოველთვის ვიქნებით იმ პროცესების შუაგულში,რაც უსამართლობის წინაარმდეგ იქნება მიმართული. როგორც ხედავთ, თანდათან იზრდება მსხვერპლი, 26 მაისს მოხდა ხალხის გაწირვა, რაც რეალურად გამოისახა იმაში რომ 1500 მომიტინგეს დაეტაკა 4000 სპეცნაზელი, რომელებიც დაგეშილი იყვნენ ხალხის დასარბევად! ისე ეკვეთნენ ადამიანებს როგორც მტერს, ხელისუფლების ეს სისასტკე არის აღსაკვეთი და დასასჯელი!
 ასევე მინდა განვაცხადო ერთი რამ : უბედურებაში რაც დატრიალდა იმ ღამით, დიდი წვლილი მიუძღვის იმ ჟურნალისტებს, რომლებიც დარბოდნენ და ხან მოლოტოვის კოქტეილებზე ლაპარაკობდნენ და ხან კიდევ გადატრიალებაზე, აი ასეთი ჟურნალისტები ვინც პროვოკაციებს აწყობდა ხელისუფლებასთან ერთად არიან დასაგმობი!"
ეკა ბესელია(" სოლიდარობა უკანონო პატიმრებს")
" ჩვენ ვითხოვთ უდანაშაულო ადამიანების გათავისუფლებას, დამნაშავეების დასჯას და იმ რეპრესიების შეჩერებას რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მაჩვენეთ ერთი ადამიანი ვინც ამაზე პასუხისმგებლობას იღებს! დღეს სწორედ ბუნებრივი გამოძახილი იყო სამოქალაქო შეკრება...ქართველები არ ვართ ის ხალხი ვისაც ტანკებით ელაპარაკებიან, წყლის წავლით შლიან და უმოწყალოდ სცემენ. კარგია რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და აქ შეკრებილმა ადამიანებმა დააფიქსირა მკვეთრად თავისი პოზიცია და კიდევ ერთხელ დაგმო ძალადობა!
სწორედ ეს მუხტი იქნებ იყოს ჯანსაღი პროცესების დასაწყისი!აქ არ გაკეათდება პოლიტიკური განცხადებები , ეს სამოქალაქო მანიფესტაციაა!

