Friday, May 20, 2011

ქართველი "ხელმწიფის კარის" __ " ვარსკვლავები"!!!


საქართველოში ყველაფერი პოლიტიკასა და სამთავრობო ახირებებს უკავშირდება, ისეთი არაპოლიტიკური სფეროც კი როგორიც შოუბიზნესია ღრმადაა ჩაფლული სიბინძურეში და მისი განუყოფელი ნაწილია.
შოუბიზნესი რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, ამაზე მიუთითებს სწორედ სამთავრობო კონცერტების განსაკუთრებული სიხშირე თუ მაღალჩინოსნების პიარ აქციები. საკმარისია ხელისუფლება არ გააკრიტიკო და საქვეყნოდ ტაში დაუკრა, უკვე ვარსკვლევი ხარ. ისე რაღა დაგიმალოთ და, ეს ზოგიერთი შემსრულებლისთვის პირდაპირ ღვთის წყალობაა. აბა სოლო კონცერტი რომ გამართონ ვის აქვს ერთეული ხელოვანის გარდა საკონცერტო დარბაზების გავსების თავი?! ამიტომ ისევ ურჩევნით უმღერონ თავის "არქიფოებს", ისე ხომ უშემოსავლოდ დარჩებიან?!
ერთი შეხედვით, არაფერია ცუდი იმაში რომ ქართველი მომღერლები სახალხო კონცერტებზე მიიწვიონ, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ნიჭიერების და არა ამ მთავრობის მხარდაჭერის გამო!

თუმცა რა გასაკვირია, "ღირსების ორდენოსანი" ნინა წკრიალაშვილი რომ კულტურის სამინისტროში წამყვან თანამდებობაზე იქნება გასაგებია რას ლობირებს მთავრობა. ისეთი თრადიციების მქონე ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, უჩვეულოა, რომ პლეიბოიში ნაპოზიორები "დედაკაცი" სამინისტროს ჩინოვნიკია, ეს მიუთითებს სახელმწიფო პოლიტიკაზე კულტურის მიმართ , ვერაფერს იტყვი შესაშური ლიბერალიზმია!

სახელმწიფო დღესდღეობით არაა დაინტერესებული შოუბიზნესისს რეალური განვითარებით, რადგან თუ ხელოვანებს დამოუკიდებლად გაუჩნდათ დიდი შემოსავალი, მერე ვეღარ "გამოიყვანენ" ასე ადვილად თავის სასარგებლოდ ჩინოვნიკები.
ევროპასა და ამერიკაშიც აპრობირებულია სამთავრობო კონცერტებზე ვარსკვლავების გამოყვანა, თუმცა იქ ვარსკვლავებს იდეალების სჯერათ, იზიარებენ კონკრეტული პარტიისა თუ პოლიტიკოსის კურსს, თორემ მათი შემოსავალი ბევრად დიდია პოლიტიკოსებისაზე და მხოლოდ ჰონორარით ვერავის გამოიყვან მხარდასაჭერ კონცერტსა თუ ინაუგურაციაზე. საქართვლელოში კი შეიძლება ბევრი არ ეთანხმებოდეს მთავრობის პოლიტიკას, თუმცა საჯაროდ რომ გამოვიდეს მუსიკოსი ან მსახიობი მშიერი დარჩება.
უფრო კონკრეტულად ქართული ე.წ. " შოუბიზნესის" კულუარებზე მუსიკალური კრიტიკოსი გია ხადური გვესაუბრება:

_ გია, ვისც ამ სფეროსთან შეხება ჰქონია ალბათ ემახსოვრება კრიტიკული სტატიები, რომელიც აქტიურად იბეჭდებოდა "ცხელ შოკოლადში", როგორც ვიცი ბევრი ე.წ. ვარსკვლავი გადაიმტერეთ კიდეც, რას იტყვით გამოსწორდა სიტუაცია?
_ რას ამბობ, უკან და უკან მივდივართ, ადრე თუ თავისით ცდილობდნენ და შემდეგ ხალხი წყვეტდა მოესმინა ამა თუ იმ ესე ვთქვათ " ვარსკვლავისათვის".
ახლა პირდაპირ გვაძალებენ რომ ყოველ ახალ წელს მუდმივად ერთსა და იმავე სახეებს უნდა ვუსმინოთ.

გამაგებინეთ ნინო ჩხეიძე რატომ უნდა მილოცავდეს ყოველ ახალ წელს, სხვა უკეთესი დაილია? მაგრამ იცით რაშია საქმე? სქემა აქვთ მარტივი, სურთ თავისი ფავორიტები ჩვენთვისაც ფავორიტი გახდეს, ეს თბილისში შედარებით ნაკლებად ჭრის, თუმცა რეგიონებში წარმატებით აღწევს მიზანს განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ. ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში და ა.შ. პოპულარული სახე გავლენას ახდენს პროვინციელ ადამიანზე. ისინი მოკლებული არიან ღონისძიებებს, უფასო კონცერტს ,რა თქმა უნდა, ჰყავს გაცილებით ბევრი მაყურებელი, ხარისხს ვინღა ჩივის?!
_ ვინ არიან დღესდღეობით მთავრობის ფავორიტები?

