Monday, May 23, 2011
ილიას მკვლელობის ახალი დეტალები
დღემდე არ არსებოსბს ერთიანი პოზიცია ილიას მკვლელობის შესახებ. 104 წლის შემდეგაც არ კარგავს ეს საკითხი აქტუალურობას, მკვლევარები დროდადრო ახალ–ახალ ვერსიებს გვთავაზობენ, თუმცა გადაჭრით რაიმეს მტკიცება მაინც გაძნელებულია.
აქამდე საზოგადოების უმეტესობა მკვლელობის ერთ–ერთ მონაწილედ სერგო ორჯონიკიძეს თვლიდა, თუმცა გაჩნდა ვერსია, რომ ვინმე "იმერელში" უნდა ვიგულისხმოთ ივიკო იმერლიშვილი და არა სერგო ორჯონიკიძე, ეს ვერსია ახლახან გახმაურდა, მაგრამ როგორც ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ისტორიკოსი და პროფესორი გურამ ყორანაშვილი ამბობს :
" ჯერ კიდევ სამი წლის წინ მკვლევარ –ისტორიკოსმა, თელავის უნივერსიტეტის პროფესორმა თენგიზ სიმაშვილმა წამოაყენა იმერლიშვილის ვერსია, თუმცა არგუმენტების სიმცირის გამო შეუძლებელია მცხეთელი იმერლიშვილი ჩაენაცვლოს სერგო ორჯონიკიძის აქამდე გავრცელებულ ვერსიას.
გურამ ყორანაშვილი თვლის, რომ ილიას მკვლელობით დაინტერესებული იყო, როგორც მაშინდელი სოციალ–დემოკრატიული პარტია, ასევე მეფის ხელისუფლება...
"ამიტომ ერთ–ერთი მათგანის გამორიცხვა გაუმართლებლად მიმაჩნია, ამის შესახებ არის ჩემი წიგნი "წიწამურის ტრაგედიის საიდუმლო", რომელიც 2004 წელს გამოვეცი, ამავე თვალსაზრისს ავითარებდა აწ განსვენებული ცნობილი ისტორიკოსი და მკვლევარი, გივი ჟორდანია. ილია ორივე მხარეს ყელში ეჩხირებოდა თავისი სიდიდით... მისი ბრძოლა ავტონომიისა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისათვის არ აწყობდა არც მეფის ხელისუფლებას და არც ქართულ სოციალ– დემოკრატებს, ამიტომ ისინი კორდინირებულად მოქმედებდნენ,რისი მაგალითიცაა ილიას მოურავის დიმიტრი ჯაშის ორმაგი აგენტობა და მისი თანამშრომლობა მცხეთის უბნის პრისტავ გრიციუნასთან.... გამოძიება და სასამართლო პროცესი, რომელიც 2–ჯერ გაიმართა მეფის რუსეთის მმართველობის პერიოდში, არ მიყვნენ დანაშაულის სწორ გზას, რადგან მკვლელობის უშუალო მონაწილეების საშუალებით, შეიძლებოდა ყველაფრისათვის სიმართლის მოფენა....მაგრამ საერთო ინტერესების გამო " ძაღლმა ძაღლის ტყავი არ დახია!"
მეორეს მხრივ , ილიას გაუჩნდა უამრავი შინაური მტერი, ეს რა თქმა უნდა, ხდებოდა სოციალ–დემოკრატების წაქეზებით...პირდაპირ არა მაგრამ იდეურად მკვლელობას ირიბად აღიარებდნენ კიდეც , სოციალ დემოკრატების ლიდერი ნოე ჯორდანია იმდროინდელ პრესაში წერდა:" ვთქვათ, სოციალ დემოკრატების მიერ მომზადებულმა ნიადაგმა მოამზადა ეს მკვლელობა, ამისათვის დასაგმობია თავად ეს ნიადაგი?"..
ილიას მკვლელობისთანავე 2 დღეში თბილისის გუბერნატორმა პეტერბურგში მეფის სახელმწიფო კანცელარიაში,პეტერბურგში გაგზავნა დეპეშა, სადაც მკვლელობის მონაწილეებად ასახელებდა სოციალ – დემოკრატების მიერ წაქეზებულ ადგილობრივ გლეხებს, იქვე აღნიშნავდა ძარცვის სიმულირებას...
მეფის "ოხრანკის" მონაწილეობა ამ საქმეში არ გამოირიცხება, ამ კუთხით მუშაობდა ბევრი მკვლევარი, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასარკვევი...4 წლის წინ ბაქოში, აზერბაიჯანის ცენტრალურ საისტორიო არქივში წავაწყდი წარმოშობით ლიტველი სტანისლაავ გრაციუნასის საქმეს, ეს იყო მეფის რუსეთის ერთგული მსახური, ეჭვს იწვევს მისი კარიერის სწრაფი იერარქიული ზრდა. უბნის პოლიციელის დაბალი თანამდებიბიდან, ილიას მკვლელობამდე მცირე ხნით ადრე უცბად გახდა "პრისტავის" მოვალეობის შემსრულებელი მცხეთაში, მკვლელობიდან მალევე კი დააწინაურეს " პრისტავად " თბილისის ორ რაიონში, ასევე დააჯილდოვეს სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით!..აღნისნულ პიროვნებასთან როგორც ზემოთ მოგახსენეთ ,თანამშრომლობდა მკვლელობის მონაწილე ჯაში და ბერბიჭაშვილიც. ფაქტი სახეზეა, აქ აშკარაა მეფის ხელისუფლების კვალი....
