Monday, July 25, 2011

იური მეჩითოვი_ ქართულ-სომხურ სიგიჟეებზე

 

ჩემი "სომხობა" სარეკლამო ხასიათისაა!

  ფოტორეპორტიორების საქმესა და "რელიგიის კანონთან" დაკავშირებულ აჟიოტაჟზე "ქართული სიტყვა"ფოტოჟურნალისტს იური მეჩითოვს ესაუბრა.

_ ბატონო იური, ფოტოჟურნალისტების მხარდასაჭერად გამართული აქციებში აქტიურად მონაწილეობთ. ესე იგი, გჯერათ, რომ ეს ბიჭები უდანაშაულონი არიან?
_ ბრალდება სრულიად უაზროა, რადგან ფოტოგრაფიის საქმიანობას არანაირი კანონი არ ზღუდავს და ისიც ყველამ ვიცით, თუ როგორ მოიპოვებენ ძალოვანი უწყებები აღიარებას. არ მჯერა იმ მთავრობის, რომელიც პირად ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს! ჩემს დაპატიმრებულ კოლეგებს ვიცნობ და მათი ჯაშუშობის იმ უბრალო მიზეზის გამო არ მჯერა, რომ მათ საიდუმლო მასალებზე ხელი არ მიუწვდებოდათ. კარგად ვიცი, თუ რა მოხდა რეალურად _ ეს ადამიანები 26 მაისის მსხვერპლნი არიან! ხელისუფლებამ 26-ში სასაკლაო მოაწყო და საკუთარი მოსახლეობა გაწირა!
ჟურნალისტები, რომლებმაც გადაიღეს და გაავრცელეს ეს შემზარავი ფოტოსურათები, ჯაშუშებად შერაცხეს. არადა, ამ ადამიანებმა აგვისტოს ომის თავს სწირავდნენ, საკუთარი სიცოცხლის ფასად იღებდნენ ომის ამსახველ საშინელ სცენებს.
_ გეთანხმებით, მაგრამ 26 მაისის სასაკლაოს ამსახველი ფოტოების გავრცელების უფლება პრეზიდენტის პირად ფოtოგრაფსაც ჰქონდა?
_ ირაკლი გედენიძე მონა ხომ არაა? ის აგრეთვე სააგენტო როიტერის სტრინგერი არის. რატომ არ უნდა გადაეღო 26 მაისის კადრები, მით უმეტეს, მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ მსოფლიოსთვის სიმართლე ენახებინა! მისი მხრიდან ეს მოქალაქეობრივი ვალიც იყო!.. ხალხს ამ უსუსური არგუმენტებით მათ ჯაშუშობას ვერ დააჯერებენ. რაღაცებს სთხზავენ და რაც მეტს შეთხზავენ, მეტად გაებმებიან. უკვე მარაზმში არიან!
_ ბატონო იური, მოდით, გულახდილად მითხარით, "რელიგიოურმა კანონმა" სოხმებს რა პრივილეგია მისცა?
_ ის აურზაური, რაც ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ ატყდა, ჩემთვის გასაგებია, რადგან იურიდიულად გაუმართავი დოკუმენტია. მერე ეს კანონი დაჩქარებული წესით ქართულ ეკლესისთან, პატრიარქთან შეუთანხმებლად მიიღეს. ჯერ კანონი მხოლოდ 5 კონფესიას ეხებოდა, მერე ყველა გაათანაბრეს და ასე შემდეგ. რადგან ყველაფერი გარეგინ მეორეს ვიზითს მოყვა, ამან ბუნებრივად გამოიწვია ანტისომხური გრძნობები, რაც ძალზე სამწუხაროა. რაც შეეხება მართმადიდებლობასთან სხვა კონფესიების გათანაბრებას, ეს რეალურად ჩემის აზრით ვერც მოხდება იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართმადიდებელია.
_ მაპატიეთ და, რომელი აღმსარებლობის ბრძანდებით?
_ საკუთარ თავს ეკლესიურად არ მივიჩნევ, არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ ვარ. ფორმულა მაქვს, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი და მერე, ადამიანებმა _ რელიგიები. მაგრამ მე არ უარვყოფ ღმერთს, როგორც შემქმნელს და დიდ პატივს ვცემ ყველას ვისაც ნამდვილად ღმერთის სწამს და ვის გულშიც სიყვარული სუფევს. საერთოდ, ჯობია, აზროვნება დავიწყოთ და ბავშვივით არ მოვიქცეთ... რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩვენ ქართველები და სომხები არ ვიცნობთ ერთმანეთის კულტურას.გაცილებით მეტი ვიცით შორეულ ქვეყნების შესახებ. ის სადავო საკითხებიც, რომელიც ჩვენს შორისაა, ძმების ჩხუბს უფრო ჰგავს. ისტორიულად ძალიან ბევრი გვაქვს საერთო, თორემ ქართველები და სომხები უცხოები რომ იყვნენ, გასაყოფი რა ექნებოდათ?! გვაქვს ჩუქჩასთან რამე გასაყოფი? _ არა და იმიტომ, რომ შორსაა.
_ მაგრამ, "ძმობა" იმას არ ნიშნავს, საქართველოს ტერიტორიები მიითვისო. არ მეთანხმებით?
_ ტერიტორიებზე საკითხი არ დგას. ის 6 სომხური ეკლესია, რომელზეცაა საუბარი, როგორც მე ვიცი ნამდვილად სომხურია, მაგრამ როცა ამის უბრალოდ `დაშვება~ მეცნიერსაც არ უნდა და წარმოუდგენლად მიაჩნია, ეს უკვე გაუგებარია. ჩვენ თვალწინ ეს უპატრონოდ ქცეული, „სადავო“ ეკლესიები ინგრევა.. ამ ეკლესიების მოვლა სახელმწიფოს ვალია და თუ სომხებს მივცემთ საშუალებას, რომ თავისას მოუარონ, მოუვლიან. იურიდიული სტატუსიც სწორედ ამიტომ სჭირდებოდათ, რომ რესტავრაცია და მოვლა-პატრონობა შესძლებოდათ. საბოლოოდ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ყველა ძეგლი - სომხური ეკლესია, სინაგოგა თუ მეჩეთი ჩვენი სიმდიდრეა, ჩვენს ქვეყანას ამშვენებს!