_ ნომერ პირველი ფავორიტი სოფო ნიჟარაძეა, არაფერი მაქვს საწინაარმდეგო, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ასეთი პოპულარული და აქტუალური არ იქნებოდა დემონსტრაციულად რომ არ ჩამოეყვანათ რუსეთის ჯინაზე. მას ყველა პირობა შეუქმნეს შესაძლებლობების გამოვლენის, რასაც სხვებზე ვერ ვიტყვით ნამდვილად.


ასევე მერიის გამართულ ყველა კონცერტს ძირითადად კახაბერ ცისკარიძე და სტეფანე ლობირებენ, საინტერესოა იმ თანხებით რომელიც ასეთი პროექტებისთვისაა უკეთესი შემსრულებლების "ყიდვა" არაა შესაძლებელი? ამას არავინ აკონტროლებს.
_ უცხოელ პოპულარულ შემსრულებლებსაც ხომ "ყიდულობენ" თუმცა ამის გამო მუდმივად აკრიტიკებენ ჩვენს პრეზედენტს....
_ კრიტიკა სამართლიანია, რადგან იმდენს უხდიან ამ თანხით ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება. ამ ლოგიკით რომ ვიაროთ სულ არ უნდა ჩატარდეს დალხენილი კარგახანს ვერ ვიქნებით, თუმცა ის რასაც პრეზიდენტი ამბობს რომ ტურისტებს იზიდავს ცოტა სასაცილოა. თუ დააკვირდებით ძირითადად უკვე დაბერებული ვარსკვლავები ჩამოჰყავთ, რომელზეც მსოფლიოში ისეთი მოთხოვნა აღარაა. კუტუნიოზე ბათუმელებს გული რომ არ დაწყვეტოდათ მეორეჯერ მოიწვია პრეზიდენტმა. კრის დე ბურგზე ერთი აჟიოტაჯი ატეხეს, ტელევიზიითაც ყოველ თხუთმეტ წუთში აპიარებდნენ, კარგი რა, რაღა დროს კრის დებურგია! მსოფლიო მიაქვს ენერგიულ შემსრულებლებს. საინტერესოა ფასიანი რომ ყოფილიყო რამდენი კაცი მივიდოდა?
მოკლედ, ეს ყველაფერი ისევ პიარს ემსახურება. თან ყველაფერს ხომ დიდი მეზობლების გასაღიზიანებლად აკეთებდნენ.... თურმე პუტინი ჯავრით აღარ არის ახალწელს რომ ბათუმში ანდრეი ბოჩელმა იმღერა.
_"ალტერვიზიის" პროექტიც ხომ რუსების ჯინაზე გავაკეთეთ? "ევროვიზიაზე" სტეფანე და 3G რომ დაბლოკეს?
_ " ალტერვიზიის" ფესტივალის პროექტი გაცილებით ადრე არსებობდა თუმცა დაფინანსება არ ქონდათ და ვერ ახორციელებდნენ, როცა "ევროვიზიაზე " გასატანი პროექტი არ შეცვალეს და პროტესტი განაცხადეს მოსკოვში ჩასვლაზე ქართველებმა, პრეზიდენტმა სასწრაფოდ გადაწყვიტა რომ ალტერნატიული ფესტივალი ზუსტად იგივე დღეებში მოსკოვის პარალელურად ჩაეტარებინათ თბილისში . ასე დაფინანსდა "ალტერვიზია". ეს როგორც ვიცი, 2 მილიონიანი პროექტი იყო, რამდენად გაამართლა სხვა საქმეა, თუმცა როკ ფესტივალის ასეთი ფართომაშტაბიანი ჩატარება კარგი იდეა იყო, მაგრამ როცა ასეთ გრანდიოზულ ფესტივალის გაკეთებაზე გაქვს პრეტენზია და ეს პირველად ხდება უფრო კარგი ჯგუფების ჩამოყვანაც შეიძლებოდა.

