დაკარგულები
რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით " ქართული სიტყვა" შეეცდება ადამიანებს დაეხმაროს ერთმანეთის პოვნაში... ძალიან მძიმეა როცა იცი შენი სისხლი და ხორცი, თუნდაც მეეგობარი, სადღაც არის და ტექნოლოგიების საუკუნეშიც კი გიჭირს მას ხმა მიაწვდინო.
ბოლომდე ვერასდროს მიხვდები ამ განცდას, თავად თუ არ გაწუხებს დაკარგუულის ნახვის სურვილი... ამიტომ უფრო გულწრფელი და რეალური რომ იყოს ის , რაც ჩვენი გაზეთის ფურცლებზე მოხვდება, რუბრიკის პირველ ისტორიაში პირადი სატკივრის შესახებ გიამბობთ.
ისევე როგორც უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, მეც ვეძებ... გამოგიტყდებით აქამდე რეალური ნაბიჯი არ გადამიდგამს ამ მხრივ...ახლა კი მოვიდა ის დრო როცა უნდა ვიმოქმედო და ....ვიწყებ....
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი მშობლები ჯერ კიდევ მაშინ დაცილდნენ, როცა 5 წლის ვიყავი....მაშინაც და მომდევნო წლებშიც, ანუ ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში შემეძლო ადამიანისათვის დაუფიქრებლად მესროლა ტალახი და გამეკიცხა... სწორედ ასე ვაქციე საკუთარ დედას ზურგი, 5 წლის ბავშვი დავდექი მორალის სადარაჯოზე... ჩემი და ჩემი უფროსი დის დაჟინებული მოთხოვნით, რომელმაც გავლენა მოახდინა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მამასთან დავრჩით! ( დედა ხომ ურჩხული გვეგონა)...
მამიდამ და გაუთხოვარმა პაპიდამ გაგვზარდა, მათი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რაც შეეძლოთ არაფერს გვაკლებდნენ...თუმცა დედის სითბო დამეთანხმებით სხვაა...
სკოლა ისე დავამთავრე, მისი სახელის გაგონებაც არ მინდოდა, ვამაყობდი კიდეც ჩემი საქციელით და სკოლის კარებთან ნაირ–ნაირი ტასაცმლით და ტკბილეულით მდგარ დედას ფანჯრიდან ვეპარებოდი, მტრად მიმაჩნდა, მოღალატედ....
წლები გავიდა, გავიზარდე, ახლა 25–ის ვარ... ცხოვრების სირთულე მეც ვიწვნიე, მივხვდი, რომ ძნელია ყველასათვის სანიმუშო იყო, ბოლოსდაბოლოს ანგელოზები ხომ არ ვართ ადამიანები ვართ და გვეშლება... ისიც არ ვიცი შეეშალა თუ არა მაშინ დედას, მამაჩემს ხომ არც თუ ისე კარგი ხასიათი აქვს.. ბავშვობაში ჩადენილი სისასტიკე მოსვენებას არ მაძლევს, დაუნდობლად ვაქციე ზურგი საკუთარ დედას....არ ვიცი რა არის დედის სიყვარული...დედა ჯერ კიდევ სულ პატარამ საბოლოოდ დავკარგე... მაგრამ ამჟამად მას არ ვეძებ!...
........უკვე სხვა სამყაროს ნაწილია, დაახლოებით მე–10 კლასში ვიქნებოდი როცა შევიტყვე მისი გარდაცვალების ამბავი, თუმცა უკვე დასაფლავებული იყო და დედის დაკრძალვასაც კი არ დავსწრებივარ.
თურმე ძალიან მძიმედ იყო ავად, უკურნებელი სენით... სიცოცხლის ბოლო წლებში მხოლოდ ჩემი დის ნახვა შეძლო ისიც ერთხელ. გაიგო რომელ უნივერსიტეტშიც სწავლობდა და იქ მიაკითხა (ამის შესახებ ერთი წლის წინ მითხრა ჩემმა დამ)...უკვე ძალიან დასუსტებული ყოფილა ავადმყოფობისაგან, დედას თან პატარა ბიჭუნა ახლდა... ჩემი ძმა, რომელიც მეორე ქმრისგან ჰყოლია. ერთადერთი რაც დედის მეორე ოჯახის შესახებ ვიცი, ისაა რომ კახეთის რომელიღაც რაიონში (სავარაუდოდ გურჯაანშია)....არც გვარი ვიცი, ჩემს პატარა ძმას კი გიორგი ჰქვია, სავარაუდოდ 12 წლის უნდა იყოს. დედის მხრიდან ნათესავებთანაც არანაირი კონტაქტი არ მქონდა. დედაჩემი მანანა კიკნაძე იყო, დედისერთა, არც ყავდა ძალიან ახლობელი ნათესავი, ბაბუაჩემი კი სანამ ცოცხალი იყო დროგამოშვებით გვნახულობდა (თავიდან მასთან ურთიერთობაზეც უარს ვამბობდით).
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: დედამ ჩემს დას გააცნო თავისი მეგობარი მაია ძიძი შვილი, რომელიც ჩემი ძმის ნათლიაა.მაია ქავთარაძეზე ცხოვრობდა, ჩემს დას ნომერიც ჰქონდა, მაგრამ ამჟამად ამ ქუჩაზე სატელეფონო ინდექსი შეიცვალა და ვერ დავუკავშირდით...
განსაკუთრებით ბოლო წელია ბევრს ვფიქრობ დედაზე... წარსულის შეცვლა არ შემიძლია, მაგრამ გარდაცვლილი დედის მხარდაჭერას სულ ვგრძნობ, როცა ძალიან მიჭირს ვთხოვ მის სულს, იქედან დამეხმაროს... მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა და მითხრა, რომ მისი მეგობარი მაია მომეძებნა...
აქამდე რაღაც მაკავებდა, თუმცა შემეძლო მემოქმედა... პირველი ნაბიჯი კი ეს სტატია იქნება, თუ ვინმეს ეცნობა ჩემი ისტორია და ხმა მიუწვდება ამ ქალბატონთან, ვთხოვ გამომეხმაუროს ! ...რადგან მხოლოდ მაია ძიძიშვილის წყალობით შევძლებ ჩემს პატარა ძმასთან დაკავშირებას.. დედას ხომ ბავშვობაში უნდობლად მოვექეცი და ახლა როცა გაცნობიერებული მაქ ყველაფერი არ მინდა სისხლი და ხორცი ისევ დავკარგო სამუდამოდ....
ჩემი ისტორია ვფიქრობ სტიმული იქნება თქვენთვის, რომ მოხვიდეთ და თქვენი გულისტკივილი და წადილი გაუზიაროთ მკითხველს, იქნებ ის ერთი ზის და ელოდება თქვენს წერილს, ვინ იცის?
თქვენც გადადგით პირველი ნაბიჯი დაკარგული ადამიანის საპოვნელად... მე მჯერა მივაღწევ დასახულ მიზანს, ვიპოვი დედაჩემის მეგობარს და ჩემს პატარა ძმას!... თქვენც დაიჯერეთ და შემოგვიერთდით!
No comments:
Post a Comment