_ 6 ტაძრის გარდა, როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, სომხებს პრეტენზია 300-მდე ქართულ ეკლესიაზე აქვთ, მათ შორის, მცხეთის ჯვარზე. ამაზე რას იტყვით?
_ რატომ სამასი, ზოგი 600 ასახელებს, საუბარი კი სულ 6 ეკლესიაზეა. თუ ვიღაც ექსტრემისტი იტყვის, მცხეთის ჯვარი სომხურია და რუსთაველიც სომეხიაო, ეს სიგიჟეა. არის ერთ მხარეს სიგიჟე სომხური, რომ ყველაფერი სომხურია, მეორე მხარეს _ სიგიჟე ქართული, რომ სომხების არაფერია. საბავშვო ბაღია! მე არ ვაწერ ხელს არც ქართულ და არც სომხურ სიგიჟეს. ერთსაც ვიტყვი: სომხების მიერ აშენებულიც არ ნიშნავს, რომ ძეგლი სომხურია. სომხები, როგორც წესი, კარგი მშენებლები იყვნენ. ძეგლზე ერთი და ორი სომხური წარწერაც რომ იყოს კუთვნილების დასტურად ვერ გამოდგება. მოკლედ, მხოლოდ გიჟი თუ იტყვის, მცხეთის ჯვარი სომხურიაო.
_ და ამ სიგიჟეს რა უნდა დავუპირისპიროთ?
_ ობიექტური მიდგომა... თავისუფალი აზროვნება მაშინ იწყება, როცა ჭეშმარიტების ძიებაში ხარ. ქართველს უკეთია "ქართული სათვალე" და
ასეთივე სათვალე აქვთ სომხებსაც და ისინიც მხოლოდ თავიანთი გადმოსახედიდან იყურებიან. ამიტომ ჭეშმარიტება უნდა დაადგინოს ნამდვილმა მეცნიერმა, რომელიც ნებისმიერი სათვალებისაგან თავისუფალია. თუ ჩვენ არ შეგვიძლია მიუკერძოებლები ვიყოთ, მოვიპატიჟოთ უცხოელი მეცნიერები და ერთად ვიმსჯელოთ ყველაფერზე. ოღონდ ნუ ჩავრთავთ ამ საქმეში ანგარებიან ხალხს, ვისაც უყვარს მღვრია წყალში თევზის ჭერა...
_ ბატონო იური, "ქართველ სომეხს" გეძახიან. მაინც, რომელი სათვალით იყურებით თუ სათვალე მოხსნილი გაქვთ?
_ არაერთგზის მითქვამს, თხუთმეტჯერ რომ მეწეროს პასპორტში სომეხი, მე მაინც ვიქნები საქართველოს შვილი და მოვემსახურები ჩემს ქვეყანას.
ისე ვცდილობ ყოველთვის ობიექტური ვიყო, ფაქტებს დავეყრდნო და ქართველებსაც და სომხებსაც ყოველთვის სიმართლეს ვეუბნები. ეთნოფსიქოლოგია ჩემთვის ჰობია. 2005 წელს ზურაბ კიკნაძის თხოვნით ერთგვარი კვლევაც დავწერე, სადაც კარგად ჩანს ჩემი მიმართება, თვითგამორკვევა და სახელმწიფოებრივი აზროვნება. თქვენს შეკითხვაზე პასუხს ამ კვლევიდან ერთი ფრაგმენტი უფრო ამომწურავად გაგცემთ:
"საქართველოში გაზრდილი ადამიანი არის ამ მიწის შვილი, ყველაფერი, რაც ამ მიწას სტკივა, გტკივა შენ და ე.ი., მოქალაქეობრივი თვალსაზრისით, ქართველი ხარ. ცნებებია აღრეული და ესეც დიდი უბედურებაა. არ გვინდა, გავუსწოროთ თვალი სიმართლეს, რომ საქართველოში სხვადასხვა ხალხები კი არ ცხოვრობენ, არამედ, ერთიანი საქართველოს ხალხი, სადაც ეთნიკურ ქართველებთან ერთად, არიან სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. რატომ არის სიტყვა "ერი"~ უფრო კრებითი, ვიდრე _ "ეროვნება"?! მაშინ, ვინ ვარ მე? მაშ, სადაა ჩემი სამშობლო? როგორია ჩემი იდენტიფიკაცია ეთნიკური ნიშნით? ვაცხადებ: მე არ ვიცი! მე ვერ ვპოულობ ეთნიკურ უჯრედს, რომელიც უნდა შევავსო. ჩემი მოქალაქეობრივი იდენტიფიკაცია, რაღა თქმა უნდა, ქართულია და ეთნიკური ნიშნითაც, ალბათ, უფრო ქართველი ვარ, თუმცა საზოგადოების 10 წევრიდან 9-ს მიაჩნია, რომ სომეხი ვარ, თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ ჩემი "გალაღებული"არსებობა ჩვენს ქვეყანაში ბევრისთვის ქართული ტოლერანტობის კიდევ ერთი დასტურია, ე.ი. ჩემი "სომხობა"გარკვეულწილად სარეკლამო ხასიათისაა... აქვე, მინდა, აღვნიშნო თბილისური კულტურის ფენომენის შესახებ, რომელიც თავად არის პოლიეთნიკური და გავიხსენო სერგო ფარაჯანოვი, რომელიც სწორედ ამ კულტურის ნაყოფია. თბილისმა შვა იგი. სერგო ფარაჯანოვი რომ სომხეთში გაზრდილიყო, ის ვერ იქნებოდა ფარაჯანოვი. ნებისმიერი დიდი მეგაპოლისი _ თბილისი იქნება ეს, ვენეცია თუ ნიუ იორკი, ქმნის საკუთარ განუმეორებელ კულტურას."
 გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, სჯობს, ერთად კარგი საქმეები ვაკეთოთ, მით უმეტეს, როცა ასეთი რეჟიმის პირობებში გვიწევს ცხოვრება. ამიტომ, საჭიროა ერთიანობა და გააზრებული წინააღმდეგობის გაწევა.