ზურაბ აბაშიძე( თავისუფალი დემოკრატები): პირველ რიგში, აქ ვარ როგორც მოქალაქე ზურაბ აბაშიძე, ვარ სოლიდარული იმის მიმართ რისთვისაც საზოგადოება გამოვიდა. პირველ შედეგი უნდა იყოს გამოძიების ჩატარება, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს ვინც მოაწყო სასაკლაო 26 მაისის ღამით რუსთაველის გამზირზე!
პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და პირადად სააკაშვილს! ადამიანები მოკლეს, ბევრი გაუჩინარებულია, უამრავი ნაცემია!
სიახლე არაა მიხეილ სააკაშვილი რა ჯალათი და კაცთმოძულეა, მისგან ეს გასაკვირი არაა მაგრამ ეს აღარ უნდა გამოუვიდეს!
ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოუწევთ იმათაც , ვინც ფარად გამოიყენა ხალხი, მათ კარგად ესმოდათ საითკენ მიყავდათ პროცესები.
დღევანდელ აქციაზე დადი ნაწილი ის ადამიანები არიან, ვინც არ იყო გამოსული წინა დღეებში.
აღარაა იმის დრო ვინ რომელი პოლიტიკურ პარტიას უყურებს სიმპატიით, აქ საზოგადოებას აქვს წამყვანი ძალა.
და სწორია რომ , არაა აქ არანაირ პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი! ამ შეკრების მთავრი მიზანი სხვაა და გაცილებით ფართო მნისვნელობის, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური მიზანი!
ნანა კაკაბაძე: ეს დუბინკები, ეს ტყვიები, ეს მხუთავი გაზი უშუალოდ ვისაც შეეხო მარტო მათი ტკივილი არაა.
ხალხი რომელიც დღეს გამოვიდა დემონსტრირებაა ქართული სულის, ქართული გენის! ჩვენ ღირსეული ერი ვართ და ერთ სიტყვაზე, ერთ დაძახებაზე. ფაქტიურად ერთ დღეში დადგა ერთად სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, ბევრს არ ქონდა წინასწარ ინფორმაცია და მჯერა მომავალში მეტი ადამიანი გაიგებს და ყველანი ერთად ვეტყვით ამ ხელისუფლებას, "არა ძალადობას!"
პაატა ჯიბლაძე: პირველ რიგში სამძიმარი მინდა გამოვუცხადო დაღუპულის ოჯახებს, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენი ხალხის სიძლიერეში, ბრძოლისუნარიანობაში! აქ ერთადერთი მოთხოვნა უნდა იყოს და იქნება კიდეც, რომ ეს მკვლელი პრეზიდენტი უნდა წავიდეს, დაასვენოს ქართველი საზოგადოება, ამის შემეგ მოსახლეობას საშუალება მიეცემა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების.
აირჩევს იმ ადამიანს ვინც უნდა პრეზიდენტად ყავდეს, ისეთი პარლამენტი, როგორი შემადგენლობაც თვითონ ენდომება. მე ცხრა აპრილს, შვიდ ნოემბერს აქ ვიდექი, მაშინაც ასე უმოწყალოდ დაწამლეს ხალხი, არანაკლები იყო ეს დარბევა შვიდ ნოემბერზე!
რა ხელისუფლებაც გვყავს ისე ცხოვრობს ხალხი! მაშინაც ავადსახსენებელ რევოლუციისას ერთადერთი ლეიბორისტული პარტია მოუწოდებდა არ ეცეკვათ აქ და არ ეტაშფანდურათ ! სწორედ 2003 წლის უბედურებამ მოგვიტანა ქართველ ერს კოდორის და სამაჩაბლოს დაკარგვა! სამარცხვინოდ გამოიყვანა აქ ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი აქტივისტები და მაშინ როდესაც ჩვენი ბიჭების გვამები მაპატიეთ და, იხრწნებოდა ცხინვალის მისადგომებთან აქ როკავდნენ და ცეკვავდნენ ესენი !
ჩვენ სულ ვამბობთ რომ თარიღების დათქმა არ შეიძლება, მაგრამ ხალხის აქტიურობით ნელ– ნელა უნდა შეიცვალოს ასეთი რეპრესიული მდგომარეობა, ამიტომ კარგი პროცესები დაიწყო! აქმდე ცალკეული პარტიები გამოთქვამდენ პროტესტს დღევანდელი დღე კი საზოგადოებრივი აქტიურობის მაღალი მაჩვენებელია! ამერიკელებმა კი რომლებიც დიდ დახმარებას უწევენ ქართველ ხალხს უნდა აიძულონ რომ წავიდეს ეს მთავრობა .
ხალხი განსაკუთრებული მონდომებით ცდილობდა იმ დრეს თავისი პოზიციის დაფიქსირებას ტელევიზიებტან და პრესასთან,ყველა რა თქმა უნდა ვერ მოახერხებდა სიტყვით მიემართა შეკრებილი საზოგადოებისათვის, "ქართული სიტყვა" გთავზობთ რამდენიმე მათგანის კომენტარს:
ქალბატონი ნათელა: დღეს აქ ადამიანები ერთად დავდექით უსამართობის წინაარმდეგ საბრძოლველად, პოლიტიკოსების გარეშე თუ პოლიტიკოსებთან ერთად უნდა მივაღწიოთ იმას , რომ შეწყდეს ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში. მე არ მაინტერესებს პოლიტიკოსების აზრი მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება და სწორედ ჩემი აზრის დასაფიქსირებლად მოვედი დღეს აქ! მინდა ამ აქციიდან ვუთხრა ხელისუფლებას, რაც მეტს მოექცევიან ცუდად, უფრო მეტი გამოვა, ქართველი ერი არ ეგუება დამცირებას, იმიტომ რომ ჩვენ გენეტიკაში არ გვაქვს ეს . სამწუხაროდ ისეთი ხალხია ხელისუფლებაში, მათ არ გამოჰყვათ ეს გენეტიკა, არ არინ ქართველები!
არ გვეშინია და ვითხოვთ, ხალხი გამოაჩინონ, დაჭერილები გამოუშვან, ვისაც მიწაზე გართხმულს ხელბორკილები დაადეს. არ შეიძლება საკუთარ ქვეყანაში გვყავდეს დაკარგულები!
აქტიური მოქალაქე:
ინფორმაციის სიმცირის მიუხედავად , ამდენი ადამიანი გამოვიდა, ესაა ნამდვილი ძალა! ადამიანები ვითხოვთ სისხლიანი ხელისუფლების წასვლას ... ხალხი შეძრწუნებულია!
ეს იქნება პირველი ნაბიჯი საქართველოს წარმატებული მომავლისათვის. მე მიკვირს სად არის ამ დროს კოკო გამსახურდია, ზვიად გამსახურდიას შვილი, რატომ არ გმობს ამ სატანის ქმედებებს?! გამოვიდეს თუნდაც ტელევიზიით და გამოთქვას თავისი აზრი, გაგვცეს პასუხი.
დათო ბაკურაძე: (მოქალაქე) წარმოუდგენელი იყო ის სისასტიკე რომელსაც ქონდა ადგილი, მინახავს დარბევა სხვა ქვეყნებშიც მაგრამ აღარავინ აღარ ძალადობს ფიზიკურად აქციის დაშლის შემდეგ ადამიანებზე,წაქცეულს რომ კიდევ რტყმევას დაუწყებ მაშინ ადამიანი აღარ ხარ!
დღეს იმიტომ გამოვედი, რომ დავგმო ასეთი სისასტიკე, მითუმეტეს ოპერაცია გავიკეთე ახლახან და ჯერ ისევ სუსტად ვარ! სხვათაშორის, ფეისბუქით გავიგე და არ მეგონა ამხელა რეზონანსი თუ ექნებოდა, ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში ამდენი ხალხის გამოსვლა ნიშნავს რომ საზოგადოება ბრმა არაა და მას თვალებში ტყუილად აყრიან ნაცარს, როგორც ხელისუფლება, ასევე რადიკალები!
დიდი წვლილი იყო 26 მაისის მოვლენებში ოპოზიცისს არასწორი ქმედებებისაც. დავიღალეთ ხალხი,ამ ტაკი–მასხარაობით.
კარგია რომ სამოქალაქო საზოგადოებამ დაიწყო გაერთიანება, თითეული ჩვენგანისაა ჩვენი ქვეყანა და ვაი პოლიტიკოსები არაფერს უნდა წყვეტდნენ!

No comments:

Post a Comment