ვიღაცის ჯინაზე ჩატარებული ფესტივალის კვალობაზე ნორმალური იყო, მთავრობამ ეს პროექტიც იყიდა. პროექტის ავტორები კი ვისაც ადრე ლუდის ფული არ ქონდათ ახლა გაჯგიმულები დადიან.
თუმცა როგორც ხელოვანები ნაკლებად ვითარდებიან და მხოლოდ ფულის კეთებაზე არიან გადართული. მაგრამ ალბათ მათაც უნდა გაუგოთ, ოჯახები ჰყავთ სარჩენი.
_ გამოდის სახელმწიფო ყველაზე დიდი შემკვეთია, წესით მუსიკალურ პროდუქტზე მოსახლეობისგან უნდა მოდიოდეს მოთხოვნა , ხალხს კი პურის ფული აღარ აქვს და ფასიან კონცერტებზე ვინ ივლის?! ამიტომ რაც უნდათ იმას მოგვასმენინებენ, რას იტყვით სხვადასხვა კონკურსებზე?
_ ძირითადად კომერციული პროექტებია, მართალია კონკურენციას ზრდის მომღერლებს შორის, თუმცა ხშირად იჩაგრებიან ასეთ კონკურსებში, ცალკე კიდევ ხალხს ყვლეფენ. მარინა ბერიძე გახდა პირდაპირ გემოვნების საზომი " მეტრი", ქართული შოუ ბიზნესის " დედაბოძი."! "
"ჯეოსტარი" , " ბრავო" " , " ნუცას სკოლა" , "ნიჭიერი" ბოლომდე სამართლიანი ვერ იქნება. აი თუნდაც "ჯეოსტარში" იყო ზურა მოსიავა, ნამდვილად უნიჭიერესი ბიჭი, არ შეიძლება ყველა მიმდინარეობაში დახვეწილი იყოს მუსიკოსი, მაშინ ჟანრები რა საჭიროა? თუ წინასწარვე იციან რომ კონკრეტული მუსიკალური მიმართულება არაა საჯეოსტარე, მაშინ რაღას იღებენ პროექტში?
_ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი შერჩევითია და ალბათ ყველა ნიჭიერ ხელოვანსაც არ უმართლებს...
_ ნიჭი რომ განმსაზრვრელი იყოს რაღა გვიჭირს, ყველა სფეროშია პროფესიონალების დეფიციტი, მხოლოდ ნიჭი არაფერს ნიშნავს ვიღაცეებს თუ კუდი არ უქიცინე დღეს შეუძლებელია წარმატების მიღწევა. ასევე საკმარისია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ქონდეს შემსრულებელს რომ "მისი დუხი " აღარ იქნება ქართულ ესტრადაზე, ხუჯაძე მხოლოდ იმიტომ რომ მხარს არ უჭერდა შეაძულეს მსმენელს, არადა ერთ დროს თინეიჯერების საყვარელი მომღერალი იყო. სამაგიეროდ "ნაცების" კურსის მხარდაჭერისა და "ჰიმნებისათვის" დაასაჩუქრეს გოგა ხაჩიძე, სახის ერთ - ერთ წევრს კი როგორც ვიცი სტუდიისთვის ფართი უსახსოვრეს ძალოვნებმა. მოდი და გაუძელი ასეთ ცდუნებას ამ დუხჭირ ცხოვრებაში.
შერჩევითია ტოლერანტობაც, რაც თემურ თათარაშვილს არ აპატიეს, მთავრობასთან დაახლოებული შემსრულებელთათვის არაა დანაშაული. მთვავარია " მავანი" აპიარებდეს ხელისუფლებას.
ძალიან რთული ვითარებაა, გადაუხადონ გამოსვლაში კარგია როგორც იდეა. მაგრამ კლავენ ესენი ყველაფრის ნიჭს და თუ გადავავლებთ თვალს აღარც ქართული მუსიკალური არხები გვაქვს და აღარც არაფერი ახალი ჰიტები, გარდა პოლიციის ჰიმნებისა. უკვე ბავშვებიც კი გარიეს ამ სიბინძურეში. ძალიან სამწუხაროა რომ ჩვენს ქვეყანაში სადაც უამრავი ნიჭიერი მუსიკოსია, უგემოვნობის ზეიმია! იუმორისტული შოუებიც კი რომელსაც ადრე გაცილებით ღრმა დატვირთვა ჰქონდა, ისეთივე დემოკრატიის შუქურაა, როგორც ჩვენი ქვეყანა. მაგრამ რას იზამ დღეს "მთავრობის ჟამბაზობა" გაცილებით პრესტიჯული და ფინანსურად მომგებიანია.
კიდევ ერთი სამთავრობო სქემა გახდა ცნობილი, რომელიც, ე.წ. ხელმწიფის კარის " ვარსკვლავებს" უკავშირდება, ჩვენმა " შემწერმა" მთავრობამ, ამ შემთხვევაში კომპანიებს ფავორიტი მომღერლებისათვის ყოველთვიური ხელფასების დანიშვნა დაავალა! კარგად ვიცით ვინც "იმათ" დავალებებს არ ასრულებს რა ბედიც ეწევათ! ამიტომ კომპანიები "ბრჭყვიალა ვარსკვლავებს " ათიათასობით ლარებს უხდიან შემოსავლიდან, რადგან მათ ხომ ვარსკვლავური ცხოვრება უყვართ და " შოპინგებზე" უცხოეთში დადიან?


სწორედ ამაზე იტყოდა შექსპირი " ...უღირსებს უსამართლოდ ადგამენ დაფნასო" და ამქვეყნიდან გაქცევას არჩევდა, მაგრამ სად გავიქცეთ? ისედაც ცოტანი დავრჩით!!!

No comments:

Post a Comment