იური მეჩითოვი_ ქართულ-სომხურ სიგიჟეებზე


                    ჩემი `სომხობა" სარეკლამო ხასიათისაა!

  ფოტორეპორტიორების საქმესა და `რელიგიის კანონთან~ დაკავშირებულ აჟიოტაჟზე "ქართული სიტყვა"ფოტოჟურნალისტს იური მეჩითოვს ესაუბრა.

_ ბატონო იური, ფოტოჟურნალისტების მხარდასაჭერად გამართული აქციებში აქტიურად მონაწილეობთ. ესე იგი, გჯერათ, რომ ეს ბიჭები უდანაშაულონი არიან?
_ ბრალდება სრულიად უაზროა, რადგან ფოტოგრაფიის საქმიანობას არანაირი კანონი არ ზღუდავს და ისიც ყველამ ვიცით, თუ როგორ მოიპოვებენ ძალოვანი უწყებები აღიარებას. არ მჯერა იმ მთავრობის, რომელიც პირად ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს! ჩემს დაპატიმრებულ კოლეგებს ვიცნობ და მათი ჯაშუშობის იმ უბრალო მიზეზის გამო არ მჯერა, რომ მათ საიდუმლო მასალებზე ხელი არ მიუწვდებოდათ. კარგად ვიცი, თუ რა მოხდა რეალურად _ ეს ადამიანები 26 მაისის მსხვერპლნი არიან! ხელისუფლებამ 26-ში სასაკლაო მოაწყო და საკუთარი მოსახლეობა გაწირა!
ჟურნალისტები, რომლებმაც გადაიღეს და გაავრცელეს ეს შემზარავი ფოტოსურათები, ჯაშუშებად შერაცხეს. არადა, ამ ადამიანებმა აგვისტოს ომის თავს სწირავდნენ, საკუთარი სიცოცხლის ფასად იღებდნენ ომის ამსახველ საშინელ სცენებს.
_ გეთანხმებით, მაგრამ 26 მაისის სასაკლაოს ამსახველი ფოტოების გავრცელების უფლება პრეზიდენტის პირად ფოtოგრაფსაც ჰქონდა?
_ ირაკლი გედენიძე მონა ხომ არაა? ის აგრეთვე სააგენტო როიტერის სტრინგერი არის. რატომ არ უნდა გადაეღო 26 მაისის კადრები, მით უმეტეს, მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ მსოფლიოსთვის სიმართლე ენახებინა! მისი მხრიდან ეს მოქალაქეობრივი ვალიც იყო!.. ხალხს ამ უსუსური არგუმენტებით მათ ჯაშუშობას ვერ დააჯერებენ. რაღაცებს სთხზავენ და რაც მეტს შეთხზავენ, მეტად გაებმებიან. უკვე მარაზმში არიან!
_ ბატონო იური, მოდით, გულახდილად მითხარით, `რელიგიოურმა კანონმა~ სოხმებს რა პრივილეგია მისცა?
_ ის აურზაური, რაც ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ ატყდა, ჩემთვის გასაგებია, რადგან იურიდიულად გაუმართავი დოკუმენტია. მერე ეს კანონი დაჩქარებული წესით ქართულ ეკლესისთან, პატრიარქთან შეუთანხმებლად მიიღეს. ჯერ კანონი მხოლოდ 5 კონფესიას ეხებოდა, მერე ყველა გაათანაბრეს და ასე შემდეგ. რადგან ყველაფერი გარეგინ მეორეს ვიზითს მოყვა, ამან ბუნებრივად გამოიწვია ანტისომხური გრძნობები, რაც ძალზე სამწუხაროა. რაც შეეხება მართმადიდებლობასთან სხვა კონფესიების გათანაბრებას, ეს რეალურად ჩემის აზრით ვერც მოხდება იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართმადიდებელია.
_ მაპატიეთ და, რომელი აღმსარებლობის ბრძანდებით?
_ საკუთარ თავს ეკლესიურად არ მივიჩნევ, არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ ვარ. ფორმულა მაქვს, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი და მერე, ადამიანებმა _ რელიგიები. მაგრამ მე არ უარვყოფ ღმერთს, როგორც შემქმნელს და დიდ პატივს ვცემ ყველას ვისაც ნამდვილად ღმერთის სწამს და ვის გულშიც სიყვარული სუფევს. საერთოდ, ჯობია, აზროვნება დავიწყოთ და ბავშვივით არ მოვიქცეთ... რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩვენ ქართველები და სომხები არ ვიცნობთ ერთმანეთის კულტურას.გაცილებით მეტი ვიცით შორეულ ქვეყნების შესახებ. ის სადავო საკითხებიც, რომელიც ჩვენს შორისაა, ძმების ჩხუბს უფრო ჰგავს. ისტორიულად ძალიან ბევრი გვაქვს საერთო, თორემ ქართველები და სომხები უცხოები რომ იყვნენ, გასაყოფი რა ექნებოდათ?! გვაქვს ჩუქჩასთან რამე გასაყოფი? _ არა და იმიტომ, რომ შორსაა.
_ მაგრამ, "ძმობა" იმას არ ნიშნავს, საქართველოს ტერიტორიები მიითვისო. არ მეთანხმებით?
_ ტერიტორიებზე საკითხი არ დგას. ის 6 სომხური ეკლესია, რომელზეცაა საუბარი, როგორც მე ვიცი ნამდვილად სომხურია, მაგრამ როცა ამის უბრალოდ `დაშვება~ მეცნიერსაც არ უნდა და წარმოუდგენლად მიაჩნია, ეს უკვე გაუგებარია. ჩვენ თვალწინ ეს უპატრონოდ ქცეული, „სადავო“ ეკლესიები ინგრევა.. ამ ეკლესიების მოვლა სახელმწიფოს ვალია და თუ სომხებს მივცემთ საშუალებას, რომ თავისას მოუარონ, მოუვლიან. იურიდიული სტატუსიც სწორედ ამიტომ სჭირდებოდათ, რომ რესტავრაცია და მოვლა-პატრონობა შესძლებოდათ. საბოლოოდ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ყველა ძეგლი - სომხური ეკლესია, სინაგოგა თუ მეჩეთი ჩვენი სიმდიდრეა, ჩვენს ქვეყანას ამშვენებს!
_ 6 ტაძრის გარდა, როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, სომხებს პრეტენზია 300-მდე ქართულ ეკლესიაზე აქვთ, მათ შორის, მცხეთის ჯვარზე. ამაზე რას იტყვით?
_ რატომ სამასი, ზოგი 600 ასახელებს, საუბარი კი სულ 6 ეკლესიაზეა. თუ ვიღაც ექსტრემისტი იტყვის, მცხეთის ჯვარი სომხურია და რუსთაველიც სომეხიაო, ეს სიგიჟეა. არის ერთ მხარეს სიგიჟე სომხური, რომ ყველაფერი სომხურია, მეორე მხარეს _ სიგიჟე ქართული, რომ სომხების არაფერია. საბავშვო ბაღია! მე არ ვაწერ ხელს არც ქართულ და არც სომხურ სიგიჟეს. ერთსაც ვიტყვი: სომხების მიერ აშენებულიც არ ნიშნავს, რომ ძეგლი სომხურია. სომხები, როგორც წესი, კარგი მშენებლები იყვნენ. ძეგლზე ერთი და ორი სომხური წარწერაც რომ იყოს კუთვნილების დასტურად ვერ გამოდგება. მოკლედ, მხოლოდ გიჟი თუ იტყვის, მცხეთის ჯვარი სომხურიაო.
_ და ამ სიგიჟეს რა უნდა დავუპირისპიროთ?
_ ობიექტური მიდგომა... თავისუფალი აზროვნება მაშინ იწყება, როცა ჭეშმარიტების ძიებაში ხარ. ქართველს უკეთია `ქართული სათვალე~ და
ასეთივე სათვალე აქვთ სომხებსაც და ისინიც მხოლოდ თავიანთი გადმოსახედიდან იყურებიან. ამიტომ ჭეშმარიტება უნდა დაადგინოს ნამდვილმა მეცნიერმა, რომელიც ნებისმიერი სათვალებისაგან თავისუფალია. თუ ჩვენ არ შეგვიძლია მიუკერძოებლები ვიყოთ, მოვიპატიჟოთ უცხოელი მეცნიერები და ერთად ვიმსჯელოთ ყველაფერზე. ოღონდ ნუ ჩავრთავთ ამ საქმეში ანგარებიან ხალხს, ვისაც უყვარს მღვრია წყალში თევზის ჭერა...
_ ბატონო იური, "ქართველ სომეხს" გეძახიან. მაინც, რომელი სათვალით იყურებით თუ სათვალე მოხსნილი გაქვთ?
_ არაერთგზის მითქვამს, თხუთმეტჯერ რომ მეწეროს პასპორტში სომეხი, მე მაინც ვიქნები საქართველოს შვილი და მოვემსახურები ჩემს ქვეყანას.
ისე ვცდილობ ყოველთვის ობიექტური ვიყო, ფაქტებს დავეყრდნო და ქართველებსაც და სომხებსაც ყოველთვის სიმართლეს ვეუბნები. ეთნოფსიქოლოგია ჩემთვის ჰობია. 2005 წელს ზურაბ კიკნაძის თხოვნით ერთგვარი კვლევაც დავწერე, სადაც კარგად ჩანს ჩემი მიმართება, თვითგამორკვევა და სახელმწიფოებრივი აზროვნება. თქვენს შეკითხვაზე პასუხს ამ კვლევიდან ერთი ფრაგმენტი უფრო ამომწურავად გაგცემთ:
"საქართველოში გაზრდილი ადამიანი არის ამ მიწის შვილი, ყველაფერი, რაც ამ მიწას სტკივა, გტკივა შენ და ე.ი., მოქალაქეობრივი თვალსაზრისით, ქართველი ხარ. ცნებებია აღრეული და ესეც დიდი უბედურებაა. არ გვინდა, გავუსწოროთ თვალი სიმართლეს, რომ საქართველოში სხვადასხვა ხალხები კი არ ცხოვრობენ, არამედ, ერთიანი საქართველოს ხალხი, სადაც ეთნიკურ ქართველებთან ერთად, არიან სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. რატომ არის სიტყვა "ერი"~ უფრო კრებითი, ვიდრე _ "ეროვნება"?! მაშინ, ვინ ვარ მე? მაშ, სადაა ჩემი სამშობლო? როგორია ჩემი იდენტიფიკაცია ეთნიკური ნიშნით? ვაცხადებ: მე არ ვიცი! მე ვერ ვპოულობ ეთნიკურ უჯრედს, რომელიც უნდა შევავსო. ჩემი მოქალაქეობრივი იდენტიფიკაცია, რაღა თქმა უნდა, ქართულია და ეთნიკური ნიშნითაც, ალბათ, უფრო ქართველი ვარ, თუმცა საზოგადოების 10 წევრიდან 9-ს მიაჩნია, რომ სომეხი ვარ, თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ ჩემი "გალაღებული"არსებობა ჩვენს ქვეყანაში ბევრისთვის ქართული ტოლერანტობის კიდევ ერთი დასტურია, ე.ი. ჩემი "სომხობა"გარკვეულწილად სარეკლამო ხასიათისაა... აქვე, მინდა, აღვნიშნო თბილისური კულტურის ფენომენის შესახებ, რომელიც თავად არის პოლიეთნიკური და გავიხსენო სერგო ფარაჯანოვი, რომელიც სწორედ ამ კულტურის ნაყოფია. თბილისმა შვა იგი. სერგო ფარაჯანოვი რომ სომხეთში გაზრდილიყო, ის ვერ იქნებოდა ფარაჯანოვი. ნებისმიერი დიდი მეგაპოლისი _ თბილისი იქნება ეს, ვენეცია თუ ნიუ იორკი, ქმნის საკუთარ განუმეორებელ კულტურას."
გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, სჯობს, ერთად კარგი საქმეები ვაკეთოთ, მით უმეტეს, როცა ასეთი რეჟიმის პირობებში გვიწევს ცხოვრება. ამიტომ, საჭიროა ერთიანობა და გააზრებული წინააღმდეგობის გაწევა.

Friday, July 1, 2011

გზავნილი მსოფლიოს

                                 
 ……“წერილის წერა უმისამართოდ დავიწყე, მინდა ჩემი სიტყვები ყველას ეკუთვნოდეს რასის და აღმსარებლობის განურჩევლად... არ ვიცი სად და როდის გამოირიყება, უბრალოდ მინდა დავწერო, ეს არიის ჩემი გზავნილი კაცობრიობისათვის!
   მე ჰარი ვარ, ჰესეს პერსონაჟი, ტრამალის მგელსაც კი ვადარებდი თავს. მეგონა იდიალები იყო ცხოვრებაში ყველაზე მთავარი, მუდმივად ვცდილობდი  ჩემს თავში ადამიანურის და მგლურის გამიჯვნასთუმცა ჩემი შეხედულებები  რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც არაორდინალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში მოვხდი, ახლა აღარ მსურს პათეტიკურად ვისაუბრო მორალზე, გავკიცხო ადამიანები, საკუთარი თავი ზეადამიანად მიმაჩნდეს. ცხოვრება გაცილებით ადვილია როდესაც ზედმეტ  თვითგვემასა თუ თვითკმაყოფილებას არ მიეცემი, თუ შეხედავ ყველაფერს პოზიტიურად ყველაფერი გაცილებით დიდი დოზით დაგიბრუნდება უკან, კოსმოსში გაშვებული ნებისმიერი ემოცია უკვალოდ არ ქრება.      არ  მოგაბეზრებ თავს ჩემი განვლილ ცხოვრებაზე საუბრით,  ჰესემ ყველაფერი გაცილებით კარგად გიამბო,   შენ ახლა ვინც ზღვის ნაპირას ზიხარ, არ აქვს საუკუნეს მნიშვნელობა,  ცხოვრებაში სიკეთით და სიყვარულით იარე, ღმერთი ეძებე ადამიანებთან ურთიერთობაში და არა ცაში!  
 საოცარია მაგრამ ადამინი ბევრად ბედნიერია მაშინ როდესაც ყველაფერს აკეთებს თავისი სურვილით,   მათ შორის ბევრ აკრძალულ ნაბიჯს დგამს,  ზღვარსაც აბიჯებს და შეხედულებებსაც. დაიმახსოვრე,  აბსურდის თეატრია ეს ცხოვრება და  ყველაფერი გააკეთე ბედნიერებისთვის, საკუთარ თავთან სიმართლე გერჩიოს ყველაფერს!  
 ჩემი ნაწერი, იქნებ უაზრო ლაყბობად ჩათვალო, მაგრამ თუ კიდევ შერჩენია დედამიწას გონიერება, ალბათ მიმიხვდები სათქმელს, ახლა მინდა მხოლოდ კარგზე ვწერო და ჩემი ემოცია გაგიზიარო, თუ იპოვი ვინმეს შენს ირგვლივ რომელთაც ადამიანის შეცნობის სურვილი კვლავ ამოძრავებთ უამბეთ ჩემზე, გადაეცით ჩემი ნათქვამი, მერე თავად განსაჯოს  თითეულმა რა ტაქტიკით იცხოვროს”…
                                                                                           ჰარიტრამალის მგლიდან
 ...მე მაკუნა ვარ 2011 წელია, საინტერესო კონკურსში გავიმარჯვე და კვარიათში ,  სასტუმრომარტინისკომფორტით ვტკბები, თუმცა სულიერმა კომფორტმა რატომღაც  დამივიწყა, ასეთ დროს მარტო ყოფნა და ფიქრი მიყვარს, ზღვის ნაპირზე განსაკუთრებით. ამიტომ შეუმჩნევლად ვიპარები სანაპიროსკენ, შავი ზღვა სულაც არაა მშვიდი, საოცრად მგავს სიბობოქრეშიმიყვარს ამღვრეულ ზღვაში  ტალღებზე ლივლივი, მინდა ცუდი ენერგია ზღვაში დავტოვო, უკმაყოფილოდ ვისწორებ ჩემი მალინისფერიპლავკის  ზონარს და ტალ Rებში ვეშვები , თანდათან მითრევს , უკვე ბუნდოვნად ვარჩევ სანაპიროს, თუმცა  უახლოვდები ზღვაში მოტივტივე საგანს, მისკენ მივისწრაფი. ბოთლიას ფორმა აქვს ეგზოტიკურა, მგონი ცინკისაა. მივცურე, ტალღებთან ბრძოლისას როგორღაც დავისაკუთრე, ინტერესი მკლავს,  რა შეიძლება იყოს  შიგნით ,სასწრაფოდ ნაპირისკენ მივცურავ, ფიქრში უამრავი მოლოდინი ირევა, მინდა წერილი იყოს ჩემიასტრალური სიყვარულისგანრომელმაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია და ახლა გისოსებს მიღმაა, ფანტაზია თუ არის ფანტაზია იყოს წარმოვიდგნე , რომ მან გამოატანა ზღვას წერილიიფისმსგავსი ციხიდან...
  რეალურ ნაპირამდე ამ ილუზიებით როგორღაც მივაღწიე . ვკითხულობ ჰარის წერილს, სიამოვნებისგან მეღიმება, კვლავ დამიბრუნდა სულიერი კომფორტი. გადავხედე განვლილ 25 წელს, ბევრი რამ ვიგემე ცხოვრებისგან, ცუდი უფრო ბევრი, თუმცა სიყვარულით ვაგრძელებ ცხოვრებას, მრავალფეროვნად,  ჰარისი კარგად მესმის, ის დიდი დოზითაა  ცოცხალი  ჩემში და ალბათ ბევრ თქვენგანში!
  ჩემო ჰარი, შენი წერილი უკვეფეისბუქზედევს, შენი ენა იქნებ გაუგებარიც იყოს, “ცუკენბერგელებისთვისJ ..  შენმა წერლიმა საუკუნეზე მეტი იარა, სანამ ჩემამდე მოაღწევდა , მე კი ერთ  წამში გადავცემ ადამიანებს:” იცხოვრონ სიკეთით და სიყვარულით”!

Wednesday, June 29, 2011

რეპორტაჟი ჩაფლავებული “ზასაობა ფართიდან”