რაც შეეხება საბჭოთა პერიოდში ჩატარებულ გამოძიებასა და სასამართლოს, რომლითაც ვითომ დაინტეღესებილი იყო სტალინი, ეს სასამართლოც არ იყო მოწადინებული სიმართლის გამოძიებით, მათ უნდოდათ ცალმხრივად დაებრალებინათ ილიას მკვლელობა მეფის "ოხრანკა"– ჟანდარმერიისთვის!...იოსებ ირემაშვილმა, რომილიც კარგად იცნობდა სტალინს, (ერთად სწავლობდნენ გორის სასწავლებელსა და თბილისის სასულიერი სემინარიაში, შემდეგ კი მათი გძები გაიყო. ერთი წავიდა მენშევიკებში და მეორე ბოლშევიკი გახდა,) გერმენიაში 1931 წელს გამოცემულ წიგნში "სტალინი და საქართველოს ტრაგედია", განაცხადა რომ ილის მკვლელობის უკან სტალინი იდგა! როგორც მოგეხსენებათ, სოციალ დემოკრატებმა შინაგანაწესით,ლონდონის მეხუთე ყრილობაზე აკრძალა პარტიაში ტერორიზმი და პარტიზანული გამოსვლები. ამ აკრზძალვის გადალახვას მაშინ სტალინი ვერ გაბედავდა, თუ მას არ ექნებოდა ზურგი ლენინისაგან..ილიას მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე შეხვდნენ ისინი ერთმანეთს...მაშინ ორჯონიკიძეც რა თქმა უნდა, სტალინის დავალებით დაუკავშირდა მკვლელებს,ასევე ამ ამბავში დიდი წვლილი იდეურად მიუძღოდა ფილიპე მახარაძეს! გიგლა ბერბიჭაშვილი თავიდან ტრაბახობდა ილიას მკვლელობით "ამ მარჯვენით მოვკალიო".
აღიარებდა, რომ მასზე გავლენა მოახდინა ფილიპე მახარაძის მიერ მებატონის მანკიერებების წინააღმდეგ მიმართულმა პროპაგანდამ... ბოლოს კი , 1941–1942 წელს სასამართლოზე უთქვამს ბოლო სიტყვაში:" დღეს თქვენგან გავიგე ვინ იყო ილია და ვინ მოვკალიო" ამას თავად თვითმხილველი სტენოგრაფისთი თამარ ბაგრატიონი ყვებოდა!
რაც შეეხება "იმერელის" ვინაობას, რასაც წყაროებიც გვამცნობენ, ეს გახლდათ სერგო ორჯონიკიძე, არგუმენტებიდან განსაკუთრებულია, ყოფილი მენშევიკის, რეპრესირებულის შალვა ბერიშვილის მოგონება:
1937 წელს როცა ორჯონიკიძე დაიღუპა (მოკლეს) პარიზში ყოფნისას ,ქართველები და რუსი მენშევიკების შეხვედრაზე რუსი მენშევიკი შეკითხვაზე რა აზრის იყო სერგო ორჯონიკიძეზე? ბერიშვილს მიუგია: ჩვენ იგი "ჩავაქვესკნელეთო", მას კი უთქვამს: სერგო ორჯონიკიძის ცოდებისთვის ესეც მიემატებინათ და ფაქტი უამბნია:1911წელს, პარიზთან მდებარე ლონჟიუმაში მდებარე ლიცეუმში, ერთ–ერთი ლექცია ადრე დაამთავრა ლენინმა, დავრჩით სასაუბროდ რამდენიმე, მათ შორის სერგო ორჯონიიძე, ჩამოვარდა საუბარი დამსახურებებზე
– რუსეთის რევოლუციის დროს, ჯერი მიდგა სერგო ორჟონიკიძეზე, მას კი განუცხადებია, პარატიის დავალებით მონაწილეობა მივიღე ქართველი მწერლის, რეაქციონერის თავადის, სახელწიფო წევრის მკვლელობაშიო ... ეს მოგონება მოგვიანებით 1989წელს გოლა ხვედელიძემ, ბერიშვილის დისშვილმა გამოაქვეყნა გაზეთ "ერთობაში"...
ასე რომ , ორჯონიკიძისათვის ამ კიდევ ერთი მძიმე დანაშაულის მოხსნა საფუძველსაა მოკლებული.
ამ საკითხებზე მსჯელობა მხოლოდ მკვლევარებს შეგვიძლია. ეს ისტორიკოსების პრეროგატივაა...არაკომპეტენტური აადამიანები ვერ გააკეთებენ აღმოჩენებს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment