ორგანიზატორები იმუქრებოდნენ “8საათზე მოვალთ წყვილები და ვაჩვენებთ ყველას, კოცნის დაშლა როგორ უნდაო”!
დაანონსებული დემონსტრაციის მსგავსმა ფორმამ , რა თქმა უნდა "უმალ" მიიპყრო ქართული თუ საერთაშორისო მედიის ყურადღება, სანახაობის მოლოდინში დანიშნული დროისთვის ხალხმა გროვება დაიწყო, მაგრამ ჟურნალისტების სიმრავლე ვერც სეირის მაყურებლებმა და ვერც მოსიყვარულე წყვილებმა დაფარეს.
აქციის ორგანიზატორის გიორგი კიკონიშვილის გამოჩენამ მასობრივი კოცნის დაწყების მოლოდინი გაგვიმძაფრა ჟურნალისტებს. მაგრამ , ჰოი საოცრებავ, სამი წყვილის გარდა ვერავინ გაბედა ერთმანეთთან საჯაროდ ამბორი, თუმცა საღამოს სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია ქართველმა გოგოების წყვილმა, გაბედეს და საჯაროდ აკოცეს ერთმანეთს.
ყველაზე გამბედავებიც კი, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს პარკში “მოზასავე” წყვილებს, კამერებისკენ ცალი თვალით იმზირებოდნენ და “ვალმოხდილები” სწრაფად წყვეტნენ სასიყვარულო ამბორს.
ერთმა წვერგაუპარსავმა ახალგაზრდამ მცდელობა არ დაიშურა როგორმე აეყოლიებინა წყვილები, ისტორიული პარალელები აღა-მაჰმად- ხანთანაც გაავლო და ერს უმტკიცებდა რომ მისი შემოსვლის შემდეგ საშიში აღაფერი იყო, მითუმეტეს უწყინარი კოცნა, შეგონებებით რომ ვერაფერს გახდა ისევ თავის “გოგოს” მიუბრუნდა და დაუმტკიცა " ვაჟკაცობა".
სხვათაშორის, ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც შუადღის შოუდან აქტიურად მოუწოდებდა წყვილებს რიყის აქციაზე მისვლას და კოცნაობას, დემონსტრაციაზე არსად დამინახავს თავის წყვილთან ერთად. გიორგი კიკონიშვილი კი პროტესტის ჩავარდნას და წყვილების სიმცირეს ტრადიციულად სირცხვილით ხსნიდა. ჰოდა იქნებ იმ დაცვის თანამშრომელსაც შერცხვა და იმიტომ დაუშალა, თორემ კანონი მართლაც, რომ არ კრძალავს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ამბორს, მეტიც თავად პრეზიდენტი მოუწოდებდა ახალგაზრდებს აქტიურად მოფარებოდნენ ბუჩქებს. ამ მთავრობას ზნეობის დამცველობას ნამდვილად ვერ მივაწერთ. ამიტომ აქციაც რეალურად უსაფუძვლოდ ატეხილ აჟიოტაჟს უფრო გავდა , ვიდრე გააზრებულ სამოქალაქო ახალგაზრდულ პროტესტს.
ჟურნალისტები და ოპერატორები კი საინტერესო კადრების სიმცირის გამო , ხან კამერის ობიექტივსს კოცნიდნენ, ან კიდევ თავის მდედრობით კოლეგებს გვეხუმრებოდნენ , ჩვენ დავიწყოთ კოცნაობაო, მოკლედ მასობრივმა აქცია-პერფონანსმა აშკარა კრახი განიცადა. რუსი ჟურნალისტები ქილიკობდნენ, “საქართველოში სექსი არ არსებობსო” , სექსი რომ ნამდვილად არსებობს ეს უპრეცედენტოდ გაზრდილ აბორტების რაოდენობაში აისახება, თუმცა ჩვენი ქვეყნისათვის არატრადიციულ პროტესტის ფორმაშიც გამოჩდა რომ ქართველები ყველაფერს მხოლოდ კულუარებში აკეთებენ!
No comments:
Post a Comment