  24 ივნისსს, საღამოს 8 საათისთვის ქართველებისათვის აქამდე უჩვეულო აქცია გაიმართა, თურმე რამდენიმე დღის წინ ახალგახსნილი რიყის პარკის დაცვის თანამშრომელს “მოკოცნავე” წყვილისთვის შენიშვნა მიუცია,” აქ არ შეიძლებაო” ! ახალგაზრდებმა ეს ფაქტი აიტაცეს, გააპროტესტეს “ ფეისბუქით” , აქციაც ამ მიზეზით დაიგეგმა.
  ორგანიზატორები იმუქრებოდნენ  “8საათზე მოვალთ წყვილები და ვაჩვენებთ ყველას, კოცნის დაშლა როგორ უნდაო”!
 დაანონსებული დემონსტრაციის მსგავსმა ფორმამ , რა თქმა უნდა "უმალ" მიიპყრო ქართული თუ საერთაშორისო მედიის ყურადღება, სანახაობის მოლოდინში დანიშნული დროისთვის ხალხმა გროვება დაიწყო, მაგრამ ჟურნალისტების სიმრავლე ვერც სეირის მაყურებლებმა და ვერც მოსიყვარულე წყვილებმა დაფარეს.
 აქციის ორგანიზატორის გიორგი კიკონიშვილის გამოჩენამ მასობრივი კოცნის დაწყების მოლოდინი გაგვიმძაფრა ჟურნალისტებს. მაგრამ , ჰოი საოცრებავ, სამი წყვილის გარდა ვერავინ გაბედა ერთმანეთთან საჯაროდ ამბორი, თუმცა საღამოს სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია ქართველმა გოგოების წყვილმა, გაბედეს და საჯაროდ აკოცეს ერთმანეთს.
 ყველაზე გამბედავებიც კი, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს პარკში “მოზასავე” წყვილებს, კამერებისკენ ცალი თვალით იმზირებოდნენ და “ვალმოხდილები” სწრაფად წყვეტნენ სასიყვარულო ამბორს.
ერთმა წვერგაუპარსავმა ახალგაზრდამ მცდელობა არ დაიშურა როგორმე აეყოლიებინა წყვილები, ისტორიული პარალელები აღა-მაჰმად- ხანთანაც გაავლო და ერს უმტკიცებდა რომ მისი შემოსვლის შემდეგ საშიში აღაფერი იყო, მითუმეტეს უწყინარი კოცნა, შეგონებებით რომ ვერაფერს გახდა ისევ თავის “გოგოს” მიუბრუნდა და დაუმტკიცა " ვაჟკაცობა".
 სხვათაშორის, ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც შუადღის შოუდან აქტიურად მოუწოდებდა წყვილებს რიყის აქციაზე მისვლას და კოცნაობას, დემონსტრაციაზე არსად დამინახავს თავის წყვილთან ერთად. გიორგი კიკონიშვილი კი პროტესტის ჩავარდნას და წყვილების სიმცირეს ტრადიციულად სირცხვილით ხსნიდა.  ჰოდა იქნებ იმ დაცვის თანამშრომელსაც შერცხვა და იმიტომ დაუშალა, თორემ კანონი მართლაც, რომ არ კრძალავს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ამბორს, მეტიც თავად პრეზიდენტი მოუწოდებდა ახალგაზრდებს აქტიურად მოფარებოდნენ ბუჩქებს. ამ მთავრობას ზნეობის დამცველობას ნამდვილად ვერ მივაწერთ. ამიტომ აქციაც რეალურად უსაფუძვლოდ ატეხილ აჟიოტაჟს უფრო გავდა , ვიდრე გააზრებულ სამოქალაქო ახალგაზრდულ პროტესტს.
 ჟურნალისტები და ოპერატორები კი საინტერესო კადრების სიმცირის გამო , ხან კამერის ობიექტივსს კოცნიდნენ, ან კიდევ თავის მდედრობით კოლეგებს გვეხუმრებოდნენ , ჩვენ დავიწყოთ კოცნაობაო, მოკლედ მასობრივმა აქცია-პერფონანსმა აშკარა კრახი განიცადა. რუსი ჟურნალისტები ქილიკობდნენ, “საქართველოში სექსი არ არსებობსო” , სექსი რომ ნამდვილად არსებობს ეს უპრეცედენტოდ გაზრდილ აბორტების რაოდენობაში აისახება, თუმცა ჩვენი ქვეყნისათვის არატრადიციულ პროტესტის ფორმაშიც გამოჩდა რომ ქართველები ყველაფერს მხოლოდ კულუარებში აკეთებენ!

Thursday, June 16, 2011

"ავტობიოგრაფისეული"...ანუ როგორ ვაქციე ზურგი საკუთარ დედას.....

  დაკარგულები


  რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით " ქართული სიტყვა" შეეცდება ადამიანებს დაეხმაროს ერთმანეთის პოვნაში... ძალიან მძიმეა როცა იცი შენი სისხლი და ხორცი, თუნდაც მეეგობარი,  სადღაც არის და ტექნოლოგიების საუკუნეშიც კი გიჭირს მას ხმა მიაწვდინო.
ბოლომდე ვერასდროს მიხვდები ამ განცდას,  თავად თუ არ გაწუხებს დაკარგუულის ნახვის სურვილი... ამიტომ უფრო გულწრფელი და რეალური რომ იყოს ის , რაც ჩვენი გაზეთის ფურცლებზე მოხვდება, რუბრიკის პირველ ისტორიაში პირადი სატკივრის შესახებ გიამბობთ.
  ისევე როგორც უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, მეც ვეძებ... გამოგიტყდებით აქამდე რეალური ნაბიჯი არ გადამიდგამს ამ მხრივ...ახლა კი მოვიდა ის დრო როცა უნდა ვიმოქმედო და ....ვიწყებ....
 მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი მშობლები ჯერ კიდევ მაშინ დაცილდნენ,  როცა 5 წლის ვიყავი....მაშინაც და მომდევნო წლებშიც, ანუ ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში შემეძლო ადამიანისათვის დაუფიქრებლად მესროლა ტალახი და გამეკიცხა... სწორედ ასე ვაქციე საკუთარ დედას ზურგი, 5 წლის ბავშვი დავდექი მორალის სადარაჯოზე... ჩემი და ჩემი უფროსი დის დაჟინებული მოთხოვნით, რომელმაც გავლენა მოახდინა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მამასთან დავრჩით! ( დედა ხომ ურჩხული გვეგონა)...
 მამიდამ და გაუთხოვარმა პაპიდამ გაგვზარდა, მათი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რაც შეეძლოთ არაფერს გვაკლებდნენ...თუმცა დედის სითბო დამეთანხმებით სხვაა...   
  სკოლა ისე დავამთავრე, მისი სახელის გაგონებაც არ მინდოდა, ვამაყობდი კიდეც ჩემი საქციელით და სკოლის კარებთან ნაირ–ნაირი ტასაცმლით და ტკბილეულით მდგარ დედას ფანჯრიდან ვეპარებოდი, მტრად მიმაჩნდა, მოღალატედ....
   წლები გავიდა, გავიზარდე, ახლა 25–ის  ვარ... ცხოვრების სირთულე მეც ვიწვნიე, მივხვდი,  რომ ძნელია ყველასათვის სანიმუშო იყო, ბოლოსდაბოლოს ანგელოზები ხომ არ ვართ ადამიანები ვართ და გვეშლება... ისიც არ ვიცი შეეშალა თუ არა მაშინ დედას, მამაჩემს ხომ არც თუ ისე კარგი ხასიათი აქვს.. ბავშვობაში ჩადენილი სისასტიკე მოსვენებას არ მაძლევს, დაუნდობლად ვაქციე ზურგი საკუთარ დედას....არ ვიცი რა არის დედის სიყვარული...დედა ჯერ კიდევ სულ პატარამ საბოლოოდ დავკარგე... მაგრამ ამჟამად მას არ ვეძებ!...
........უკვე სხვა სამყაროს ნაწილია, დაახლოებით მე–10 კლასში ვიქნებოდი როცა შევიტყვე მისი გარდაცვალების ამბავი, თუმცა უკვე დასაფლავებული იყო და დედის დაკრძალვასაც კი არ დავსწრებივარ.
 თურმე ძალიან მძიმედ იყო ავად, უკურნებელი სენით... სიცოცხლის ბოლო წლებში მხოლოდ ჩემი დის ნახვა შეძლო ისიც ერთხელ. გაიგო რომელ უნივერსიტეტშიც სწავლობდა და იქ მიაკითხა (ამის შესახებ ერთი წლის წინ მითხრა ჩემმა დამ)...უკვე ძალიან დასუსტებული ყოფილა ავადმყოფობისაგან, დედას თან პატარა ბიჭუნა ახლდა... ჩემი ძმა, რომელიც მეორე ქმრისგან ჰყოლია. ერთადერთი რაც დედის მეორე ოჯახის შესახებ ვიცი, ისაა რომ კახეთის რომელიღაც რაიონში (სავარაუდოდ გურჯაანშია)....არც გვარი ვიცი, ჩემს პატარა ძმას კი გიორგი ჰქვია, სავარაუდოდ 12 წლის უნდა იყოს. დედის მხრიდან ნათესავებთანაც არანაირი კონტაქტი არ მქონდა. დედაჩემი მანანა კიკნაძე იყო, დედისერთა, არც ყავდა ძალიან ახლობელი ნათესავი, ბაბუაჩემი კი სანამ ცოცხალი იყო დროგამოშვებით გვნახულობდა (თავიდან მასთან ურთიერთობაზეც უარს ვამბობდით).
 კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: დედამ ჩემს დას გააცნო თავისი მეგობარი მაია ძიძი შვილი, რომელიც ჩემი ძმის ნათლიაა.მაია ქავთარაძეზე ცხოვრობდა, ჩემს დას ნომერიც ჰქონდა, მაგრამ ამჟამად ამ ქუჩაზე სატელეფონო ინდექსი შეიცვალა და ვერ დავუკავშირდით...
 განსაკუთრებით ბოლო წელია ბევრს ვფიქრობ დედაზე... წარსულის შეცვლა არ შემიძლია, მაგრამ გარდაცვლილი დედის მხარდაჭერას სულ ვგრძნობ, როცა ძალიან მიჭირს ვთხოვ მის სულს, იქედან დამეხმაროს... მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა და მითხრა, რომ მისი მეგობარი მაია მომეძებნა...
 აქამდე რაღაც მაკავებდა, თუმცა შემეძლო მემოქმედა... პირველი ნაბიჯი კი ეს სტატია იქნება, თუ ვინმეს ეცნობა ჩემი ისტორია და ხმა მიუწვდება ამ ქალბატონთან, ვთხოვ გამომეხმაუროს ! ...რადგან მხოლოდ მაია ძიძიშვილის წყალობით შევძლებ ჩემს პატარა ძმასთან დაკავშირებას.. დედას ხომ ბავშვობაში უნდობლად მოვექეცი და ახლა როცა გაცნობიერებული მაქ ყველაფერი არ მინდა სისხლი და ხორცი ისევ დავკარგო სამუდამოდ....
 ჩემი ისტორია ვფიქრობ სტიმული იქნება თქვენთვის, რომ მოხვიდეთ და თქვენი გულისტკივილი და წადილი გაუზიაროთ მკითხველს, იქნებ ის ერთი ზის და ელოდება თქვენს წერილს, ვინ იცის?
 თქვენც გადადგით პირველი ნაბიჯი დაკარგული ადამიანის საპოვნელად... მე მჯერა მივაღწევ დასახულ მიზანს, ვიპოვი დედაჩემის მეგობარს და ჩემს პატარა ძმას!... თქვენც დაიჯერეთ და შემოგვიერთდით!

Saturday, June 4, 2011

მდუმარე მანიფესტი_ "ბრბოდან" საზოგადოებამდე!


 26 მაისის ღამის მოვლენებიდან ორ დღეში ქართულმა საზოგედოებამ ძალადობის წინააღმდეგ მანიფესტაცია მოაწყო.
აქციის დაანონსება მხოლოოდ სოციალური ქსელ "ფეისბუითა" და რამოდენიმე დამოუკიდებელი მედიასასუალებით მოხდა, აქციის ორგანიზატორები რომელთა შორისაც იყვნენ : ”საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა”,მედია–კავშირი "ობიექტივი", ქართული აკადემია"," ყოფილი პოლიტ. პატიმრები", "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" , ინფორმაციიის სიმწირის გამო ნამდვილად არ ელოდნენ ამდენ ადამიანს რუსთაველის ძეგლთან!
ხალხმა შეკრება დათქმულ დროზე ადრე დაიწყო, ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახავდით ყველა პროფესიაასა და მსოფხედველობის ადამიანს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ჩანდნენ შორი–ახლოს, როგორც თავად ამბობდნენ, ამჯერად მოქალაქეობრივი სტატუსით!
აქციაზე არ იგრძნობოდა არც ფულისა და არც "სხვა ქვეყნის" სუნი, აპარატურაც კი არ ქონდათ გამართული აქციის ორგანიზტორებს, ამიტომ მეგაფონით გააცნო ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას ტექსტი ,რომელიც ევროკავშირის ელჩს, ევროსაბჭოს, დიპ. კორპუსსა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს გაეგზავნებათ.
მიმართვაში უფლებათადამცველებიგმობდნენ ხელისუფლების ქმედებას, 26 მაისის ღამეს , დარბევა შეფაფასებულია," როგორც სასტიკი სადამსჯელო, უკანონო ღონისძიება, საკუთარი მოქალაქეების მიმართ" , ასევე წამოყენებულია მოთხოვნები: "გამოიძიონ 26 მაისის მოვლენები, დამნაშავეები დასაჯონ, გაათავისუფლონ უკანონო პატიმრები და გამოქვეყნდეს ინფორმაცია გაუჩინარებულების შესახებ."

მიმართვის წაკითხვის შემდეგ გადაწყდა მდუმარე მსვლელობის მოწყობა რუსთაველის გამზირზე!
 წლების მანძილძე თბილისს უამრავი საპროტესტო აქცია ახსოვს, თუმცა ეს იყო პირველი საზოგადოებრივი აქტიურობა ლიდერების გარეშე, ადამიანები, ვინც პარლამენტისკენ მიემართებოდნენ არ ეძებდნენ თავიანთ რიგებში გმირსა და წინამძროლს , რომლის მოწოდებებსაც გაჰყვებოდნენ, არც "კუნთმაგრობა" იყო აქტუალური მანიფესტანთტა რიგებში...
....მსვლელობას წინ ტრანსპარანტები მოუძღვის – არა ძალადობას, Free Media… ხალხი გზადაგზა უერთდება დემონსტრაციას.
მსვლელობის მონაწილეები გზადაგზა ჩერდებიან და ახალშემოერთებულებს ელოდებიან. მათ შორის ყველა ასაკის ადამიანები არიან, მრავლად ჩანან ახალგაზრდები.
ჩემს გვერდით რატი ამაღლობელს ვამჩნევ.
რატი ამაღლობელი: "დღეს არის ადამიანის ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის მცდელობა! ნელ– ნელა ვპოულობთ დაკარგულ და გარდაცვლილ ადამიანებს! ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ვერ ხერხდება ადამიანების მოზებნა შესაბამისი ორგანოების მიერ? ეს ხომ სასაცილოა?! ადამიანები არიან გამქრალნი, არ ვიცით რამდენია მსხვერპლი?! პროტესტი არის მიმართული სრულიად არაადეკვატური, სრულიად არაბუნებრივი, ძალადობისა და შურისძიების წინააღმდეგ , რომელიც განახორციელა ხელისუფლებამ, საკუთარო მოსახლეობის მიმართ . ეს ხდება უკვე არაერთი წელია! საკმარისია!"
... რამდენიმე წუთში იფარება რუსთაველის გამზირი ხალხით, წყდება მოძრაობაც, მდუმარების მსვლელობას დროდადრო მხოლოდ ტაშის ხმა არღვევს, რითაც მანიფესტანტები ხალხის ახალ–ახალ ნაკადს ესალმებიან!
პარლამენტიდან ვარდების მოედნამდე ქუჩა სავსეა არა უბრალოდ "ბრბოთი", როგორც აქამდე ხდებოდა ხალხის მოხსენიება, არამედ საზოგადოებრივად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებით!
მსვლელობა პარლამენთთან ჩერდება!

საზოგადოება წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს ტრაგედიის ღამეს გარდაცვალებულთა ხსოვნას!
შემდეგ კი კონკრეტული მოთხოვნები გაისმის:
„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა დაისაჯოს ყველა ვინც 26 მაისს ძალაუფლებას გადაამეტა, გამოუშვან ყველა, ვინც დაიჭირეს, მოიძებნოს ყველა ვინც დაკარგულია და სიმართლე გვითხრან ბოლოსდაბოლოს"! - მიმართავს „წინააღმდეგობის მოძრაობის" თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი პარლამენტთან შეკრებილ ადამიანებს. თუმცა მეგაფონის ხმა ვერ აღწევს ეკანა რიგებში, მაგრამ ულიდერო აქციაზე ეს მეორეხარისხოვანია. ადამიანები ერთმანეთს გადასვცემენ ნათქვამს! არც საკუთარი აზრის გამოთქმას ერიდებიან, სხვადასხვა მხრიდან ისმის ფრაზები:
"გაიგოს ყველამ, რომ საქართველო ჩვენია და არა სააკაშვილის”....
" ვეღარ მოგვატყუებენ პოლიტიკოსები, დღეს ჩვენია ეს ტრიბუნა".
 ზოგი ხელისუფლების ქმედებას გენოციდს უწოდებს საკუთარი ხალხის მიმართ! ისმის კრიტიკა ოპოზიციის მიმართ, ერთადერთი ვის მიმართაც სოლიდარულები არიან მოქალაქეები ხალხია, რომელიც დაარბიეს, დახოცეს და გააქვრეს. გამოკვეთილად ულისამაჩუყებელია სასოწარკვეთილი დედის ვედრება, რომელიც ჟურნალისტებს შვილის ფოტოს უჩვენებს , ეხვეწება ყველას დაეხმარონ მის პოვნაში:
" 25ის შემდეგ აღარ მინახავს ბავშვი შვილო, მეტს არაფერს ვითხოვ გამოაჩინონ ჩემი შვილი, არც დაპატიმრებულების სიაშია და ვერც საავადმყოფოებში ვნახეთ, მივმართე სახალხო დამცველის ოფისსაც! როგორც გავიგე 26–ში აქციამე არ მიუღწევია , სამართალდამცავებმა აიყვანეს სანზონაში, კვალი დაკარგულია და არ ვიცი ცოცხალია თუ რა დაემართა! ასეა გამქრალი ბევრი ადამიანი და ყველა უნდა გაათავისუფლონ, ხალხი არაფერ შუაშია, აქციის ორგანიზატორები გარეთ არიან და ჩვენი შვილები რატომ უნდა აგებდნენ პასუხს?!"
ხალხის ტრიბუნად ქცეული პარლამენტის კიბეებიდან ისმის მოხუცი კაცის, დამსახურებული მასწავლებელი აღტკინებული შეძახილი:
" ეს იყო ბარბაროსობა, სირცხვილი. გენოციდი საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ალყაში მოაქციეს და უმოწყალოდ სცემდნენ ადამიანებს, განსხვავებული აზრის გამო! მე არ მომწონს რადიკალური პოლიტიკური ე.წ. ლიდერები, მათ ქმედებასაც ისევე ვგმობ, როგორც ხელისუფლების სიჯალათეს! უნდა გავაქტიურდეთ და ბოლო მოუღოთ ხალხით მანიპულირებას, ხალხმა უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე ერის მომავალი. ლოდინის დრო დამთავრდა!"
”დღეს ჩვენ თავად ვიწყებთ ბრძოლას, ჩვენ – საზოგადოებამ , თავად უნდა მივხედოთ ჩვენს თავს!"_ ესაა აქციის მთავარი ლოზუნგი.
ემოციური ფრაზები მრავლადაა, ჯერჯერობით არც რაიმე წინასწარ შემუშავებული გეგმაა, საბოლოოდ კი ხალხის აზრის გათვალისწინებით, დავით–თარხან მოურავი აცხადებს საკორდინაციო საბჭოს შექმნის იდეას კინოს სახლში, სადაც მოხდება ორგანიზება და სამოქმედო გემის ჩამოყალიბება!
თავიდან სამშაბათი გამოცხადდა შემდეგი აქციის დღედ, თუმცა საზოგადოების უმრავლესობა სკანდირებდა:" ყოველდღე, ყოველღე"...ამიტომ მომავალ დღეებშიც დაიგეგმა შეკრებები!
წინასწარ ძნელია პროცესების განსაზღვრა, თუმცა როგორც დღის ბოლოს შეფასდა : 28 მაისი იყო მართლაც" სამოქალაქო ერთობის დასაწყისი!", ერის " გამოღვიძების პირველი ნიშანი!"

აქციაზე მოქალაქეობრივი პოზიციის გამოსახატავად შეიკრიაბა ბევრი ცნობადი სახე, ისინი ტრიბუნის მიღმა აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას, აქციაზე დგომის მიზეზსა და მიზანს:
ბასა ჯანიკაშვილის თქმით, რაც 26 მაისს მოხდა, დარბევაზე მეტი იყო.
"ეს იყო ადამიანების სასტიკი ცემა. ჩიხში მოქცევა და ანგარიშსწორება, რაც კადრებიდან ნათლად ჩანს".
დავით მაღრაძემ კი განაცხადა, " აქციაზე დგას იმიტომ, რომ ჭირისუფალია სამშობლოსი იმ ძალადბა გმობს, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ასევე უერთდება აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს, სასწრაფოდ გაათავისუფლონ დაპატიმრებულები და გამოაჩინონ დაკარგულები!"

ლადო სადღობელაშვილი _ მოძრაობა "მამული, ენა, სარწმუნოება"_ ჩვენი მოძრაობა ყოველთვის ვიქნებით იმ პროცესების შუაგულში,რაც უსამართლობის წინაარმდეგ იქნება მიმართული. როგორც ხედავთ, თანდათან იზრდება მსხვერპლი, 26 მაისს მოხდა ხალხის გაწირვა, რაც რეალურად გამოისახა იმაში რომ 1500 მომიტინგეს დაეტაკა 4000 სპეცნაზელი, რომელებიც დაგეშილი იყვნენ ხალხის დასარბევად! ისე ეკვეთნენ ადამიანებს როგორც მტერს, ხელისუფლების ეს სისასტკე არის აღსაკვეთი და დასასჯელი!
 ასევე მინდა განვაცხადო ერთი რამ : უბედურებაში რაც დატრიალდა იმ ღამით, დიდი წვლილი მიუძღვის იმ ჟურნალისტებს, რომლებიც დარბოდნენ და ხან მოლოტოვის კოქტეილებზე ლაპარაკობდნენ და ხან კიდევ გადატრიალებაზე, აი ასეთი ჟურნალისტები ვინც პროვოკაციებს აწყობდა ხელისუფლებასთან ერთად არიან დასაგმობი!"
ეკა ბესელია(" სოლიდარობა უკანონო პატიმრებს")
" ჩვენ ვითხოვთ უდანაშაულო ადამიანების გათავისუფლებას, დამნაშავეების დასჯას და იმ რეპრესიების შეჩერებას რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მაჩვენეთ ერთი ადამიანი ვინც ამაზე პასუხისმგებლობას იღებს! დღეს სწორედ ბუნებრივი გამოძახილი იყო სამოქალაქო შეკრება...ქართველები არ ვართ ის ხალხი ვისაც ტანკებით ელაპარაკებიან, წყლის წავლით შლიან და უმოწყალოდ სცემენ. კარგია რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და აქ შეკრებილმა ადამიანებმა დააფიქსირა მკვეთრად თავისი პოზიცია და კიდევ ერთხელ დაგმო ძალადობა!
სწორედ ეს მუხტი იქნებ იყოს ჯანსაღი პროცესების დასაწყისი!აქ არ გაკეათდება პოლიტიკური განცხადებები , ეს სამოქალაქო მანიფესტაციაა!

ზურაბ აბაშიძე( თავისუფალი დემოკრატები): პირველ რიგში, აქ ვარ როგორც მოქალაქე ზურაბ აბაშიძე, ვარ სოლიდარული იმის მიმართ რისთვისაც საზოგადოება გამოვიდა. პირველ შედეგი უნდა იყოს გამოძიების ჩატარება, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს ვინც მოაწყო სასაკლაო 26 მაისის ღამით რუსთაველის გამზირზე!
პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და პირადად სააკაშვილს! ადამიანები მოკლეს, ბევრი გაუჩინარებულია, უამრავი ნაცემია!
სიახლე არაა მიხეილ სააკაშვილი რა ჯალათი და კაცთმოძულეა, მისგან ეს გასაკვირი არაა მაგრამ ეს აღარ უნდა გამოუვიდეს!
ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოუწევთ იმათაც , ვინც ფარად გამოიყენა ხალხი, მათ კარგად ესმოდათ საითკენ მიყავდათ პროცესები.
დღევანდელ აქციაზე დადი ნაწილი ის ადამიანები არიან, ვინც არ იყო გამოსული წინა დღეებში.
აღარაა იმის დრო ვინ რომელი პოლიტიკურ პარტიას უყურებს სიმპატიით, აქ საზოგადოებას აქვს წამყვანი ძალა.
და სწორია რომ , არაა აქ არანაირ პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი! ამ შეკრების მთავრი მიზანი სხვაა და გაცილებით ფართო მნისვნელობის, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური მიზანი!
ნანა კაკაბაძე: ეს დუბინკები, ეს ტყვიები, ეს მხუთავი გაზი უშუალოდ ვისაც შეეხო მარტო მათი ტკივილი არაა.
ხალხი რომელიც დღეს გამოვიდა დემონსტრირებაა ქართული სულის, ქართული გენის! ჩვენ ღირსეული ერი ვართ და ერთ სიტყვაზე, ერთ დაძახებაზე. ფაქტიურად ერთ დღეში დადგა ერთად სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, ბევრს არ ქონდა წინასწარ ინფორმაცია და მჯერა მომავალში მეტი ადამიანი გაიგებს და ყველანი ერთად ვეტყვით ამ ხელისუფლებას, "არა ძალადობას!"
პაატა ჯიბლაძე: პირველ რიგში სამძიმარი მინდა გამოვუცხადო დაღუპულის ოჯახებს, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენი ხალხის სიძლიერეში, ბრძოლისუნარიანობაში! აქ ერთადერთი მოთხოვნა უნდა იყოს და იქნება კიდეც, რომ ეს მკვლელი პრეზიდენტი უნდა წავიდეს, დაასვენოს ქართველი საზოგადოება, ამის შემეგ მოსახლეობას საშუალება მიეცემა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების.
აირჩევს იმ ადამიანს ვინც უნდა პრეზიდენტად ყავდეს, ისეთი პარლამენტი, როგორი შემადგენლობაც თვითონ ენდომება. მე ცხრა აპრილს, შვიდ ნოემბერს აქ ვიდექი, მაშინაც ასე უმოწყალოდ დაწამლეს ხალხი, არანაკლები იყო ეს დარბევა შვიდ ნოემბერზე!
რა ხელისუფლებაც გვყავს ისე ცხოვრობს ხალხი! მაშინაც ავადსახსენებელ რევოლუციისას ერთადერთი ლეიბორისტული პარტია მოუწოდებდა არ ეცეკვათ აქ და არ ეტაშფანდურათ ! სწორედ 2003 წლის უბედურებამ მოგვიტანა ქართველ ერს კოდორის და სამაჩაბლოს დაკარგვა! სამარცხვინოდ გამოიყვანა აქ ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი აქტივისტები და მაშინ როდესაც ჩვენი ბიჭების გვამები მაპატიეთ და, იხრწნებოდა ცხინვალის მისადგომებთან აქ როკავდნენ და ცეკვავდნენ ესენი !
ჩვენ სულ ვამბობთ რომ თარიღების დათქმა არ შეიძლება, მაგრამ ხალხის აქტიურობით ნელ– ნელა უნდა შეიცვალოს ასეთი რეპრესიული მდგომარეობა, ამიტომ კარგი პროცესები დაიწყო! აქმდე ცალკეული პარტიები გამოთქვამდენ პროტესტს დღევანდელი დღე კი საზოგადოებრივი აქტიურობის მაღალი მაჩვენებელია! ამერიკელებმა კი რომლებიც დიდ დახმარებას უწევენ ქართველ ხალხს უნდა აიძულონ რომ წავიდეს ეს მთავრობა .
ხალხი განსაკუთრებული მონდომებით ცდილობდა იმ დრეს თავისი პოზიციის დაფიქსირებას ტელევიზიებტან და პრესასთან,ყველა რა თქმა უნდა ვერ მოახერხებდა სიტყვით მიემართა შეკრებილი საზოგადოებისათვის, "ქართული სიტყვა" გთავზობთ რამდენიმე მათგანის კომენტარს:
ქალბატონი ნათელა: დღეს აქ ადამიანები ერთად დავდექით უსამართობის წინაარმდეგ საბრძოლველად, პოლიტიკოსების გარეშე თუ პოლიტიკოსებთან ერთად უნდა მივაღწიოთ იმას , რომ შეწყდეს ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში. მე არ მაინტერესებს პოლიტიკოსების აზრი მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება და სწორედ ჩემი აზრის დასაფიქსირებლად მოვედი დღეს აქ! მინდა ამ აქციიდან ვუთხრა ხელისუფლებას, რაც მეტს მოექცევიან ცუდად, უფრო მეტი გამოვა, ქართველი ერი არ ეგუება დამცირებას, იმიტომ რომ ჩვენ გენეტიკაში არ გვაქვს ეს . სამწუხაროდ ისეთი ხალხია ხელისუფლებაში, მათ არ გამოჰყვათ ეს გენეტიკა, არ არინ ქართველები!
არ გვეშინია და ვითხოვთ, ხალხი გამოაჩინონ, დაჭერილები გამოუშვან, ვისაც მიწაზე გართხმულს ხელბორკილები დაადეს. არ შეიძლება საკუთარ ქვეყანაში გვყავდეს დაკარგულები!
აქტიური მოქალაქე:
ინფორმაციის სიმცირის მიუხედავად , ამდენი ადამიანი გამოვიდა, ესაა ნამდვილი ძალა! ადამიანები ვითხოვთ სისხლიანი ხელისუფლების წასვლას ... ხალხი შეძრწუნებულია!
ეს იქნება პირველი ნაბიჯი საქართველოს წარმატებული მომავლისათვის. მე მიკვირს სად არის ამ დროს კოკო გამსახურდია, ზვიად გამსახურდიას შვილი, რატომ არ გმობს ამ სატანის ქმედებებს?! გამოვიდეს თუნდაც ტელევიზიით და გამოთქვას თავისი აზრი, გაგვცეს პასუხი.
დათო ბაკურაძე: (მოქალაქე) წარმოუდგენელი იყო ის სისასტიკე რომელსაც ქონდა ადგილი, მინახავს დარბევა სხვა ქვეყნებშიც მაგრამ აღარავინ აღარ ძალადობს ფიზიკურად აქციის დაშლის შემდეგ ადამიანებზე,წაქცეულს რომ კიდევ რტყმევას დაუწყებ მაშინ ადამიანი აღარ ხარ!
დღეს იმიტომ გამოვედი, რომ დავგმო ასეთი სისასტიკე, მითუმეტეს ოპერაცია გავიკეთე ახლახან და ჯერ ისევ სუსტად ვარ! სხვათაშორის, ფეისბუქით გავიგე და არ მეგონა ამხელა რეზონანსი თუ ექნებოდა, ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში ამდენი ხალხის გამოსვლა ნიშნავს რომ საზოგადოება ბრმა არაა და მას თვალებში ტყუილად აყრიან ნაცარს, როგორც ხელისუფლება, ასევე რადიკალები!
დიდი წვლილი იყო 26 მაისის მოვლენებში ოპოზიცისს არასწორი ქმედებებისაც. დავიღალეთ ხალხი,ამ ტაკი–მასხარაობით.
კარგია რომ სამოქალაქო საზოგადოებამ დაიწყო გაერთიანება, თითეული ჩვენგანისაა ჩვენი ქვეყანა და ვაი პოლიტიკოსები არაფერს უნდა წყვეტდნენ!